ბარსელონა ერლინგ ჰოლანდის ალტერნატივად დუშან ვლაჰოვიჩს განიხილავს
არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონას" აბსოლუტური პრიორიტეტი ზაფხულში "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის შეძენაა. COPE-ს ცნობით, აშკარაა, რომ ჟოან ლაპორტა ნორვეგიელის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, ამაში კი "ბლაუგრანას" პრეზიდენტს 21 წლის თავდამსხმელის აგენტთან, მინო რაიოლასთან კარგი ურთიერთობა დაეხმარება.
ჰოლანდს ბევრი მსურველი ჰყავს და მიუხედავად მაქსიმალური მცდელობისა, რა თქმა უნდა, არის შანსი, რომ მისი "ბარსაში" ტრანსფერი ვერ შედეგს. ცნობილი ესპანელი ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ინფორმაციით, თუ ნორვეგიელის შეძენა ვერ მოხერხდა, კატალონიურ კლუბს ასეთი შემთხვევისთვის გეგმა B აქვს და ეს "ფიორენტინას" შემტევი დუშან ვლაჰოვიჩია.
წყაროს ცნობით, "ბარსელონა" ჰოლანდის ალტერნატივად სწორედ 21 წლის სერბ თავდამსხმელს მიიჩნევს, რომელიც ბრწყინვალედ გამოიყურება.
ვლაჰოვიჩი მიმდინარე სეზონში შესანიშნავია. მის ანგარიშზე 18 მატჩი, 17 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 15 ]