ესპანიოლი ლა ლიგაში დაბრუნდა

ესპანიოლი ლა ლიგაში დაბრუნდა

მომავალი სეზონიდან ბარსელონურ დერბის ლა ლიგაში ისევ ვიხილავთ.

"სარაგოსასთან" ნათამაშები უგოლო ფრისა და მოპოვებული ქულის შემდეგ "ესპანიოლმა" ლა ლიგის საგზური გაინაღდა.

ლა ლიგა 2-ის სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე პირველ ადგილზე მყოფი კატალონიური გუნდი მესამეზე მყოფ "ალმერიას" უკვე 12 ქულით უსწრებს, შესაბამისად, ესპანიოლს მიზნად მხოლოდ გათამაშების პირველ ადგილზე დასრულებაღა დარჩენია. სხვა მხრივ, ეს გუნდი ესპანურ ელიტაში უკვე დაბრუნებულია. როგორც ჩანს, მათთვის ლა ლიგაში დაბრუნება არც თუ ისე რთული აღმოჩნდა და მხოლოდ 1-წლიანი პაუზაც იკმარეს.

ისტორიაში "ბარსასა" და "ესპანიოლს" ერთმანეთის წინააღმდეგ სულ 212 მატჩი აქვთ გამართული. აქედან 124-ში ლურჯ-ბროწეულისფერებმა იმარჯვეს, 44-ში ლურჯ-თეთრებმა, ამდენივე შეხვედრა კი საყაიმო ანგარიშით დასრულდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 10 მაისი 2021 12:34
    0
    აუ არადა რა კარგი იყო წინა სეზონში ჩვენ რო დავუსრულეთ ყველაფერი. იმედია გავარდებიან კიდე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 მაისი 2021 09:56
    0
    ესპანიოლი ლალიგაში არიყო და მაინც ვერ მოვიგეთ :დ
    --------------------
    once a cule!!!
    always a cule!!!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 9 მაისი 2021 09:07
    2
    აჰა დაბრუნდა ეს მადრიდის პადსტილკა, იმედია დროებით და მალე ისევ გაუტევს მოუსვლელში.
    [?]
    #4 9 მაისი 2021 02:39
    5
    ჩვენ რო ჩავაჭედეთ ბოლო ლურსმანი გაასწორა. მომავალ წელს გრანადასთვის ჩაგვეჭედოს
    გულშემატკივარი [?]
    #3 9 მაისი 2021 02:01
    3
    წარმოგიდგენთ ერთ დღეს რომ შეიხმა იყიდოს ესპანიოლი რა წავა
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 მაისი 2021 00:32
    3
    ეუჰ დაუბრუნდა რეალს მომდევნო სეზონში +6 ქულა
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 მაისი 2021 00:25
    4
    ცუდ ფეხზე გავარდა, ეგეთი მტერი უნდა ეგდოს ერთი, მოტივაციისათვის barca-6