ვალენსიას მწვრთნელი: ეჭვი არ მეპარება, რომ ხოსე გაია დარჩება
მარცხენა მცველის პოზიციის გაძლიერება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი მთავარი მიზანია. კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, მატეუ ალემანი, უპირატესობას ხოსე გაიას შეძენას ანიჭებს, რომელიც "ვალენსიას" კაპიტანია და ალემანზე კარგი შთაბეჭდილება მაშინ მოახდინა, როცა ჟოან ლაპორტას მომავალი თანაშემწე ამ კლუბის ხელმძღვანელთა შორის იყო.
"ვალენსიას" მთავარი მწვრთნელი, ხოსე ბორდალასის თქმით, გაიას ტრანსფერი ნაკლებად მოსალოდნელია და დიდი ალბათობით ის კლუბში დარჩება.
- აცხადებს ბორდალასი.
ხოსე გაია "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და პროფესიული კარიერაც მთლიანად "ღამურების" რიგებში აქვს გატარებული. მისი ოფიციალური დებიუტი 2012 წელს, 17 წლის ასაკში შედგა, 2014/15 წლების სეზონიდან კი ის ძირითადი შემადგენლობის რეგულარული წევრია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]