პუიოლი ვარჯიშს დაუბრუნდა !

პუიოლი ვარჯიშს დაუბრუნდა !

გუშინ შედგა მორიგი ვარჯიში "სიუდად დეპორტივოზე", ვარჯიშის მთავარი სიახლე გახლდათ ის, რომ კარლეს პუიოლი დაუბრუნდა ვარჯიშს.

ვარჯიში ერთგვარად ორად იყო დაყოფილი. ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბუენოს – აირესში ამხანაგურ მატჩში დაუბრუნდნენ გუნდს. ერთ მხარეს ვარჯიშობდნენ ბუენოს აირესიდან დაბრუნებული ფეხბურთელი, ხოლო მეორე მხარეს ვალდესი, ბოიანი, ალვეში, მაქსველი, პინტო და ადრიანო. განსხვავებული ვარჯიში ჰქონდათ "ბარსა ბ" – ს ფეხბურთელებს, კატალონიური კლუბის მეორე გუნდიდან 11 ფეხბურთელი იმყოფებოდა ვარჯიშზე. მაგრამ ისინი განცალკევებულად თავისი პროგრამით ვარჯიშობდნენ.

კარლეს პუიოლი დაუბრუნდა ვარჯიშს. მან გუშინ მსუბუქად ივარჯიშა, რაც შეეხება კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთლს ხეფრენ სუარესს, იგი კვლავ აგრძელებს გამოსაჯამრთლებელ ვარჯიშებს, იგი გუნდთან ერთად არ ვარჯიშბოდა.

ვარჯიში დღეს საღამოს განახლდება, ვარჯიშის შემდეგ პრეს–კონფერენციას გამართავს ჩავიერ ერნანდესი.

წყარო: fcbarcelona.cat

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.