პერინი: "არ გამიკვირდება ლაპორტა კიდევ ერთხელ რომ გახდეს "ბარსას" პრეზიდენტი"

პერინი: "არ გამიკვირდება ლაპორტა კიდევ ერთხელ რომ გახდეს "ბარსას" პრეზიდენტი"

ესპანური "ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ალბერტ პერინმა განაცხადა, რომ მას არ გაუკვირება, თუ გუნდის ყოფილი პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა კვლავ შეეცდება "ლურჯ-ბროწეულისფერების" პრეზიდენტობას და მიიღებს მონაწილეობას უახლოეს არჩევნებში.

 

"არ გამიკვირდება, თუ ჟოანი კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კვლავ დააყენებს თავის კანდიდატურას. ასევე იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ეს მოხდება, გულშემატკივარი "კამპ-ნოუზე" აუცილებლად დაიწყებს მისი სახელის სკანდირებას. აუცილებელია ახლანდელმა ხელმძღვანელობამ მოუმატოს და უფრო მეტი კარგი რამ აკეთონ იქ მომუშავე პირებმა, რათა ამ ყველაფერს თავი აარიდონ." -ციტირებს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს მადრიდული გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ პერინი სწორედ ლაპორტას დროს მოუშაობდა "ბარსაში".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.