"ბარსელონა" ხოსე გაიას იაფად შეძენას გეგმავს

26 წლის მარცხენა მცველი, ხოსე გაია, რომელიც "ვალენსიას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2012 წლიდან თამაშობს, კლუბის სპორტულ პროექტს აღარ ენდობა. ინფორმაციას Superdeporte ავრცელებს.
ესპანელი ფეხბურთელი "ღამურების" დატოვებას აპირებს, მისი შეძენით კი "ბარსელონაა" დაინტერესებული. კატალონიელები გაიას ადრეც აკვირდებოდნენ, ჟოან ლაპორტას დირექტორთა საბჭოში მატეუ ალემანის დანიშვნის შემდეგ კი ინტერესი უფრო გაიზარდა.
ალემანი მიიჩნევს, რომ "ვალენსია" კარგ პოზიციაში არაა და გაიას გადმობირება ისეთი შეთავაზებითაც იქნება შესაძლებელი, რომელშიც დიდი რიცხვები არ ფიგურირებს.
"ვალენსია" მაინც არ აპირებს, ფეხბურთელი ადვილად დათმოს და თუ მის შენარჩუნებას ვერ მოახერხებს, ზაფხულში მის სარფიანად გაყიდვას მაინც ეცდება.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]