"ბარსელონა" "ვალენსიას" ფეხბურთელისთვის იბრძვის

"ბარსელონა" "ვალენსიას" ფეხბურთელისთვის იბრძვის

"ბარსელონა" "ვალენსიას" 17 წლის ნახევარმცველს ფერან ტორესს უმიზნებს. ფეხბურთელი ამჟამად "ვალენსიაში" თამაშობს და ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლება.

უნდა აღინიშნოს, რომ "ბარსელონა" ამ ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მარტო არაა - კატალონიელებს მადრიდის "რეალი", პსჟ და "იუვენტუსი" ეცილება.

თუ გავითვალისწინებთ უკანასკნელ ცნობებს, "ბარსელონა" საკმაოდ აქტიურობს. კატალონიელები მზად არიან გადაიხადონ გამოსასყიდი თანხა, რომელიც 8 მილიონ ევროს შეადგენს.

თუმცა, საქმეს კიდევ ერთი რამ ართულებს: ვალენსია" გეგმავს ტორესისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას და გამოსასყიდი თანხის 25 მილიონამდე აწევას.

ნახევარმცველი ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს. პარასკევს დაიწყება მსოფლიო ჩემპიონატი მის თანატოლებს შორის ინდოეთში და ისიც, რა თქმა უნდა, გამოძახებულია ნაკრებში.

ცნობისთვის, ტორესის კონტრაქტი 2019 წლამდეა გათვლილი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 5 ოქტომბერი 2017 18:28
    0
    აუცილებლად მოსაყვანია გაძლიერება სჭირდება ლა მასიას