"ბარსელონას" ახალი სპორტული დირექტორი, შესაძლოა, მიხაელ ცორკი გახდეს
"ბარსელონას" პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატს სურს, რომ კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე "დორტმუნდის" სპორტული დირექტორი, მიხაელ ცორკი დანიშნოს.
"საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას ცორკის სახელი ცნობილი გახდება. რამდენიმე კანდიდატი ცდილობს, რომ ის სპორტული დირექტორის პოსტზე გადმოიბიროს."
- აცხადებს Catalunya Radio-ს ჟურნალისტი, ორიოლ დომენეკი Esport 3-თან ეთერში.
ცორკის ერთ-ერთი საუკეთესო ნადავლი 20 წლის ამომავალი ვარსკვლავი, ერლინგ ბრაუტ ჰოლანდია. "დორტმუნდმა" ნორვეგიელი თავდამსხმელი გასულ იანვარში, ავსტრიული "ზალცბურგიდან", 20 მილიონ ევროდ შეიძინა. ჰოლანდმა "ბორუსიაში" ჩატარებულ 32 შეხვედრაში 33 გოლი გაიტანა, რაც მისი ასაკისთვის წარმოუდგენელი შედეგია.
58 წლის მიხაელ ცორკი გერმანული კლუბის სპორტული დირექტორის პოსტს 1998 წლიდან იკავებს, ამიტომაც ჯერ-ჯერობით გაურკვეველია, მოისურვებს თუ არა ის მშობლიური კლუბიდან წასვლას.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]