ბარსა კიმიხთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი

ბარსა კიმიხთან დაკავშირებით პესიმისტურადაა განწყობილი

Sport იტყობინება, რომ "ბარსელონაში" სულ უფრო კარგავენ იმედს, რომ მათ მომავალ ზაფხულში იოზუა კიმიხის შეძენა შეეძლებათ.

გამოცემის ინფორმაციით, ამის მიზეზი კლუბში არსებული ფინანსური სირთულეებია, რაც კატალონიელებს ხელს უშლის "ბაიერნს" კონკურენტუნარიანი შეთავაზება გაუკეთოს. გარდა ამისა, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ კიმიხმა, შესაძლოა, "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

თავის მხრივ, ჩავი ერნანდესი და დეკუ თანხმდებოდნენ, რომ კიმიხის ვარიანტი იდეალური იყო ნახევარდაცვის გასაძლიერებლად. კლუბის ფინანსური მდგომარეობის ფონზე, შესაძლოა,"ბლაუგრანამ" გვიდო როდრიგესზე გადაინაცვლოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 მაისი 2024 17:11
    0
    ციტატა: Rick Sanchez
    კიმიხი ვეტერანობას უკაკუნებს უკვე, ახალგაზრდაა ვინმე საჭირო

    რა ახალგაზრდა აგერ თურმე: "კლუბის ფინანსური მდგომარეობის ფონზე, შესაძლოა,"ბლაუგრანამ" გვიდო როდრიგესზე გადაინაცვლოს". ეგეც 30 წლისაა, სამგიეროდ მუქთი. და სანამ მუქთების ძებნაში იქნებიან ღირსეულს ვერ იპოვნიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 მაისი 2024 21:23
    1
    კიმიხი ვეტერანობას უკაკუნებს უკვე, ახალგაზრდაა ვინმე საჭირო
    Culé [?]
    #4 4 მაისი 2024 20:34
    1
    კიმიხი არ არის სუფთა ჩამშლელი რომელიც ფეხზე წავა და დაჩეხავს ცენტრში ყველას. უფრო ფრენკის ტიპია. ეგეთი ვარელაა პორტუში და ონანა ევერტონში.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 4 მაისი 2024 20:24
    5
    კაროჩე რაა ამათი სატრანსფერო პოლიტიკა უკვე ამოუცნობი ხდება რაა, როგორ უნდა დაგეგმო სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობა ისე რომ კიმიხის ვერ შეძენის შემთხვევაში გვიდო როდრიგესზე გადაერთო კაცი? ძმაკაცი წავიდა ადრე ბაზრობაზე ხახუთი უნდა ვიყიდოო და რო დააფასებია ეგრევე იკითხა ნეტა ოპელი რა ეღირებაო😀 ზუსტად ასე მოდის ბარსას, კიმიხი თუარა მაშინ გვიდო. გვიდოს სულ არავინ იყიდონ ეგ ჯობია
    --------------------
    მე გუნდური მოთამაშე ვარ და ყოველთვის ვცდილობ თანაგუნდელების დახმარებას. ინდივიდუალური სტატისტიკა არ მაღელვებს , მთავარი გუნდის წარმატება და ყოველ შეხვედრაში 3 ქულის მოპოვებაა - ანტუან გრიზმანი❤️
    ფანი [?]
    #2 4 მაისი 2024 20:18
    0
    ესენი კი. იხს ვერ ყიდულობენ და ონას ფული სად ექნებად ამათ, ვერატი მაინც მოიყვანონ ვიღაცა ჩამშლელი უსიკვდილოთ მოსაყვანია.
    ფანი [?]
    #1 4 მაისი 2024 19:59
    3
    ესენი ბოლოს რომეუს მაირს მოათრევენ