19 ფეხბურთელი მზად არის სათამაშოდ

19 ფეხბურთელი მზად არის სათამაშოდ

"ერკულესის" წინააღმდეგ სათამაშოდ მზად არის 19 ფეხბურთელი. ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ "სიუდად დეპორტივოზე" ვარჯიშობდნენ მზად არიან მატჩში მონაწილეობის მისაღბად.

გუშინდელი ვარჯიში ნაწილობრივ მატჩისათვის მოსამზადებელი, ვარჯიში სრული დატვირთვით მიმდინარეობდა. სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ ჟფრენი და პუიოლი, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდათ, პუიოლის შემთხვევაში თამაში საეჭვოა, შესაძლოა გვარდიოლამ არც გარისკოს მისი მოედანზე გამოყვანა. ასევე აღსანიშნავია, რომ პირველ გუნდს პეპმა ჯონათან დოს სანტოსი დაუმატა. რომელიც სათდარიგოთა სკამზე იქნება. შეგახსენებთ, რომ მატჩი დღეს "კამპ ნოუს" სტადიონზე გაიმართება, მატჩი "ერკულესის" წინააღმდეგ 20 საათზე დაიწყება თბილისის დროით, ახლა კი გთავაზობთ, ფეხბურთელთა სიას, რომლებსაც ექნებათ შანსი ითამასონ "ერკულესის" წინააღმდეგ.

მეკარეები: ვალდესი, პინტო

მცველები: ალვეში, ადრიანო, პიკე, პუიოლი, მილიტო, აბიდალი, მაქსველი

ნახევარმცველები: კეიტა, ჩავი, ინიესტა, ბუსკეტსი, მასკერანო, ჯონათან დოს სანტოსი.

თავდამსხმელები: პედრო, ბოიანი, ხეფრენი, მესი, ვილია

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.