ალეხანდრო ბალდე “საბაჰთან” მატჩში ჰანსი ფლიკის მიერ შერჩეული სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთი სიურპრიზი იყო. 23 წლის მარცხენა მცველმა ჟოაუ კანსელუ ჩაანაცვლა და მწვრთნელისთვის საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დამტკიცების შანსი მიიღო.
Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს შეფასებით, ბალდემ ეს შესაძლებლობა კარგად გამოიყენა.
ფლიკის ტაქტიკური ჩანაფიქრის მიხედვით, ბალდეს შეტევების დროს მოედნის ცენტრისკენ უნდა შეეწია და იქ რიცხობრივი უპირატესობა შეექმნა, მარცხენა ფლანგზე სიგანეს კი ენტონი გორდონი უზრუნველყოფდა.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ბალდეს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მცველი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა. ის წარმატებით თანამშრომლობდა პედრისა და გორდონთან და ბურთით სწრაფი გადაადგილებით მეტოქის პრესინგის პირველი ხაზის გარღვევას ახერხებდა.
ბალდეს კარგი თამაშის დაგვირგვინება 55-ე წუთზე გაკეთებული საგოლე გადაცემა იყო. ესპანელმა ბურთი შორეულ ძელთან ჩააწოდა, კარიმ ადეიემიმ კი ერთი შეხებით გაიტანა და ანგარიში 3-0 გახადა.
საინტერესოა, რომ გოლის შემდეგ რამდენიმე თანაგუნდელი არა ადეიემისთან, არამედ ბალდესთან მივიდა და საგოლე გადაცემა მიულოცა. ფეხბურთელებმა ამ ჟესტით რთულ მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
სამწუხაროდ, საგოლე გადაცემიდან 2 წუთის შემდეგ ბალდე დაშავდა. მორიგი შეტევის დროს, კარში დარტყმის შემდეგ, მან კოჭის ტრავმა მიიღო.
ალეხანდრომ თამაშის გაგრძელება სცადა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ის მოედანზე ჟოაუ კანსელუმ შეცვალა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ბალდეს დაზიანება.




ბარსას დონე მთლად ვერ არის, ლა ლიგის ყველა საშუალო გუნდში მშვენივრად ითამაშებდა და რატომ არავის უნდა ვერ გავიგე.
მანჩესტერს ან ეგეთ ლოხ გუნდებს ეპლში 50 ში ზაპროსტად მივცემდით. რას ამწნილებენ ვერ გავიგე,უვარდება უფრო ფასი,თუ არ უნდოდა გაეშვა წელს და მოეყვანა ცენტრში ვინმე დონე.
კოჭი არ უნდა იყოს რაღაც კატასტროფა. იმედია 2 კვირაში მაინც დაბრუნდება თუ ბზარი არაა.
კაი რაა რა პონტია ისევ ტრამვა შუშა კი არა ხრუსტალია🫠