ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 17 აგვისტო
წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 17 აგვისტოს მოხდა.
თამაშები
17 აგვისტოს "ბარსელონამ" 5 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 4 მოიგეს და 1 ფრედ დაასრულეს.
1977 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი. 2007-2010 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 121 თამაში ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა. ანრიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ესპანეთის თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასი, 1 ევროპის სუპერ თასი და 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
1984 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი როდრი. 2004-2006 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 9 თამაში ჩაატარა. როდრიმ კატალონიურ გუნდში 2 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
2006 წელი
ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში "ბარსელონამ" "ხეტაფე" სტუმრად ლუდოვიკ ჟიულის გოლით დაამარცხა.
იმ მატჩში "ბარსელონას" მაისურით ჯანლუკა ძამბროტას დებიუტი შედგა.
2011 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით მატჩში "ბარსელონამ" "რეალ მადრიდი" საკუთარ კედლებში 3-2 დაამარცხა, 2 შეხვედრის ჯამში 5-4 იმარჯვა და თასს დაეუფლა. მასპინძელთაგან გოლები ინიესტამ და მესიმ (2) გაიტანეს.
იმ მატჩში "ბარსელონას" მაისურით სესკ ფაბრეგასის დებიუტი შედგა.
2015 წელი
ესპანეთის სუპერ თასის პირველ მატჩში 0-4 წაგების შემდეგ "ბარსელონამ" ერნესტო ვალვერდეს "ბილბაოსთან" 1-1 ითამაშა. გოლი მესიმ გაიტანა.
2016 წელი
ესპანეთის სუპერ თასის განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონამ" "სევილია" 3-0 გაანადგურა, 2 მატჩის ჯამში კი კატალონიელებმა 5-0 მოიგეს. გოლები არდა თურანმა (2) და მესიმ გაიტანეს.
იმ მატჩში "ბარსელონას" მაისურით სამუელ უმტიტის დებიუტი შედგა.
2018 წელი
"ბარსელონას" ლეგენდარულმა კალათბურთელმა, ხუან კარლოს ნავარომ კარიერა დაასრულა.
2025 წელი
ლა ლიგის პირველ ტურში "ვალენსიასთან" სტუმრად 2-1 მოგებულ შეხვედრაში "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჰანსი ფლიკის, ხოლო კატალონიელთა პირველ გუნდში ჟერარ მარტინის, პაუ ვიქტორისა და მარკ ბერნალის დებიუტი შედგა. ეს მატჩი პედრისთვის ლა ლიგაში მე-100 გამოდგა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]