მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალური ინფორმაცია ბალდეს ტრავმაზე

ოფიციალური ინფორმაცია ბალდეს ტრავმაზე

მოკლედ
ალეხანდრო ბალდეს მარჯვენა კოჭის მსუბუქი დაჭიმულობა დაუდგინდა. ესპანელი მცველის მონაწილეობა "დეპორტივოსთან" მატჩში საეჭვოა, თუმცა გამორიცხული არაა.

“ბარსელონას” 23 წლის მარცხენა მცველს, ალეხანდრო ბალდეს, მარჯვენა კოჭის მსუბუქი დაჭიმულობა დაუდგინდა.

ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, ბაქოში, “საბაჰთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. დღეს ბალდემ სამედიცინო გამოკვლევა გაიარა, რის შემდეგაც კატალონიურმა კლუბმა ტრავმის სიმძიმე ოფიციალურად დაადასტურა.

“ბარსელონაში” არ გამორიცხავენ, რომ ბალდემ კვირას, 29 ნოემბერს, “დეპორტივოსთან” გასამართ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს. ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება მისი გამოჯანმრთელების პროცესი უახლოეს დღეებში.

სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელის მდგომარეობას დააკვირდება, თუმცა ჰანსი ფლიკი გარისკვას არ აპირებს, მით უმეტეს, რომ გერმანელ სპეციალისტს დაცვის ხაზში რამდენიმე ფეხბურთელი უბრუნდება.

ორი მატჩის გამოტოვების შემდეგ პაუ კუბარსი სათამაშოდ მზად იქნება. კლუბში ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ანდრეას კრისტენსენის დაბრუნებასთან დაკავშირებითაც.

“დეპორტივოსა” და “ბარსელონას” შეხვედრა “რიასორზე” თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი