მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გავი: ჩემი მენტალიტეტი უნიკალურია

გავი: ჩემი მენტალიტეტი უნიკალურია

მოკლედ
"საბაჰთან" გამარჯვების შემდეგ გავიმ საკუთარ მენტალიტეტზე, გადატანილ სირთულეებზე, გუნდში არსებულ კონკურენციასა და "ბარსელონაში" მის როლზე ისაუბრა.

პაბლო პაეს გავირა, იგივე გავი, მიმდინარე სეზონში ძირითად შემადგენლობაში მესამედ მოხვდა და “საბაჰთან” გამართულ შეხვედრაში 86 წუთი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ანდალუსიელ ნახევარმცველს ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა, მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ თავს გუნდის მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს.

“ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და თითოეულს კარგად უნდა ესმოდეს თავისი როლი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ბევრი სათამაშო დრო არ მაქვს, თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად მივიჩნევ და გუნდს ყოველთვის უნდა დავეხმარო.”

გავიმ საკუთარ მენტალიტეტსა და წარსულში გადატანილ სირთულეებზეც ისაუბრა.

“შეიძლება, ჩემი მხრიდან ამის თქმა არ იყოს ლამაზი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემი მენტალიტეტი უნიკალურია. მიუხედავად მძიმე ტრავმებისა და წარსულში გამოვლილი რთული წლებისა, მაგალითად, როდესაც ლა მასიაში მარტო ვიყავი და არც მაშინ იყო ადვილი, სირთულეებს ყოველთვის დამოუკიდებლად, საკუთარი ძალებით ვუმკლავდებოდი.”

ესპანელმა ნახევარმცველმა გუნდში არსებულ კონკურენციაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საკუთარი თავი ვარსკვლავად არასდროს მიუჩნევია.

“გუნდში კონკურენციაა. ასე ხდება, როდესაც საუკეთესო კლუბში თამაშობ. ყველა კარგი ფეხბურთელია და მწვრთნელი მათ შესაბამის დროს აძლევს შანსს. არასდროს ვყოფილვარ ვარსკვლავი. გუნდური ფეხბურთელი ვარ, ყოველთვის ასეთი ვიყავი და მზად ვიქნები, როდესაც გუნდს დავჭირდები.”

“საბაჰთან” შეხვედრაზე საუბრისას გავის რთული პირობების მიუხედავად თავის მართლება არ უცდია.

“ხანგრძლივი მგზავრობის, სიცივისა და ოდნავ მშრალი მოედნის გამო თამაში მარტივი არ იყო, მაგრამ ასეთ პირობებსაც უნდა შევეჩვიოთ. ეს თავის გასამართლებელი მიზეზი არასდროსაა.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი