რამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს ბარსელონა ვარსკვალვების შეძენას? - ვიცეპრეზიდენტის პასუხი

რამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს ბარსელონა ვარსკვალვების შეძენას? - ვიცეპრეზიდენტის პასუხი

"ბარსელონას" ვიცეპრეზიდენტი, ედუარ რომეუ Diario Sport-თან ინტერვიუში აცხადებს, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებს კატალონიური გრანდი კილიან მბაპესა და ერლინგ ჰოლანდის დონის ვარსკვლავების შეძენას:

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გადაბირებას 2 წლის განმავლობაში ვერ შევძლებთ.
ახლა, ჩვენ სხვა პრიორიტეტები გვაქვს: სახელფასო ლიმიტის შემცირება და მათი საბაზრო ფასამდე მიყვანა - ეს ის ნაკლია, რომელიც სხვა გუნდებთან შედარებით გვაქვს.
მნიშვნელოვანია, რომ ის იდეოლოგია დავიბრუნოთ და შევინარჩუნოთ, რომელიც არც არასდროს უნდა დაგვევიწყებინა - "ლა მასია", რომელიც გუნდის ხერხემალს წარმოადგენს. ვარსკვლავების შეძენა კი დამატებითი იარაღია.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსა" 5 მოთამაშის გაყიდვას აპირებს, რათა მომავალი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სუპერვარსკვლავის დამატება შეძლოს.

ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის დროს, ჟოან ლაპორტამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ერლინგ ჰოლანდის "კამპ ნოუზე" გადმოსაყვანად ყველაფერს გააკეთებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 14 ოქტომბერი 2021 17:41
    0
    ამასთანავე, საარჩევნო კამპანიის დროს, ჟოან ლაპორტამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ერლინგ ჰოლანდის "კამპ ნოუზე" გადმოსაყვანად ყველაფერს გააკეთებს.
    ამან ისიც აღნიშნა, რო ლეო დარჩებოდა და თურმე დაითანხმა კიდეც?!
    ფანი [?]
    #7 14 ოქტომბერი 2021 14:43
    1
    ისე ლაპორტას მოვუთხან სუყველაფერი რაც საერთოდ არ ფიქრობს ჰოლანდის ტრანსფერს. იმენა შეცდომაში შეიყვანა ტიპმა მთელი საკატალონიელეთი😁😁😁
    ფანი [?]
    #6 14 ოქტომბერი 2021 10:12
    3
    დანი ოლმო და ფერნან ტორესი უფრო ჭირდება ახლა გუნდს პლუს სტერლინგი თუ გამოვა.. ამ სამი კაცის ხელფასი უფრო ნაკლები იქნება ვიდრე ამ ერთი ჰალანდის :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 14 ოქტომბერი 2021 02:02
    3
    ციტატა: El pistolero 9
    ბიჭო ოლმოში 50 მილიონს იხდიანო ერთგან იწერება და ამან 2 წელი სუპერვარსკვლავს ვერ ვიყიდითო???! ჰალანდი 75 მილიონი ხდება მგონი ამ ზაფხულს და თავი უნდა მოიკლან მაგ ბიჭის მოყვანაზე. გასაშვები გავუშვათ, ერთი-ორი კარგი თავისუფალი აგენტი მოვიყვანოთ და ამოისუნთქავს გუნდი.

    ჰალანდის ხელფასად რომ 35 მილიონს ითხოვს რაიოლა როგორც მინიმუმ?!
    და 5 წლიანი რომ 175+75, ანუ 250 ჯდება?! ამას დამატებული კიდევ ის, რომ ვინ იცის იმ 75 რამდენი დაემატება კონკურენტების ჩამოსაშორებლად
    ანუ ზღაპარია და აქცენტი ლა მასიელებზე უნდა გაკეთდეს და არა გიგანტურ რობოკოპებზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 14 ოქტომბერი 2021 01:12
    1
    ბიჭო ოლმოში 50 მილიონს იხდიანო ერთგან იწერება და ამან 2 წელი სუპერვარსკვლავს ვერ ვიყიდითო???! ჰალანდი 75 მილიონი ხდება მგონი ამ ზაფხულს და თავი უნდა მოიკლან მაგ ბიჭის მოყვანაზე. გასაშვები გავუშვათ, ერთი-ორი კარგი თავისუფალი აგენტი მოვიყვანოთ და ამოისუნთქავს გუნდი.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #3 14 ოქტომბერი 2021 01:05
    4
    ციტატა: Norman Bates
    2 წელში ჰოლანდი და მბაპე ორივე რეალს ეყოლება და ეთამაშე დემბელე-ბრაითვაითით

    ორი წელიც არ უნდა პერესს, ამ ზაფხულს წაიყვანს მაგათ..
    ისე, ორივე რეალის ფანია და რა ვიცი აბა..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ოქტომბერი 2021 01:01
    2
    2 წელი დაგელოდებათ ჰოლანდი კი.ტრაკს ათამაშებენ,ზაფხულში უნდა დაიდოს სუპერტრანსფერი ეგ მაინც უნდა გააკეთოს ლაპორტამ,თორემ სულ მთლად დაკარგავს ნდობას.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #1 14 ოქტომბერი 2021 00:18
    7
    2 წელში ჰოლანდი და მბაპე ორივე რეალს ეყოლება და ეთამაშე დემბელე-ბრაითვაითით