"ბარსელონა" "ვალენსიას" 19 წლის ფეხბურთელით დაინტერესდა

"ბარსელონას" სამიზნეში კიდევ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მოხვდა. Bild-ის ცნობით, საუბარი "ვალენსიას" გარემარბზე, ფერან ტორესზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ტორესი ჯერ მხოლოდ 19 წლისაა, ის "ვალენსიას" პირველ გუნდში უკვე მე-3 სეზონს ატარებს. "ღამურების" მაისურით გამართულ 61 შეხვედრაში მან თავი 3 გოლით და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ტორესს "ვალენსიასთან" კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელის მსურველ გუნდებს მისი ხელში ჩაგდება გაუადვილდებათ. ასეთი გუნდი კი სამია - "ბარსელონას" გარდა, 19 წლის ფეხბურთელის დამატების სურვილს "ლივერპული" და "დორტმუნდი" გამოთქვამენ. ამ უკანასკნელს ფერან ტორესი ჯეიდონ სანჩოს შემცვლელად მიაჩნია, რომელსაც ასევე "ბარსელონას" უკავშირებენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]