ოფიციალურად: პედრი შვებულებას იწყებს
"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გუნდის ახალგაზრდა ნახევარმცველი პედრი შვებულებას იწყებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, 18 წლის ტალანტი შვებულებას ნაადრევად იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი "ეიბართან" მატჩს გამოტოვებს. ეს ინფორმაცია ახლახან ოფიციალურად დადასტურდა. პედრიმ რონალდ კუმანის ნებართვით არდადეგები დაიწყო. მას დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია.
პედრიმ მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 52 შეხვედრაში მიიღო და მოედანზე 3 526 წუთი გაატარა. 2013/14 წლების სეზონის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ფეხბურთელი სადებიუტო სეზონში მინიმუმ 50 თამაშს ატარებს. ხსენებული სეზონის შემდეგ მსგავსი შედეგი მხოლოდ არტურო ვიდალსა და ივან რაკიტიჩს ჰქონდათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]