The Athletic: სიმშვიდის გარანტია - დეკუსა და ფლიკის ალიანსი

The Athletic: სიმშვიდის გარანტია - დეკუსა და ფლიკის ალიანსი

                   The Athletic-ი სტატიას აქვეყნებს ბარსაში დამკვიდრებული სიმშვიდის შესახებ. როგორც აღმოჩნდა გაოცებას იწვევს ეს სწრაფად მიღწეული სიმშვიდე იმ კლუბში, რომელიც სულ მცირე ხნის წინ გაკოტრების ზღვარზე იყო. ახლა კი განახლებულ "კამპ ნოუზე" თამაშობენ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და ყველაფერი კარგად მიდის. წარმატების მიზეზად დეკუსა და ფლიკის თანამშრომლობას ასახელებენ, ჰოდა, ვნახოთ აბა რა და როგორ მოხდა. 

თარგმანს უცვლელად გთავაზობთ. 

ყველაფერი 2024 წლის მაისში ლონდონში მოგზაურობით დაიწყო.

„ბარსელონას“ სპორტის დირექტორი დეკუ და მისი ყოფილი თანაგუნდელი ბოიან კრკიჩი, (რომელიც ახლახან კლუბის აღმასრულებელ სტრუქტურაში დასაქმდა) დიდ ბრიტანეთში გაემგზავრნენ. დეკუს ჰანსი ფლიკთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი, რათა განეხილათ მისი შესაძლო დანიშვნა „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად. შეხვედრა ლონდონის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა და გერმანელმა სპეციალისტმა მათზე მყისიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

დეკუ და ბოიანი გაოცებულნი დარჩნენ, თუ რამდენად დეტალურად იცნობდა ფლიკი „ბარსელონას“ ფეხბურთელებს - არა მხოლოდ პირველ გუნდს, არამედ სარეზერვო შემადგენლობასა და 19-წლამდელებსაც. მან უკვე იცოდა ვინ გამოადგებოდა პერსპექტივაში, ვის გაუხსნიდა გზას პირველი გუნდისკენ. 

ფლიკი, რომელიც წინა წლის სექტემბერში გერმანიის ნაკრებიდან გათავისუფლების შემდეგ უმუშევარი იყო, აცხადებდა, რომ „ბარსელონას“ დიდი გადახალისების გარეშე შეეძლო ტიტულებისთვის ბრძოლა. „ბარსელონას“ გაწვრთნა მისი ოცნება იყო, თუმცა არსებობდა ერთი გართულება - გუნდს უკვე ჰყავდა მთავარი მწვრთნელი. ჩავი ამ პოზიციაზე კვლავ მუშაობდა, ყოველ შემთხვევაში, იმ დროისთვის. იანვარში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, თქვა რომ სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებდა. გუნდი რთულ პერიოდში იყო, ეს განცხადება კლუბის ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. აპრილში ჩავიმ გადაწყვეტილება შეცვალა: პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან საუბრის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ ის გუნდში დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, ცუდი შედეგების გამო შიდა დაძაბულობა კვლავ არსებობდა.

როდესაც დეკუ და ბოიანი ლონდონში გაემგზავრნენ, კლუბს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ჩავის გათავისუფლება, თუმცა თავად ჩავისთვის ეს არავის უთქვამს. ლონდონში ვიზიტის ამბავი იმავე დღეს კატალონიურმა მედიამ გაავრცელა, რამაც ჩავი შოკში ჩააგდო. მან კლუბის მაღალჩინოსნებთან დაკავშირება სცადა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. რამდენიმესაათიანი გაურკვევლობის შემდეგ ჩავი თავად ფლიკს დაუკავშირდა. ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ჩავი „ალ-სადის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო ფლიკი გერმანიის ნაკრების. 

ჩავის გარემოცვის ინფორმაციით, ფლიკმა უარყო, რომ „ბარსელონასთან“ მოლაპარაკებები ჰქონდა. ორი დღის შემდეგ ესპანელი გაათავისუფლეს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ორი მწვრთნელი მოგვიანებით მეგობრულად შეხვდა ერთმანეთს. 2024 წლის ოქტომბერში ფლიკი უკვე „ბარსელონაში“ მუშაობის დროს ჩავის დაუკავშირდა, რათა ურთიერთობა გაერკვიათ. ჩავიმ იგი საკუთარ სახლში მიიწვია და უთანხმოება დასრულდა. ამავდროულად, ფლიკის მოსვლას კლუბში იშვიათი სტაბილურობისა და ოპტიმიზმის პერიოდი მოჰყვა. ამ პროცესში გადამწყვეტი იყო მისი მჭიდრო ურთიერთობა დეკუსთან.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ კლუბში, დეკუსთან და მის გუნდთან ერთად ვმუშაობ,“ განაცხადა ფლიკმა დეკემბერში. „დეკუ საქმეს შესანიშნავად უძღვება და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.“

დეკუც ანალოგიურად აფასებდა ფლიკს: „ის ჩვენს მუშაობას ამარტივებს. გამოცდილია, იცის, როგორ ფუნქციონირებს დიდი კლუბი და ყოველდღიურობაში სიმშვიდეს ინარჩუნებს.

2023 წლის აგვისტოში დანიშვნის შემდეგ დეკუ „კამპ ნოუზე“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა. 48 წლის ყოფილი ფეხბურთელი ლაპორტას 2021 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში მხარს უჭერდა და იმავე წლის მარტში კლუბში რეკრუტირების მრჩევლად მივიდა. მოგვიანებით, ოფიციალურ როლში გადასვლისას, მას საკუთარი სააგენტოს D20 Sports-ის დახურვა მოუწია.

დეკუსა და ფლიკის ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობაზე და საერთო სტრატეგიულ ხედვაზე. მაგალითად, იანვარში ფლიკი ცენტრალური მცველის დამატებას ითხოვდა, თუმცა ბაზრის შესწავლის შემდეგ დეკუმ ჩათვალა, რომ უკეთესი ვარიანტი არ არსებობდა და ალტერნატივად ჟოაო კანსელუ შესთავაზა. ფლიკმა ფართო სურათი გაითვალისწინა და გადაწყვეტილებას დაეთანხმა.

2024 წლის ზაფხულში დეკუ მზად იყო რაფინიასა და ინიგო მარტინესის გასაშვებად, თუმცა ფლიკმა მათი დარჩენა მოითხოვა და საბოლოოდ ისინი გუნდის ლიდერებად იქცნენ. სხვა დროს დეკუმ დანი ოლმოს ტრანსფერი პრიორიტეტად მიიჩნია, რაც ილქაი გიუნდოგანის როლს ამცირებდა. ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო და გიუნდოგანს გულწრფელად ესაუბრა. გერმანელმა ნახევარმცველმა საბოლოოდ „მანჩესტერ სიტიში“ დაბრუნება არჩია.

მსგავსი სიტუაცია შეიქმნა მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან დაკავშირებით. ფლიკმა მას პირდაპირ განუცხადა, რომ ჟოან გარსია გუნდის პირველი მეკარე იქნებოდა. მოგვიანებით ტერ შტეგენის იჯარით გადასვლა დაჩქარდა. ჩავის პერიოდში დეკუსთან ასეთი ჰარმონია არ არსებობდა. განსხვავებული ხედვები და ინფორმაციის გაჟონვა ურთიერთობას ართულებდა.

კლუბში გადაწყვეტილებების მიღებისას ისინი სხვადასხვა დღის წესრიგით მოქმედებდნენ. დეკუს არ მოსწონდა, რომ ჩავის გუნდი მედიაში აქტიურად ავრცელებდა საკუთარ სატრანსფერო პრიორიტეტებს, რაც მის გრძელვადიან ხედვასთან შეუთავსებელი იყო. თავის მხრივ, ჩავის არც ის მოეწონა, რომ მატეუ ალემანი სპორტის დირექტორის პოსტიდან წავიდა, მისგან უსიტყვო მხარდაჭერა ჰქონდა. 

შეუძლებელი იყო წარმატების მიღწევა ასეთ შიდა გარემოში,“ - ამბობს ბარსას შიდა წყარო, „ეს იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც 2024 წელს ჩავი გაუშვეს და ფლიკი მოიყვანეს.“

ყველაფერი იდეალურად არ არის. ბარსელონას ფინანსური მდგომარეობა კვლავ სერიოზული დაბრკოლებაა, რადგან კლუბი ლა ლიგის მიერ დაწესებულ სახელფასო ლიმიტს აღემატება, სეზონის დაწყებამდე ყველა პირველი გუნდის ფეხბურთელის რეგისტრაცია რთულ პროცესად იქცა. თუმცა, განსხვავებით ჩავიის პერიოდისგან, ფლიკის ბარსას ჯერჯერობით სერიოზული სპორტული კრიზისი არ განუცდია.

დეკუსა და ფლიკის ურთიერთობის შემხედვარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ ნებისმიერი კრიზისი მშვიდად და ცივი გონებით შეიძლება მოგვარდეს, რაც ადრე ვერ ხერხდებოდა შიდა დაპირისპირების გამო.  და ეს ყველაფერი ტიტულებზეც აისახება. გასულ წელს ბარსამ სამი ტიტული მოიგო, წელს სუპერ თასი უკვე მათია, ლა ლიგას ლიდერობენ, კოპაზე ნახევარფინალში არიან, ჩემპიონთა ლიგაზე კი ყველაფერი წინ არის. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    ახალბედა [?]
    #7 გუშინ, 22:35
    0
    ფლიკი უნდა გახდეს ბარსას ისტორიაში ერთ ერთი უძლიერესი ტაქტიკოსი და მოტივატორი.არამარტო ბარსას ისტორიაში
    --------------------
    ზ,კ.1988
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 გუშინ, 21:32
    0
    ციტატა: me da barca
    ციტატა: Albicelecte
    სამართლიანია ჰანსი და მერიტოკრატიას აწვება, ვინც საუკეტესო ფორმაშია და ვინც იმსახურებსმ, იმას ენდობა;
    ცდილობს ფეხბურთელებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში დაეხმაროს
    1. მოიყვანა მეკარე(არასანდო თანამემამულეს ნაცვლად);
    2. ერიკ გარსიას პროგრესი, სამ პოზიციაზე სერუიოზული ძალაა;
    3. არაუხოს დაბრუნება, ფსიქოლოგიურად აჭრილი, დემორალიზებული და მიზიკურად მონსტრი მცველი ამის ხელში ალბათ დაბრუნდება და კედლად ქცევის პოტენციალი აქვს;
    4. ფერანის გაცოცხლება, ვერ წარმოვუდგენდი 9-იანზე სკამიდან თუ ასე სასარგებლო გახდებოდა ეს ჩამოწერილი ბიჭი
    5. პროექტი "სალვადორ სელინსა" ანუ რაფინიას დაბრუნება და ახალი სუნთქვის გახსნა;
    6. პროექტი "ბებერი ხარი"; ნუ ხარი პირობითია, ზოდიაქიოთი და ისედაც ლომია ბევერი ლევანა, რომელიც ჰანსის ხელში ვერ ბერდება, ისევ სასარბენლოა და შედეგიანი
    7. პროექტი "აეროსტატი" ნიჭიერ, პერსპექტიულ და იმედისმომცემ რამდენიმე ფეხბურთელს შეელია, რათა შემადგენლობა არ დაემძიმებინა, გასახელი არ აერია და განვითარების შანსი არ შეეზღუდა, ასევე რამდენიმე ართუი ახალგაზრდაც... ასე, რომ ზედმეტის ტვირთისგან გათავისუფლება სიმაღლის აკრეფაში დაეხმარა
    8. ბაბუის ეფექტი - ლამინე, პაუ, მარკი... იქეთ მეორე მარკი, ფერმინი, გავი, პედრი, ბალდე, მარტინი, რუნი... გაუშვა ბავშვები და არის არხეინად, სირბილი იმათ არ ეზარებათ და ტექნიკა ლა მასიაში პრობლემა არაა
    მეზარება დამატება, კიდევ ბევრია დასაწერი

    P.S. კიდევ რომელ ლატენტურ თუ ღია Q20-ს გინდათ ჩემი დაბლოკვა საიტიდან? არ მოგერიდოთ, მითხარით

    მგონი ერიდებათ, პირდაპირ ვერ გეუბნებიან. საჩივარს, ,,დანოსს" გააშანშალებენ ალბათ ადმინთან. laughing
    სასაცილოა, როცა ზოგიერთი პირდაპირ ვერ ამბობს, რომ Q20-ა და იმას აწვება, რომ ეს სპორტული საიტია და აქ მარტო სპორტზე უნდა ვსაუბრობდეთ. smiley

    მე და შენ (ბოდიში რომ შენობით მიგმართავ) რომ მოგვინდომებს დაბლოკვას და აქედან გაძევებას რომელიღაც გუშინ ან გუშინწინ დარეგისტრირებული
    მერე ადმინს რომ მისწერენ, Q20-ები არ უყვართ მაგათ და აქედან გააგდეთო smiley innocent
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 გუშინ, 20:20
    1
    ციტატა: Albicelecte
    სამართლიანია ჰანსი და მერიტოკრატიას აწვება, ვინც საუკეტესო ფორმაშია და ვინც იმსახურებსმ, იმას ენდობა;
    ცდილობს ფეხბურთელებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში დაეხმაროს
    1. მოიყვანა მეკარე(არასანდო თანამემამულეს ნაცვლად);
    2. ერიკ გარსიას პროგრესი, სამ პოზიციაზე სერუიოზული ძალაა;
    3. არაუხოს დაბრუნება, ფსიქოლოგიურად აჭრილი, დემორალიზებული და მიზიკურად მონსტრი მცველი ამის ხელში ალბათ დაბრუნდება და კედლად ქცევის პოტენციალი აქვს;
    4. ფერანის გაცოცხლება, ვერ წარმოვუდგენდი 9-იანზე სკამიდან თუ ასე სასარგებლო გახდებოდა ეს ჩამოწერილი ბიჭი
    5. პროექტი "სალვადორ სელინსა" ანუ რაფინიას დაბრუნება და ახალი სუნთქვის გახსნა;
    6. პროექტი "ბებერი ხარი"; ნუ ხარი პირობითია, ზოდიაქიოთი და ისედაც ლომია ბევერი ლევანა, რომელიც ჰანსის ხელში ვერ ბერდება, ისევ სასარბენლოა და შედეგიანი
    7. პროექტი "აეროსტატი" ნიჭიერ, პერსპექტიულ და იმედისმომცემ რამდენიმე ფეხბურთელს შეელია, რათა შემადგენლობა არ დაემძიმებინა, გასახელი არ აერია და განვითარების შანსი არ შეეზღუდა, ასევე რამდენიმე ართუი ახალგაზრდაც... ასე, რომ ზედმეტის ტვირთისგან გათავისუფლება სიმაღლის აკრეფაში დაეხმარა
    8. ბაბუის ეფექტი - ლამინე, პაუ, მარკი... იქეთ მეორე მარკი, ფერმინი, გავი, პედრი, ბალდე, მარტინი, რუნი... გაუშვა ბავშვები და არის არხეინად, სირბილი იმათ არ ეზარებათ და ტექნიკა ლა მასიაში პრობლემა არაა
    მეზარება დამატება, კიდევ ბევრია დასაწერი

    P.S. კიდევ რომელ ლატენტურ თუ ღია Q20-ს გინდათ ჩემი დაბლოკვა საიტიდან? არ მოგერიდოთ, მითხარით

    მგონი ერიდებათ, პირდაპირ ვერ გეუბნებიან. საჩივარს, ,,დანოსს" გააშანშალებენ ალბათ ადმინთან. laughing
    სასაცილოა, როცა ზოგიერთი პირდაპირ ვერ ამბობს, რომ Q20-ა და იმას აწვება, რომ ეს სპორტული საიტია და აქ მარტო სპორტზე უნდა ვსაუბრობდეთ. smiley
    გულშემატკივარი [?]
    #4 გუშინ, 15:31
    2
    Lasha Tchelidze, კი მეც მაგას ვიძახი, ნორმალური ფინანსური მდგომარეობა და ცაცია კარგი მცველი გვჭირდება, ამ ლაპორტას და დეკუს ლანძღვა გინებით კიდე ბარსას არ ეშველება, თან ეხლა გავრცელდა სოც ქსელში, თუ ლაპორტა ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში ფლიკი არ დარჩება კლუბში რადგან თავს ლაპორტას პროექტის ნაწილად მიიჩნევა მიუხედავად იმისა რომ ფორტსაც სურს ფლიკთან თანამშრომლობა, იმედია ეს დალაგებული გუნდი თავიდან არ აირევა..გიენები არიან ჩასაფრწბულები თავიანთი მსაჯებით
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 გუშინ, 15:26
    5
    სამართლიანია ჰანსი და მერიტოკრატიას აწვება, ვინც საუკეტესო ფორმაშია და ვინც იმსახურებსმ, იმას ენდობა;
    ცდილობს ფეხბურთელებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში დაეხმაროს
    1. მოიყვანა მეკარე(არასანდო თანამემამულეს ნაცვლად);
    2. ერიკ გარსიას პროგრესი, სამ პოზიციაზე სერუიოზული ძალაა;
    3. არაუხოს დაბრუნება, ფსიქოლოგიურად აჭრილი, დემორალიზებული და მიზიკურად მონსტრი მცველი ამის ხელში ალბათ დაბრუნდება და კედლად ქცევის პოტენციალი აქვს;
    4. ფერანის გაცოცხლება, ვერ წარმოვუდგენდი 9-იანზე სკამიდან თუ ასე სასარგებლო გახდებოდა ეს ჩამოწერილი ბიჭი
    5. პროექტი "სალვადორ სელინსა" ანუ რაფინიას დაბრუნება და ახალი სუნთქვის გახსნა;
    6. პროექტი "ბებერი ხარი"; ნუ ხარი პირობითია, ზოდიაქიოთი და ისედაც ლომია ბევერი ლევანა, რომელიც ჰანსის ხელში ვერ ბერდება, ისევ სასარბენლოა და შედეგიანი
    7. პროექტი "აეროსტატი" ნიჭიერ, პერსპექტიულ და იმედისმომცემ რამდენიმე ფეხბურთელს შეელია, რათა შემადგენლობა არ დაემძიმებინა, გასახელი არ აერია და განვითარების შანსი არ შეეზღუდა, ასევე რამდენიმე ართუი ახალგაზრდაც... ასე, რომ ზედმეტის ტვირთისგან გათავისუფლება სიმაღლის აკრეფაში დაეხმარა
    8. ბაბუის ეფექტი - ლამინე, პაუ, მარკი... იქეთ მეორე მარკი, ფერმინი, გავი, პედრი, ბალდე, მარტინი, რუნი... გაუშვა ბავშვები და არის არხეინად, სირბილი იმათ არ ეზარებათ და ტექნიკა ლა მასიაში პრობლემა არაა
    მეზარება დამატება, კიდევ ბევრია დასაწერი

    P.S. კიდევ რომელ ლატენტურ თუ ღია Q20-ს გინდათ ჩემი დაბლოკვა საიტიდან? არ მოგერიდოთ, მითხარით
    გულშემატკივარი [?]
    #2 გუშინ, 14:38
    7
    ოდნავ კარგი ფინანსური მდგომარეობაა საჭირო და ფლიკი ზედიზედ ტრებლებს დაგვადებინებდა😀რაც მაგ კაცმა რაფინიას უქნა,რაშფორდი ისევ ფეხბურთელს დაამსგავსა,ერიკ გარსია,ბალდე,იამალი სხვა როლით,ლევანდოვსკი მეთქი წავა თქო და ისევ გოლებს იტანს,მაზილა ფერანი,ფერმინი რა დონეზე აიყვანა,დეიონგი,კასადო...პედრი ყოველთვის იყო კარგი,მაგრამ საერთოდ სხვა ლეველზეა ახლა,ჟოან გარსიაც ფლიკის გადაწყვეტილება იყო...ალბათ დედამიწაზე არააა სხვა მწვრთნელი ვინც ამის ნახევარ შედეგებს მაინც დადებდა,რასაც ჰანსი დებს მეორე სეზონია უკვე❤️კარგი ცაცია მცველი გვინდა და ფორვარდი და გუნდი იქნება იდეალური
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 გუშინ, 13:38
    1
    ატლეტიკო წვალობს, ერთი დღე ისედაც გვქონდა დასვენებისთვის და ახლა ატლეტიკო თავს იკლავს თამაშის გადასარჩენად. მოკლედ მაგარი დაღლილი შეგვხვდება ნახევარფინალში.