MD: "ბარსელონა" ფერან ტორესში 35 მილიონს იხდის
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" თვალი "ვალენსიას" შემტევ ნახევარმცველს, ფერან ტორესს დაადგა.
ფერან ტორესი "ვალენსიას" აღზრდილია. ის ვალენსიელთა პირველ გუნდში 2017 წლიდან გამოდის. 20 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 34 მატჩი, 5 გოლი და 6 შედეგიანი გადაცემაა. მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს.
კატალონიური წყაროს ცნობით, "ბლაუგრანა" ახალგაზრდა ესპანელში 35 მილიონი ევროს გადასახდელად მზადაა. ტორესს "ღამურებთან" მიმდინარე კონტრაქტის ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ის "ვალენსიასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბი, დიდი ალბათობით, მომავალ ზაფხულში ფეხბურთელს გაყიდის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]