მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჯესი ბისივუს იჯარით დამატების 3 მსურველი გამოჩნდა

ჯესი ბისივუს იჯარით დამატების 3 მსურველი გამოჩნდა

მოკლედ
ჯესი ბისივუმ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბარსელონა იჯარით დატოვოს. 18 წლის ბელგიელი შემტევის დამატებით სამი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "აიაქსი" და "რეინჯერსი".

ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” გამართული მატჩის წინ ჰანსი ფლიკის განაცხადში ერთ-ერთი მოულოდნელი სახელი ჯესი ბისივუ იყო. 18 წლის ბელგიელი ოფიციალური შეხვედრისთვის პირველი გუნდის განაცხადში პირველად მოხვდა, თუმცა მოედანზე გასვლის შესაძლებლობა არ მიეცა.

Mundo Deportivo-ს ცნობით, ბელგიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” მზადაა, ახალგაზრდა შემტევის ზამთარში იჯარით გაშვების შესაძლებლობა განიხილოს, რათა ფეხბურთელმა მაღალ დონეზე მეტი სათამაშო დრო მიიღოს.

მიმდინარე სეზონში ბისივუმ “ბარსა ატლეტიკის” მაისურით 8 შეხვედრა ჩაატარა, ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა და საკუთარი ინდივიდუალური შესაძლებლობებიც გამოავლინა.

ბელგიური გამოცემა Walfoot-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის სეზონის ბოლომდე იჯარით დამატებით სამი კლუბია დაინტერესებული:

  • ამსტერდამის აიაქსი;
  • გლაზგოს რეინჯერსი;
  • საფრანგეთის ლიგა 1-ის ერთ-ერთი კლუბი, რომლის ვინაობაც არ სახელდება.

“აიაქსის” სპორტულ დირექტორ ჟორდი კრუიფთან “ბარსელონას” კარგმა ურთიერთობამ შესაძლოა შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყოს.

შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს კატალონიურმა კლუბმა ბისივუს “ბრიუგედან” ტრანსფერში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა. “ბარსელონაში” ახალგაზრდა ფეხბურთელის პოტენციალს ძალიან მაღალ შეფასებას აძლევენ და იმედოვნებენ, რომ მომდევნო წლებში იგი საკუთარ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი