ლაპორტას, რაიოლასა და ჰოლანდის მამის შეხვედრა დასრულდა

ლაპორტას, რაიოლასა და ჰოლანდის მამის შეხვედრა დასრულდა

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "დორტმუნდის" ვარსკვლავის, ერლინგ ჰოლანდის აგენტი მინო რაიოლა და ფეხბურთელის მამა ალფ-ინგე ჰოლანდი ბარსელონაში იმყოფებიან.

Onda Cero-ს ჟურნალისტის, ალფრედო მარტინესის ინფორმაციით, მათ "ბარსას" პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან და მატეუ ალემანისთან შეხვედრა გამართეს, რომელიც დაახლოებით 2 საათი გაგრძელდა. ისინი ბარსელონაში თბილისის დროით 11 საათსა და 30 წუთზე ნიცადან ჩაფრინდნენ.

იმავე წყაროს ცნობით, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. მხარეები მიიჩნევენ, რომ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ეს მათი პირველი მოლაპარაკებები იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, "დორტმუნდი" 20 წლის ნორვეგიელის სანაცვლოდ 180 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა "ბლაუგრანა" მის შემცირებას ცდილობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #13 2 აპრილი 2021 19:58
    0
    იმავე წყაროს ცნობით, შეხვედრა პოზიტიურად დასრულდა. მხარეები მიიჩნევენ, რომ ჰოლანდის ტრანსფერის განხორციელება შესაძლებელია, მაგრამ ეს მათი პირველი მოლაპარაკებები იყო.
    ანუ? რაო შესაძლებელია, მაგრამ ვერ ვყიდულობთო? მოკლედ ისეა რაც გინახავს ვეღარ ნახავ რო ქართული კინო. ქალი გეკუთვნით მაგრამა არ გეკუთვნითო!!!
    [?]
    #12 2 აპრილი 2021 01:41
    1
    ციტატა: jack slater
    რატომღაც არ მჯერა ამ ბიჭის დიდი მომავლის 🤔

    გოლეადორია და წარმატებას მიაღწევს ფაქტია, უბრალოდ რამდენად მოვა ბარსაში არ ვიცი. იმედია აქ თუ არ მოვიდა, რეალშიც არ წავა თორე ამ სტილით რეალში დიდ შედეგებს დადებს. ეგეთი 9 ები რეალს უფრო უხდება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 1 აპრილი 2021 21:16
    1
    ჰოლანდი კარგია, მაგრამ ბარსას გაკოტრების ხარჯზე არ მინდა. თუ გუნდს ბოლომდე დედა ეტირა ჰოლანდის დედაც ერთი. 180 ბორუსიას, 20 კაკ მინიმუმ იმ გასიებულ ღორს, მამიკო ცალკე ითხოვს წილს, მერე თვითონ ეს დააკმაყოფილე მაღალი ხელფასით და მერე წადით ბარსა დაალომბარდეთ სადმე. პადუმაეშ ბარსა თუ გაკოტრდა, სამაგიეროდ ჰოლანდი გვეყოლება 200 მილიონიანი ცხენი და დავტკბეთ მისი ყურებით.
    Culé [?]
    #10 1 აპრილი 2021 19:00
    4
    მიდი ლაპორტ დადე ჰოლანდი❤💜
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "
    გულშემატკივარი [?]
    #9 1 აპრილი 2021 18:04
    2
    ლაპორტა გიჟია დავაი ჯიგარსონ მიაწექი ააწყვე დამანგრეველი ბარსა❤️💙
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 1 აპრილი 2021 17:44
    1
    ტერ შტეგენი,დესტი,არაუხო,ალბა,დე იონგი,პედრი,მორიბა,მესი-ამათ გარდა ვინც უნდათ ის ჩართონ ამ ბიჭის ტრანსფერში
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #7 1 აპრილი 2021 17:40
    2
    გრიზმანი და 60 მილიონი
    ფანი [?]
    #6 1 აპრილი 2021 17:36
    1
    ბოლოს მამა რო ჩაერთო საქმეში 222 მილიონი გადაიხადეს ამიტომაც მიხარია ეს საქმე 😃
    Culé [?]
    #5 1 აპრილი 2021 17:35
    6
    მოლაპარაკებები გაგრძელდება წარმატებით დასრულდება და ჰოლანდი ბარსელონაში გადმოვა.
    ფანი [?]
    #4 1 აპრილი 2021 17:34
    4
    ციტატა: Messi_Goat 10❤
    კოუტინიო დემბელე და 100მილიონი მივცეთ

    დემბელეს ნაცვლად გრიზმანი და ოკ
    ფანი [?]
    #3 1 აპრილი 2021 17:19
    2
    ლაპორტა გიჟია 😂💙❤
    გულშემატკივარი [?]
    #2 1 აპრილი 2021 17:14
    3
    გუშინ იუთუბში ბარსელონას ვალები ჩავწერე და ერთმა შეიძლება ბარსა გაქრესო და ახლა ლაპორტან რაიოლა ჩამოიყვანა ბარსელონაში
    მაგარს მოხოდავს მალე გუნდს და აღარ ვიქნებით სასურველი მეტოქე
    Culé [?]
    #1 1 აპრილი 2021 16:23
    0
    ციტატა: Griezzy7
    კარგი შანსი გვაქვს მაინც ყიდვის იმიტომ რომ სხვა ფეხბურთელები უფასოდ მოდიან.
    მთავარია ესენი გავყიდოთ...

    1.ფირპო - 15 მილიონი
    2.უმტიტი - 15 მილიონი
    3.ლენგლე - 30 მილიონი
    4.რობერტო - 40 მილიონი
    5.მატეუსი - ?
    6.კოუტინიო - 30-40 მილიონი
    7.პიანიჩი - 40-50 მილიონი
    8.ბრეიტვეიტი - 15-20 მილიონი

    თუ დეპაიც მოვა მაშინ დემბელეც უნდა გაყიდონ.

    პირპოში მაქსიმუმ 10 გადაიხადონ , უმტიტიში ფულს არავინ არ გადაიხდის, ლენგლეც 20-25 მაქსიმუმ, რობერტოში 20 , მატეუსი 5 , კოუ 20-30, პიანიჩიც 20-30 , ბრეიტვეიტი 10 მაქსიმუმ.