გოლი და 5 ასისტი - მესი ყველგან მესია

გოლი და 5 ასისტი - მესი ყველგან მესია

რამდენიმე საათის წინ დასრულდა "ინტერ მაიამისა" და "ნიუ იორკ რედ ბულზის" შეხვედრა, რომელშიც მასპინძელთა არგენტინელმა ვარსკვლავმა, ლიონელ მესიმ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა.

პირველი ტაიმი სტუმრებმა 1-0 მოიგეს, მეორე ნახევარში კი "ბარსელონასა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ გაიბრწყინა. მესიმ ერთი გოლი თავად გაიტანა, 5 კი თანაგუნდელებს გაატანინა, აქედან 3 ლუის სუარესს. საბოლოოდ "ინტერ მაიამიმ" 6-2 მოიგო და გუნდი თავის კონფერენციას კვლავ ლიდერობს.

მიმდინარე სეზონში ლეო მესის სტატისტიკა შთამბეჭდავია: 11 თამაშში 12 გოლი და 11 საგოლე გადაცემა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მაისი 2024 17:05
    0
    როგორც იქნა, 4 წუთი და ნერვები დამიწყნარდა, რაც ამათ ამიშალეს. როკეს ვიდეოები გავუმზადეთო და იმით ვარჯიშობს თურმე. საინტერესოა მესის თამაშს თუ აყურებინებენ. სუარესზე ლაპარაკიც არ არის თვალდახუჭული ეხსნება და ისიც იცის სად დახვდეს ბურთს. აი იმ ბავშვს კი მესამე გოლზე სად გააძვრინა 3 კაცში ბურთი, ამის ვიდეოები იამალს აყურებინონ კარს უკან რო აწოდებს ბურთს.
    Culé [?]
    #5 6 მაისი 2024 00:11
    2
    ბარსელონა მესი ყოფილა ბიჭებო, რამდენიმე წუთის უკანაც დავწერე, მესი ყოფილა ბარსელონა, ლაპორტამ ბართომეუს დაწყებული საქმე დაასრულა, დაასამარა ბარსელონა
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #4 5 მაისი 2024 14:25
    13
    ალბათ მსგავსი რამ არავის არ ექნება გაკეთებული!!! ნახევარმცველები არიან სეზონში 8-9 ასისტი თუ გააკეთეს, საოცარ სტატისტიკად უთვლიან და ამან ერთ თამაშში გააკეთე 5 ასისტი და გოლიც მიაყოლა და მერე იძახიან , როდემდე უნდა იყოს საუკეთესოვოო ?! როდემდე და სანამ თვითონ არ გადაწყვიტავს იქამდე იქნება მასეე !!! ყველას თავისი აზრი აქვს , თუმცა ობიექტურად ყველანაირი მიკერძოვების გარეშე, ფეხბურთის ისტორიაში ასეთი კლასის ფეხბურთელი არც ყოფილა და ალბათ აღარც იქნება , ახლოს შეიძლება ვიღაც მივიდეს ოდესმე, თუმცა რომ გაუთანაბრდეს ან აჯობოს, ეგ მართლაც საეჭვოა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 მაისი 2024 12:15
    10
    ყველაგან და ყოველთვის ლაპორტას დედას ....... ეს რო დააკარგინა გუნდს როგორ მენატრება ბარსაში ამის თამაშის ყურება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 5 მაისი 2024 10:27
    6
    გიჟები არიან ეს ჩემისები
    გულშემატკივარი [?]
    #1 5 მაისი 2024 10:08
    9
    ეს რო დაბრუნებულიყო ბარსაში …