ეზალზული, შესაძლოა, აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ არ გაემგზავროს

ეზალზული, შესაძლოა, აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ არ გაემგზავროს

Sport-ის ინფორმაციით, აბდე ეზალზული, შესაძლოა, მაროკოს ნაკრებში გამოძახების მიუხედავად, აფრიკის ერთა თასზე სათამაშოდ არ გაემგზავროს.

საქმე ისაა, რომ ფეხბურთელთან დაკავშირებით "ბარსელონა" და მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია მოლაპარაკებებს აწარმოებენ, შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი, ყველაფერი თავად აბდეზე იქნება დამოკიდებული.

დღეს გავრცელებული ცნობების თანახმად, ეზალზულის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია მაცდურ წინადადებას სთავაზობს და "ფურია როხაში" თამაშის პირობით, მას მაროკოს ნაკრების უარით გასტუმრებისკენ მოუწოდებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 25 დეკემბერი 2021 18:02
    0
    ეს თუ დათანხმდა, მერე ისე არ მოხდეს, რომ სკამი ახეხვინონ და ვერც მაროკოს ნაკრებში ითამაშოს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 25 დეკემბერი 2021 16:07
    0
    ჩვენთვის კი ჯობია, ახლოს იქნება და თან ენრიკე ბარსას სტილში ათამაშებს. სანაკრებო პაუზებიც კლუბთან იქნება შეთანხმებული.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 24 დეკემბერი 2021 23:30
    4
    ცუდად იქცევიან, თუ უნდა მაროკოში თამაში რაღას ეტენებიან, ეს იგივეა ფეხბურთელი რომ ვიყო და საქართველოს ნაკრებში თამაში მინდოდეს მაგრამ რომელიმე დიდი ნაკრები მკერავდეს, მის ადგილზე მაინც ნამდვილ სამშობლოს ავირჩევდი, ღირსებუს ამბავია