ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

ლაპორტა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს

"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხუან ლაპორტა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ გამორიცხავს.

"არ გამოვრიცხავ, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი კანდიდატურა წამოვაყენო. წარსულის გამოცდილება კარგი გვაქვს. "ბარსა" საუკეთესო გუნდი იყო, რომელსაც საუკეთესო მწვრთნელი ჰყავდა." - განაცხადა ლაპორტამ.

ხუან ლაპორტა "ბარსელონას" სათავეში 2003 წელს მივიდა, რის შემდეგაც კლუბმა აღმასვლა დაიწყო. კატალონიელებმა, ჯერ ფრანკ რაიკარდთან, შემდეგ კი პეპ გვარდიოლასთან ერთად, 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ესპანეთის თასი, უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.