პედრი გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს
"ბარსელონას" 18 წლის ტალანტი პედრი დღევანდელ გუნდურ ვარჯიშში არ მონაწილეობს.
RAC1-ის ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს ცნობით, "ბარსა" ადასტურებს, რომ პედრი დღეს რონალდ კუმანის ნებართვით გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს. კატალონიურმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელს საბოლოოდ დასვენების საშუალება მისცა.
პედრიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 52 მატჩში მიიღო. მან მოედანზე 3 526 წუთი გაატარა.
ივარაუდება, რომ ესპანელი ნახევარმცველი "ეიბართან" არ ითამაშებს. მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს კლემან ლანგლე. ტრავმის გამო არ იქნება მარკ-ანდრე ტერ შტეგენიც, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კუმანს სეზონის ბოლო თამაშში სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოუწევს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]