ვარჯიში უდანაკლისოდ !

ვარჯიში უდანაკლისოდ !

დღეს შედგა "ბარსელონას" მორიგი ვარჯიში "სიუდად დეპორტივოზე". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ფეხბურთლი დაუბრუნდა ვარჯიშს. მათ შორის პუიოლიც, რომელმაც სრული დატვირთვით ივარჯიშა.

პუიოლის გარდა დაბრუნდა ხეფრენიც, მაგრამ იგი სრულად არ დაუტვირთავთ. გუნდი "ერკულესთან" მატჩისათვის ემზადება, რომელიც შაბათს თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. მწვრთნელთა შტაბმა გადაწყვიტა ფეხბურთელები ძალიან არ დაეტვირთა, ამიტომაც ფეხბურთელები ძირითადათ ბურთთან ერთად ვარჯიშობდნენ. ვარჯიშზე ასევე იმყოფებოდა "ბარსა ბ" –ს ფეხბურთელი ჯონათან დოს სანტოსი, რომელიც რეგულარულად ვარჯიშობს პირველ გუნდთან ერთად.

ვარჯიში ხვალ განახლდება ადგილობრივი დროით 11 საათზე კვლავ "სიუდად დეპორტივოზე". ვარჯიშის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს პეპ გვარდიოლა.

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.