პედრიმ, შესაძლოა, გრანადასთან არ ითამაშოს
"ბარსელონას" ნახევარმცველმა პედრიმ, შესაძლოა, "გრანადასთან" სასტარტოში არ ითამაშოს და 18 წლის ტალანტს დასვენების საშუალება მიეცეს.
პედრიმ მიმდინარე სეზონში "ბარსას" მიერ ჩატარებული 48 თამაშიდან მხოლოდ ერთი გამოტოვა. მან მონაწილეობა 47 მატჩში მიიღო, რომელთაგან ძირითად შემადგენლობაში 36 დაიწყო. ესპანელი შუახაზელი ლა ლიგის 20-წლამდე მოთამაშეებს შორის - პირველი, ხოლო ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ამ სეზონში მოედანზე ყველაზე მეტი დრო გაატარა. მასზე წინ მხოლოდ ბუკაიო საკა და ედუარდო კამავინგა იმყოფებიან.
ElDesmarques-ს ცნობით, პედრიმ, შესაძლოა, "გრანადასთან" დაისვენოს. რონალდ კუმანს 2 დღეში გასამართ მატჩში 18 წლის ფეხბურთელის ჩანაცვლება მოუწევს, თუ ნიდერლანდელ სპეციალისტს სურს, რომ პედრი სეზონის ბოლო ეტაპზე ფიზიკურად 100%-ით მზად იყოს.
"ბარსასა" და "გრანადას" დაპირისპირება ხუთშაბათს თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]