ოფიციალურად: ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

ოფიციალურად: ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა, ხუალ ლაპორტამ, რამდენიმე წუთის წინ დაადასტურა, რომ ის მომდევნო თვეში გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

ლაპორტა "ბარსელონას" პრეზიდენტი 2003 წელს, იმ დროს გახდა, როდესაც კატალონიური კლუბი ძალიან სერიოზულ კრიზისში იყო. ლაპორტას დროს "ბარსას" ორი ოქროს ხანა ჰქონდა - რაიკარდის და გვარდიოლას. სწორედ ლაპორტას დროს მოიგო კლუბმა ისტორიაში პირველი ტრებლი. მისი პრეზიდენტობის დროს "ბარსას" მუზეუმს 11 ტიტული შეემატა, მათ შორის 2 ჩემპიონთა თასი. ლაპორტამ პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს დატოვა.

აქამდე არაოფიციალურად იყო ცნობილი, რომ ლაპორტა 18 ივლისს გასამართ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა, დაახლოებით 10 წუთის წინ კი, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.