მუსა ვაგე "ბარსელონას" ტოვებს
"ბარსელონას" მარჯვენა მცველი მუსა ვაგე, შესაძლოა, ის ფეხბურთელი აღმოჩნდეს, რომელიც არტურისა და მარკ კუკურელიას ტრანსფერების გაოფიციალურების შემდეგ, კატალონიურ გუნდს დატოვებს.
მუსა ვაგე თებერვლიდან "ნიცაში" იჯარით იმყოფებოდა. ფრანგულ კლუბს 21 წლის ფეხბურთელის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეეძლო, თუმცა ნიცელებმა მოთამაშე, საბოლოოდ, კატალონიელებს დაუბრუნეს.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ვაგეს ინგლისური, იტალიური და ბელგიური კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს, თუმცა სენეგალელი მოთამაშის შეძენის მსურველთა ვინაობა, ჯერჯერობით, უცნობია.
იმავე წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" მუსა ვაგეს სანაცვლოდ 10 მილიონ ევროს ითხოვს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]