რატომ არის ჰოლანდის ბარსაში გადმოსვლა მბაპეს რეალში ტრანსფერზე დამოკიდებული

უკვე არაერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ "ბარსელონას" პრიორიტეტი ზაფხულში "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის გაფორმებაა, რომლითაც მადრიდის "რეალიც" ინტერესდება.
"რეალი" ჰოლანდის შეძენის სურვილს კი გამოთქვამს, მაგრამ მადრიდელებს უფრო "პარი სენ-ჟერმენის" ერთ-ერთი ლიდერი კილიან მბაპე აინტერესებთ. მბაპეს "სამეფო კლუბში" გადასვლა თითქმის გადაწყვეტილია, ამიტომ "ბარსა" მოელის, რომ ჰოლანდი კონკურენტუნარიანობის მიზნით "ბლაუგრანას" აირჩევს.
El Chiringuito-ს ინფორმაციით, კატალონიელებს იმედი აქვთ, რომ ჰოლანდს მბაპესთან ერთად ერთ გუნდში თამაში არ სურს.
ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ნორვეგიელ თავდამსხმელს უნდა, მისი მომდევნო გუნდის აბსოლუტური ლიდერი იყოს. 21 წლის მოთამაშეს "ბარსელონაში" ამის გარანტია ექნება, "რეალში" კი მას მოედნის მბაპესთან გაყოფა მოუწევს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]