ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 აგვისტო

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 აგვისტო

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 აგვისტოს მოხდა.

თამაშები

20 აგვისტოს "ბარსელონამ" 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა. კატალონიელებმა 4 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.

1936 წელი

ხელისუფლების მიერ "ბარსელონას" პრეზიდენტის, ჟოზეპ სუნიოლის დახვრეტის შემდეგ კლუბის თანამშრომლებმა მართვის სადავეების მათთვის გადაცემა მოითხოვეს. შედეგად დირექტორთა საბჭო გადადგა და "ბარსელონას" მართვა "თანამშრომლების კომიტეტს" გადაეცა.

1942 წელი

ენრიკე პინეიროს გადადგომის შემდეგ "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ანტონი დე ალბერტი გახდა.

1996 წელი

"ბარსელონაში" რონალდოს არაოფიციალური დებიუტი შედგა. გამპერის თასის ნახევარფინალში კატალონიელებმა "სან ლორენცო" 2-0 დაამარცხეს.

1997 წელი

ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" 2-1 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები ჯოვანიმ და ნადალმა გაიტანეს.

2005 წელი

"ბარსელონამ" 1996 წლის შემდეგ პირველი ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. განმეორებითი თამაშის "კამპ ნოუზე" "ბეტისთან" 1-2 წაგების მიუხედავად, 2 მატჩის ჯამში "ბარსამ" 4-2 მოიგო.

2006 წელი

ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში, "კამპ ნოუზე", "ბარსელონამ" "ესპანიოლი" 3-0 გაანადგურა (2 მატჩის ჯამში 4-0). გოლები ჩავიმ და დეკუმ (2) გაიტანეს.

ამ მატჩში "ბარსელონას" მაისურით ეიდურ გუდიონსენისა და ლილიან ტურამის დებიუტი შედგა.

2015 წელი

პედრო "ბარსელონადან" "ჩელსიში" გადავიდა.

2016 წელი

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონამ" "ბეტისი" 6-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები თურანმა, მესიმ (2) და სუარესმა (3) გაიტანეს.

2017 წელი

"ბეტისთან" გამართული შეხვედრის დროს "ბარსელონას" ფეხბურთელებს მაისურზე გვარების ნაცვლად BARCELONA ეწერათ. ამის მიზეზი წინა დღეს ქალაქ ბარსელონაში მომხდარი ტერორისტული აქტი იყო, რომელსაც 13 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

2020 წელი

"ბარსელონამ" გულშემატკივრებს გუნდის ახალწვეული, პედრი წარუდგინა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 აგვისტო 2021 20:30
    0
    2005 წელი
    "ბარსელონამ" 1996 წლის შემდეგ პირველი ესპანეთის სუპერ თასი მოიგო. განმეორებითი თამაშის "კამპ ნოუზე" "ბეტისთან" 1-2 წაგების მიუხედავად, 2 მატჩის ჯამში "ბარსამ" 4-2 მოიგოგანდილა თამაში იყო
    --------------------
    THUGS
    Culé [?]
    #2 20 აგვისტო 2021 16:55
    0
    რონალდოს გაშვება როგორ უნდა მოახერხოს გუნდმა არ ვიცი 😃 თავისივე ხელმძღვანელობა ასე ხშირად რატომ ერჩის ბარსას ვერც ეს გავიგე 😃❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 20 აგვისტო 2021 13:37
    0
    კაი დატვირთული გამომდგარა 20 აგვისტო.