მუსა ვაგე - ალემანის მორიგი თავსატეხი

მუსა ვაგე - ალემანის მორიგი თავსატეხი

"ბარსელონას" განაპირა მცველი, მუსა ვაგე ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაბრუნებასთან ახლოსაა. სენეგალელმა მუხლის მძიმე დაზიანება 2020 წლის დეკემბერში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ის ინდივიდუალურად ვარჯიშობს და, როგორც "ბარსაში" მიაჩნიათ, მინდორს მალე დაუბრუნდება.

23 წლის ფეხბურთელი ბერძნულ "პაოკში" იყო განათხოვრებული, თუმცა 2020 წლის ბოლოს, "ბარსელონაში" დაბრუნდა და გამოჯანმრთელების შემდეგაც "ბლაუგრანას" წევრი იქნება. Sport-ის ცნობით, კლუბი მის პირველ გუნდში დარეგისტრირებას არ აპირებს - კატალონიელებს სახელფასო ხარჯების გაბერვა არ სურთ. ერთ-ერთი ვარიანტი ვაგეს "ბარსელონა ბ-ში" დარეგისტრირებაა, რასაც ბიუროკრატიული საკითხების მოგვარება სჭირდება - თუ ის ხელშეკრულების პირობებს მესამე დივიზიონის კანონმდებლობას მოარგებს, სარეზერვო გუნდში ასპარეზობას შეძლებს. სერჟი ბარჟუანის განკარგულებაში ბევრი მარჯვენა მცველი ნამდვილად არაა, ამიტომ მისი დახმარება მნიშვნელოვანი იქნება. "ბარსა ბ-ში" თავისუფალი ადგილები არაა, თუმცა ეს პრობლემა, შესაძლოა, გავისა და ნიკო გონსალესის პირველ გუნდში დარეგისტრირებამ გადაჭრას.

Sport-ის თანახმად, ზემოთ მოყვანილი სცენარის მიუხედავად, ყველაზე მოსალოდნელი სენეგალელის გაშვებაა. დიდი ალბათობით, მატეუ ალემანი ამაზე მუშაობას უახლოეს მომავალში შეუდგება. ტრავმიდან ახლად დაბრუნებულ ფეხბურთელს რიტმში ჩასადგომად რეგულარული სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რისი შანსიც სხვა გუნდში უფრო ექნება.

ვაგე "ბარსელონას" 2018 წელს შეუერთდა და მხოლოდ 6 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მუსას კატალონიელბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს ეწურება.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 13 იანვარი 2022 13:15
    0
    ამას ვეღარ გავასხვისებთ ალბათ და შეგვეტენა ცხადია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 12 იანვარი 2022 21:00
    0
    არადა რა პერსპექტიული ბიჭი იყო. ისე თუ მოიხოდა დესტს და მინგესას კი აჯობებს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 იანვარი 2022 20:12
    0
    ძალიან ცუდი ტრამვა მიიღო, მაგრამ ბ-თვის შეიძლება გამოდგეს