workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღე

დღეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა და “ბარსელონა” ამჯერადაც იაქტიურებს. კატალონიური კლუბი როგორც ფეხბურთელების დამატებაზე, ასევე გუნდიდან გაშვებაზე მუშაობს. 

ამ სიახლეში გთავაზობთ ყველა მეტნაკლებად სანდო სატრანსფერო ინფორმაციას, რომელიც დღის განმავლობაში გავრცელდება.

  • 02:22 – წინა იჯარებისგან განსხვავებით, ერიკ გარსიას “ბარსელონას” წინააღმდეგ თამაშის უფლება ექნება. [ტონი ხუანმარტი]
  • 02:20 – კანსელუმ და ფელიშმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და ორივე მათგანს კვირას “ოსასუნას” წინააღმდეგ განაცხადში მოხვედრა შეუძლია. [ტონი ხუანმარტი]
  • 02:00 – ოფიციალურად: ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა!
  • 01:57 – ოფიციალურად: აბდე ეზალზული “რეალ ბეტისის” ფეხბურთელია. “ბარსელონას” მაროკოელის დაბრუნების უფლება აქვს.
  • 01:55 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადადის. სატრანსფერო თანხა 7.5 მილიონი ევროა. “ბარსას” მაროკოელის მომავალი გაყიდვიდან 50% ერგება. [ფაბრიციო რომანო]
  • 01:52 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ინიგო მარტინესი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 
  • 01:48 – ოფიციალურად: “ბარსელონამ” ალეხანდრო ბალდე ლა ლიგაში დაარეგისტრირა. 19 წლის ფეხბურთელი 3-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
  • 01:47 – ფელიშის მთლიან ხელფასს “ბარსელონა” დაფარავს. “ბარსაში” გადასვლამდე პორტუგალიელმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი 2029 წლამდე გაახანგრძლივა და ანაზღაურება შეიმცირა. [მატეო მორეტო]
  • 01:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის პრეზენტაცია ხვალ თბილისის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
  • 01:38 – ოფიციალურად: ერიკ გარსია ერთწლიანი იჯარით “ჟირონას” შეუერთდა. კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი არ დევს.
  • 01:12 – ოფიციალურად: მამადუ ფალი “ბარსელონას” ფეხბურთელია. “ბარსამ” 20 წლის მარჯვენა მცველი “ლოს ანჯელესიდან” ერთწლიანი იჯარით დაიმატა. კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტიც შეტანილია. ფალი “ბარსა ატლეტიკში” იასპარეზებს. 
  • 00:45 – ოფიციალურად: ჟოაუ კანსელუ “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 00:13 – ოფიციალურად: ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” ერთწლიანი იჯარით ითამაშებს. “ბარსამ” პორტუგალიელი ლა ლიგაში დაარეგისტრირა. კატალონიურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 22:35 – ერიკ გარსიას “ჟირონაში” იჯარით გადასვლა გადაწყდა. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [Jijantes]
  • 22:33 – ჟოაუ ფელიში “ბარსელონაში” – Here We Go. პორტუგალიელი “ბარსაში” იჯარით გადადის. კლუბს გამოსყიდვის უფლება არ აქვს. [ფაბრიციო რომანო]
  • 20:46 – ჟოაუ ფელიშმა “ატლეტიკოსთან” კონტრაქტი ერთი წლით, 2028 წლამდე, გაახანგრძლივა. [მატეო მორეტო]
  • 20:24 – კანსელუ და ფელიში სასტუმროდან “სიუტატ ესპორტივაზე” მივლენ, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლიან. მათი ტრანსფერების გაოფიციალურებას თბილისის დროით 00:00 საათამდე არ უნდა ველოდოთ.
  • 20:14 – ჟოაუ კანსელუ ბარსელონაშია. [ჟერარ რომერო] 
  • 20:11 – ჟოაუ ფელიშის სანაცვლოდ აბდე ეზალზულისა და ანსუ ფატის დათმობა ჩავის გეგმებში არ შედიოდა. [MD]
  • 20:08 – “მანჩესტერ სიტი” ჟოაუ კანსელუს გაშვებას მაშინ დათანხმდა, როდესაც “ბარსელონამ” გარსიას “ჟირონაში” წასვლის უფლება მისცა. “სიტის” და “ჟირონას” მფლობელი City Football Group-ია. [ტონი ხუანმარტი]
  • 19:12 – ჟოაუ ფელიში ბარსელონას აეროპორტში “ბლაუგრანას” მაისურთან ერთად ფოტოებს იღებს. [ჟერარ რომერო]
  • 18:38 – ჟოაუ ფელიში ბარსელონაში ჩაფრინდა. პორტუგალიელის თვითმფრინავი კატალონიის დედაქალაქში ახლახან დაჯდა. ფელიშის ფრენას თვალს 14 000-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა, რაც იმ მომენტში ყველაზე მეტი იყო. [ჟერარ რომერო]
  • 18:20 – ერიკ გარსია “ჟირონაში” იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ჩავის ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ესპანელმა, აბდე ეზალზულის მსგავსად, იმ გუნდში წასვლა არჩია, რომელშიც მეტ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. [კატალონიის რადიო]
  • 18:15 – აბდე “ბეტისში” გადასვლასთან ნამდვილად ახლოსაა, მაგრამ კლუბს ამ ეტაპზე FFP-ს გამო ფეხბურთელის დარეგისტრირება არ შეუძლია. [ელენა კონდისი]
  • 18:11 – აბდე ეზალზული “რეალ ბეტისში” გადასვლასთან ახლოსაა. “ბარსა” სევილიელებისგან 10-12 მილიონ ევროსა და მომავალი გაყიდვიდან 50%-იან წილს მიიღებს. [MD]
  • 17:58 – ჟოაუ კანსელუს “ბარსელონას” გარდა არცერთ კლუბთან მოლაპარაკება არ უწარმოებია. მას მხოლოდ “ბლაუგრანა” სურდა. მხოლოდ მოთმინებაა საჭირო. [ფაბრიციო რომანო]
  • 17:55 – “ბაიერნს” ჟოაუ კანსელუს დაბრუნება სურდა, მაგრამ პორტუგალიელმა გერმანელტა შემოთავაზება დაბლოკა. [კრისტიან ფოლკი, Sport Bild-ის “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
  • 17:54 – ჟოაუ კანსელუ, ჟოაუ ფელიში და მათი აგენტი ჟორჟე მენდეში ბარსელონაში მიფრინავენ. [ჟერარ რომერო]
  • 16:59 – ოფიციალურად “ბარსელონამ” ინიაკი პენია ლა ლიგაში დაარეგისტრირა. ახლა დასარეგისტრირებელი მხოლოდ ინიგო მარტინესი, ჟოაუ ფელიში და ჟოაუ კანსელუა.
  • 16:37 – “ბარსელონა” ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს ტრანსფერებს თითქმის დახურულად მიიჩნევს. კლუბში პორტუგალიელების დამატებისა და აბდე ეზალზულის “ბეტისში” გაშვების საკითხს მაქსიმალური ოპტიმიზმით უყურებენ. კანსელუ და ფელიში “ბარსაში” ითამაშებენ. [ტონი ხუანმარტი]
  • 16:28 – “მანცესტერი სიტი” ჟოაუ კანსელუს “ბარსელონაში” გაშვებას საბოლოოდ დასთანხმდა. პორტუგალიელს თბილისის დროით 20:00 საათზე ბარსელონას მიმართულებით ფრენა აქვს დაჯავშნილი. კანსელუ “ბლაუგრანას” ფეხბურთელი გახდება. [ჟერარ რომერო]
  • 16:25 – “ბარსაში” ამბობენ, რომ დღეს დარჩენილი ფეხბურთელების – ინიგო მარტინესის, ინიაკი პენიას, ჟოაუ კანსელუსა და ჟოაუ ფელიშის დარეგისტრირებას შეძლებენ. [Mundo Deportivo]
  • 16:13 – ოფიციალურად: ანსუ ფატი ერთწლიანი იჯარით “ბრაიტონში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ესპანელის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 16:12 – “ბაიერნი” კანსელუს ნამდვილად დაუკავშირდა. გერმანული კლუბი “სიტის” ფეხბურთელის იჯარით აყვანას სთავაზობს. კანსელუს “ბარსასთან” შეთანხმება აქვს, თუმცა კატალონიელებს ამ ეტაპზე მისი დამატება არ შეუძლიათ. [ფლორიან პლეტენბერგი, “ბაიერნთან” დაახლოებული ჟურნალისტი]
  • 15:32 – კლუბი, რომელიც ჟოაუ კანსელუს დაუკავშირდა, “ბაიერნი” იყო. “რეკორდმაისტერი” ფეხბურთელის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში გააქტიურდება, თუ “ბარსელონა” მის დამატებას ვერ მოახერხებს. “ბარსა” “სიტის” დარწმუნებას ცდილობს. კანსელუ თავის აგენტთან ერთად კატალონიელებს ელოდება. [ტონი ხუანმარტი, ადრია ალბეტსი]
  • 14:45 – ოფიციალურად: კლემან ლანგლე ერთწლიანი იჯარით “ასტონ ვილაში” ითამაშებს. ინგლისურ კლუბს ფრანგის გამოსყიდვის უფლება არ ექნება.
  • 14:22 – ჟოაუ კანსელუმ ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბისგან შეთავაზება მიიღო. [ადრია ალბეტსი, სანტი ოვალიე]
  • 14:19 – ერთ-ერთმა არაბულმა კლუბმა “ბარსელონას” რობერტ ლევანდოვსკის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა. [Sport] 
  • 13:57 – ჟოაუ კანსელუ მზადაა, ხელფასი 20%-ით შეიმციროს. [Sport]
  • 13:52 – ჩავიმ აბდე ეზალზულსა და ერიკ გარსიას უთხრა, რომ ისინი გუნდის მნიშვნელოვანი მოთამაშეები იქნებიან. მწვრთნელმა გარსიასგან დარჩენის თანხმობა უკვე მიიღო, აბდეს კი კვლავ ეჭვები აქვს. [ხავი მიგელი]
  • 13:47 – “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” შორის კანსელუს თაობაზე შეთანხმება გარდაუვალია. [ლუის როხო]
  • 13:36 – “ატლეტიკო” უარყოფს ინფორმაციას, რომ “ბლაუგრანასთან” ფელიშის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. [ჟერარ რომერო]
  • 13:30 – “ბარსელონა” და “ატლეტიკო” ჟოაუ ფელიშის იჯარაზე შეთანხმდნენ. როგორც კი კლუბს მოთამაშეების დარეგისტრირება შეეძლება, პორტუგალიელი “ბარსას” ფეხბურთელი გახდება. [ლუის როხო (Marca)]
  • 13:10 – “ბარსელონა” Libero Football Finance-სგან თანხას დღეს ვერ მიიღებს. გერმანულმა კომპანიამ რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა. ამის გამო, ჟოაუ ფელიშისა და ჟოაუ კანსელუს დასარეგისტრირებლად საჭირო თანხას კლუბის დირექტორთა საბჭო უზრუნველყოფს. [ადრია სოლდევილა]
  • 12:50 – ჟოაუ ფელიში პერსონალური მიზეზების გამო “ატლეტიკოსთან” ერთად არ ვარჯიშობს. [Jijantes]
  • 11:57 – “ბარსელონამ” აბდე ეზალზულის შეატყობინა, რომ მას მხოლოდ მუდმივი ტრანსფერით გაუშვებს. მაროკოელის მომავალი კლუბი დიდი ალბათობით “რეალ ბეტისი” იქნება, რომელიც მის შესაძენად კრეატიულ ფორმულას ეძებს. [ტონი ხუანმარტი]
  • 11:54 – “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ჟოაუ კანსელუს თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა. ფეხბურთელი კატალონიაში გაფრენისთვის “ქალაქელების” დასტურს ელოდება. [ადრია ალბეტსი, Mundo Deportivo]
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (133)

  • Old Man
    schedule 01 სექ 2023, 17:58
    #40

    CuleTillIDie, აქ წერია https://<<არასანქცირებული რეკლამა>>/news/2208-100.html

  • Rick Sanchez
    schedule 01 სექ 2023, 17:58
    #39

    მგონი მართლა გააოფიციალურებენ ორივე ჟოაოს ტრანსფერს რაც ძალიან მაგარია, ეგ ამბავი მოაგვარონ და აბდეც გაასუხარონ, კარგ შემთხვევეაში გარსიაც გაყიდონ.

  • CuleTillIDie
    schedule 01 სექ 2023, 17:51
    #38

    ციტატა: Old Man
    დაიწერა 100 მილიონს იხდიან ლევანდოვსკიშიო და რა ვიცი. ლევანდოვსკი კაია მარა მაგ ფასში ახალგაზრდა ტოპ ფორვარდის ყიდვა შეიძლება. თან არაა ბარსა მძიმე ფორვარდის ადგილი, ვილია, ეტო სუარესი, ბარსას მობილური ფორვარდი ჭირდება. ყველა ყრუ დაცვას გვეთამაშება დგანან საჯარიმოში და დგას ლევანაც.

    არ ვიცი ეგ სად ნახე მეგობარო, მე 40 მილიონიანი შეთავაზება ვნახე მარტო საუდის არაბეთიდან, მარა მართალი რო იყოს 100 მილიონად ერთი წამითაც არ დავფიქრხებოდი გავუშვებდი. მსოფლიოს მერე მოყოლებული რეგრესირებს სტაბილურად და მომატებითაც აღარ მგონია რო მოუმატოს, აღარაა უკვე ახალგაზრდა ბიჭი, 35 წელი, ასაკი თავისას შვება. ფელიშიც თუ მოვიდა ზამთრამდე ტორესის ცენტრ ფორვარდობით უეჭველი გავქაჩავდით, როგორც იქნა იღბალი ჩვენსკენ მობრუნდა და ადვილი ჯგუფი მოგვიწია უჩლ-ზე, მაგასაც წესით უპრობლემოდ გავცდებოდით. მერე უკვე ზამთარში სატრანსფერო ფანჯარაზე როკეც მოვიდოდა და მაგ ფულით კიდე ვინმე ნორმალურსაც მოვიყვანდით

  • Novak Djokovic
    schedule 01 სექ 2023, 17:39
    #37

    მგონი გვეშველა და მოდის ორივე ჟოაოოოოო

  • Old Man
    schedule 01 სექ 2023, 17:38
    #36

    Messiah, მეც მომწონს ლევანდოვსკი და ახლა კატასტროფაა ჩვენი თავდასხმისთვის მაგის გამოკლება მარა უბრალოდ 100 მილიონი მაგარი შესაძლებლობაა. ჩემი ვალები ვიდარდო თუ აგენის ვეღეარ გევიგე, ეგებ მოესუნთქა კლუბს და მერე როკეც (ნუ არც მაგის "ფენომენობის" მჯერა მაინცდამაინც) მოვა. მაგან შეილაბა ხვალ ფეხი გადაიბრუნოს და არც ლევანა და არც 100 ლიმონი. თან კია 35 წლის

  • shota333
    schedule 01 სექ 2023, 17:36
    #35

    JOAO DAY🇵🇹

  • Messiah
    schedule 01 სექ 2023, 17:22
    #34

    ციტატა: Old Man
    დაიწერა 100 მილიონს იხდიან ლევანდოვსკიშიო და რა ვიცი. ლევანდოვსკი კაია მარა მაგ ფასში ახალგაზრდა ტოპ ფორვარდის ყიდვა შეიძლება. თან არაა ბარსა მძიმე ფორვარდის ადგილი, ვილია, ეტო სუარესი, ბარსას მობილური ფორვარდი ჭირდება. ყველა ყრუ დაცვას გვეთამაშება დგანან საჯარიმოში და დგას ლევანაც.


    სატრანსფერო ფანჯარას დარჩა საათები და ეხლა ეგ რო გავუშვათ თუნდაც 100 მილიონად მთელი სეზონი უფორვარდოდ თამაშად გვიღირს ? ნუ მინიმუმ ზამთრამდე .. ზამთარში მოსული ფეხბურთელები რა ცუდად ეწყობიან კლუბს მაგას რო დავანებოთ თავი

  • Old Man
    schedule 01 სექ 2023, 17:21
    #33

    დაიწერა 100 მილიონს იხდიან ლევანდოვსკიშიო და რა ვიცი. ლევანდოვსკი კაია მარა მაგ ფასში ახალგაზრდა ტოპ ფორვარდის ყიდვა შეიძლება. თან არაა ბარსა მძიმე ფორვარდის ადგილი, ვილია, ეტო სუარესი, ბარსას მობილური ფორვარდი ჭირდება. ყველა ყრუ დაცვას გვეთამაშება დგანან საჯარიმოში და დგას ლევანაც.

  • Ertaoz Bregvadze
    schedule 01 სექ 2023, 17:14
    #32

    ოპააა პორტუგალიელები მოდიააან

  • Messiah
    schedule 01 სექ 2023, 16:59
    #31

    ფელიში – ლევანდოვსკი – იამალი(რაფინია)
    პედრი-ფრენკი-გუნდო
    ბალდე-კრისტენსენი-არაუხო-კანსელო
    შტეგენი

    ფელიში თუ გაიხსნება და როგორც ბენფიკაში თამაშობდა ისე ათამაშდა… მშვენიერი გუნდია

  • Albicelecte
    schedule 01 სექ 2023, 16:49
    #30

    დაეტყო დეკოს ხელი, პორტუგალიელებს ლობირებს ტიპი barca-6
    და ბრაზილიელებს, იმედია როკე კაი გამოდგება

  • Golden Boy from Holland F.De Jong
    schedule 01 სექ 2023, 16:45
    #29

    მართლა მგონია რომ ორივეს დავიმატებთ მაგრამ მემგონი ვერცერთს ვერ იფორმებენ ამათმა მართლა ხოარ გაუბერეს კანსელოს Dავანებოთ თავი ფატი წავიდა აბდე წავა და შეტევაში არავინ მოყავთ? მაინც მგონია ორივეს დავიმატებთ.

    ორივეს დავიმატებთ. მართლა ეგრე არდაცემულან ჩემი აზრით

  • shota333
    schedule 01 სექ 2023, 16:31
    #28

    ფატი წავიდა აბდეც მიდის უნდა მოვიდეს შეტევაში ვინმე შანსი არა ასე არ დატივებენ

  • Zura Gviniashvili
    schedule 01 სექ 2023, 16:27
    #27

    შემოდგომის აზნაურები გავხდით იმენა რა.. ყველას გადმოსვლა უნდა რადგან ბარსა როგორც ასეთი ბრენდია მაგრამ მართლა შემოდგომის აზნაურივით ტრაკგამოხეულები ვართ .. არნაირი ფული და ვეხვეწებით ვემუდარებით რომ როგორმე ხელფასები დაკლონ დაგველოდონ და ა.შ

  • CuleTillIDie
    schedule 01 სექ 2023, 16:20
    #26

    ფატი წავიდა ბრაიტონში იჯარით, უკვე ოფიციალურად

  • AMZNG
    schedule 01 სექ 2023, 16:17
    #25

    გაოფიციალურდა ანსუც….

  • Gigazakaradze
    schedule 01 სექ 2023, 16:04
    #24

    Ai vincerkvevit imatma daweret tuicit ambobdnen ro bevria visac magali xelfasi aq alba buskeci pique dembele lengle da kide 1 2 aqedan pirveli 3 wavida magati xelfasi gatavisuflda wavida dembele lengle fatic magati xelfasebi gantavisuflda haha 20 20 ansus da lengles darcha procenti magram ambdeni wavida saxelfaso xarjmac daiwia da mainc rato argvaq imis fufuneba ro dzviriqni fexburtelebi viyidot tu rac bartomeum xarja valshi vart da jer ver gavsworebulvart dzmurad garkviet an vafshe statiis saxit toiyos gasavali minusebi xarjebi davalianeba kargi iqneboda❤

  • Albicelecte
    schedule 01 სექ 2023, 15:59
    #23

    აუ ეს "აუქციონი" არის ძალიან ნევრვების წყვეტა rage
    მშვენიერი ლატერალია ხულიან არაუხო, დაეყენებინა, რასაც ვუყურებ, აქამდე შეცდომა არ დაუშვია

  • lesane C
    schedule 01 სექ 2023, 15:54
    #22

    კაროჩე ჩავის ბალასტი ხალხი ევასება რა, გააჯმეინოს ამ გარსიას და აბდეს, აბდე კიდე გავიგე ვინგერები არ გვრჩება ზამენაზე მარა ეს დიშლა გარსია რაღათ უნდა?

  • AMZNG
    schedule 01 სექ 2023, 15:53
    #21

    რახდება საერთოდ გუნდში ვერ გავიგე.ჯერ იყო და სახელფასო ჭერი უნდა შეემცირებინათ და წავიდნენ ისინი ვისაც ყველაზე მაღალი ხელფასი ჰქონდათ და რა ვერ რეგისტრირდება.ალბა,ბუსი,პიკე,კესი,დემბელე,ფატის და ლენგლეს ხელფასს ორი გუნდი (ბრაიტონი,ასტონვილა)80-80% იხდიან,ანუ ფატის და ლანგლეს ხელფასს ბარსა იხდის 40%.ლანგლეს ხელფასი თუ 16 მილიონი იყო ბარსა იხდის მისი ხელფასის 20%-ს ანუ 3200000-ს.ფატის 20%-გამოდის 2200000.ანუ ჯამში ადის 5500000-მდე.