მაროკოს მწვრთნელი ბარსაზე: ისინი აბდეს ხელს ვერ შეუშლიან
მაროკოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩი აცხადებს, რომ "ბარსელონას" აბდე ეზალზულის ეროვნულ გუნდში არგაშვება არ შეუძლია.
"ბარსას" 20 წლის მაროკოელი ფეხბურთელი აფრიკის თასზე სათამაშოდ ნაკრებში გამოიძახეს, ეს კი იმას ნიშნავს რომ ის "ბლაუგრანას" დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია ცდილობდა, აბდე დაერწმუნებინა, მაროკოელებისთვის მას უარი ეთქვა და ესპანეთის ნაკრებში გამოძახების შანსს დალოდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა ეს წინადადება იუარა. მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსა" ცდილობს, ეზალზული კატალონიაში დარჩენაზე დაითანხმოს. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ თავად ფეხბურთელსაც ურჩევნია, ფეხი ჯერ კლუბში მოიკიდოს და სანაკრებო ფეხბურთს შემდეგ მიხედოს. თუმცა, როგორც ირკვევა, მაროკოელები პოზიციის შეცვლას არ აპირებენ.
- ვაჰილ ჰალილჰოჯიჩის ამ სიტყვებს Sport ციტირებს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]