ემილი რუსოს გუნდის წევრი ჰოლანდის ან მბაპეს შეძენას გვპირდება

ემილი რუსოს გუნდის წევრი ჰოლანდის ან მბაპეს შეძენას გვპირდება

"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატის, ემილი რუსოს გუნდის წევრი, ჟოზეპ მარია მინგელია, რომელიც ვიცე-პრეზიდენტად მოიაზრება, ერლინგ ჰოლანდის ან კილიან მბაპეს შეძენას არ გამორიცხავს:

"მინო რაიოლას (ჰოლანდის აგენტი) ვესაუბრე და ზუსტად ვიცი, რა მოხდება, თუ პრეზიდენტი რუსო გახდება. ეს საკითხი სპორტულმა დირექტორმა უნდა მოაგვაროს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცუდი ჟესტი იქნება.

რაც შეეხება მბაპეს, ის კლუბს ნეიმარის წასვლის შემდეგ სურდა. თუმცა, საბოლოოდ, გადაწყდა, რომ დემბელე უფრო პერსპექტიული იყო. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, კილიანი კვლავ განიხილება - ჩვენს მას უკვე დავუკავშირდით".

შეგახსენებთ, "ბარსას" საპრეზიდენტო არჩევნები 2021 წლის 24 იანვარს ჩატარდება, მთავარ ფავორიტებად კი ჟოან ლაპორტა და ვიქტორ ფონტი მიიჩნევიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 30 დეკემბერი 2020 23:39
    1
    ზღაპარი ძილის წინ.
    Culé [?]
    #5 30 დეკემბერი 2020 22:05
    1
    ჰალანდი უნდა დავითრიოთ აუცილებლად!!!
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #4 30 დეკემბერი 2020 22:02
    0
    მბაპეს აქ ვერავინ მოიყვანს, აშკაარაა რომ რეალია მისი მომავალი გუნდი, ადრე თუ გვიან გადავა რეალში. ჰოლანდზე კიდე მეეჭვება მანდ წავიდეს იმიტორო მბაემ და პსჟ-მ როდასცინეს ჰოლანდს არამგონია ვინმესთან გვერდიგვერდ თამაში მოუნდეს.
    Culé [?]
    #3 30 დეკემბერი 2020 21:13
    1
    მე მგონია, რომ მბაპეს 280 და ჰალანდს 150 მილიონზე ნაკლებად არავინ გამოუშვებს
    როდესაც 5 მილიონს ვერ იცდიან დეპაიში
    ასე, რომ რიჟა ბაზარია
    Syd
    ახალბედა [?]
    #2 30 დეკემბერი 2020 21:11
    2
    ახლა ამბობს მბაპე ან ჰოლანდიო და ბოლოს პაპუა ახალი გვინეიდან ან ანტარქტიდიდან ან შრილანკიდან მოიყვანს ვინმე პერსპექტიულ ტალანტს. laughing cry
    ფანი [?]
    #1 30 დეკემბერი 2020 20:58
    1
    მბაპეს ჩემ ფეხებს შეიძენს და ჰალანდი ლაპორტას მოყავს ამიტო დაეგდე მანდ :დ
    --------------------
    BARCELONA IS MY LIFE