"ბარსელონა" ხოსე გაიას ტრანსფერზე იმუშავებს

"ბარსელონა" ხოსე გაიას ტრანსფერზე იმუშავებს

"ვალენსიას" მარცხენა მცველი, ხოსე გაია, შესაძლოა, "ბარსელონას" შეუერთდეს.

თურქი ჟურნალისტის, ეკრემ კონურის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ტექნიკური მდივანი, რამონ პლანესი "ღამურების" ხელმძღვანელობასთან 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მოლაპარაკებებს გამართავს.

წყაროს ცნობით, კატალონიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი გაიას ტრანსფერს ემხრობა. გაია ამჟამად, ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ღირსებას იცავს. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ "ფურია როხამ" ხორვატიის ნაკრებთან 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა (5-3).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 29 ივნისი 2021 18:48
    0
    კაი რა ,გუშინ უყურე თამაშს,ალბას ნახევარიც არა,ზამენიზა ჯობია ლამასიიდან დააწინაურონ,ერთ ორ სეზონში მოიხოდება.
    Culé [?]
    #7 29 ივნისი 2021 16:19
    2
    იმედია ალბასავით გამოგვადგება ესეც.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #6 29 ივნისი 2021 16:18
    2
    დავაი გაია მოხოდე ლაპორტ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #5 29 ივნისი 2021 14:59
    5
    ძალიან კარგია აუცილებლად საყიდელია ესპანელი სხვა არც უნდა განიხილოოს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 29 ივნისი 2021 14:38
    2
    ან ეს ან გრიმალდო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 29 ივნისი 2021 14:34
    0
    მერე ალბა სად მიდის?
    [?]
    #2 29 ივნისი 2021 14:26
    0
    კიდე არ დაწყებულა? 3 წელია იწერება იწყებენ მოლაპარაკებასო, დაბერდა ტიპი, 23 წლის იყო რო მოყავდათ :D იყიდიან 31 წლის რო გახდება ალბათ. ნაკრებში ამოაგდო ალბა და გუნდშიც მოახერხებს იგივეს
    ფანი [?]
    #1 29 ივნისი 2021 14:15
    4
    ლეო მესი მიმდინარე კოპა ამერიკაზე:

    ⚽ ყველაზე მეტი გოლი - 3
    🅰️ ყველაზე მეტი ასისტი - 2
    🏃 ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი - 21
    🎯 ყველაზე მეტი ზუსტი კარში დარტყმა - 10

    ბრავოოო! 👏