ოფიციალურად: ჟოან ლაპორტა გადადგა
"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
ლაპორტას გადადგომა წინასწარ იყო ცნობილი და ამას კლუბის წესდება ითვალისწინებს. საქმე ისაა, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი ერთ თვეში გასამართ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და მას არ აქვს უფლება, წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების დროს პრეზიდენტის პოსტი ეკავოს.
"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს გაიმართება, მანამდე კი კლუბის პრეზიდენტის პოსტს რაფა იუსტე დაიკავებს, რომელიც აქამდე ვიცე-პრეზიდენტი იყო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
კომენტარები [ 15 ]