მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დამბრაუსკასი: წარმომიდგენია, რამდენად გაუჭირდათ ჩემს ფეხბურთელებს

დამბრაუსკასი: წარმომიდგენია, რამდენად გაუჭირდათ ჩემს ფეხბურთელებს

მოკლედ
"საბაჰის" მთავარმა მწვრთნელმა ვალდას დამბრაუსკასმა "ბარსელონასთან" 1-4 მარცხის შემდეგ კატალონიელთა უპირატესობა აღიარა და საკუთარი ფეხბურთელების თამაშით სიამაყე გამოხატა.

აზერბაიჯანული “საბაჰის” ლიეტუველმა მთავარმა მწვრთნელმა ვალდას დამბრაუსკასმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონასთან” 1-4 მარცხის შემდეგ კატალონიური გუნდის უპირატესობა აღიარა.

“მოედნის კიდესთან ვდგავარ და სათამაშო მოედანთან ყველაზე ახლოს ვარ. ვხედავდი, როგორ აკეთებდნენ გადაცემებს და რა სისწრაფით მოძრაობდა ბურთი. წარმომედგინა, რამდენად უჭირდათ ჩემს ფეხბურთელებს მოედანზე და რამდენ ენერგიას ხარჯავდნენ თავისუფალი სივრცეების დასაკეტად და მეტოქეებთან გასამკლავებლად.”

დამბრაუსკასმა აღნიშნა, რომ მატჩის დასაწყისში მისი ფეხბურთელები საკუთარი სათამაშო სტილის დამკვიდრებას ცდილობდნენ, თუმცა მეტოქის თამაშის მაღალი ინტენსივობის გამო მათ ტემპის შენარჩუნება 90 წუთის განმავლობაში ვერ შეძლეს.

“ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ყველაფერი უნდა გაგვეღო და შესაძლოა, ცოტა მეტიც, მაგრამ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ესეც შეიძლება საკმარისი არ ყოფილიყო. ჩემს ფეხბურთელებს მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო. ძალიან ვამაყობ მათით.

ჩვენმა სათამაშო გეგმამ საკმაოდ კარგად იმუშავა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ მეორე ნახევარში 10 წუთის განმავლობაში 3 გოლი გავუშვით, რამაც მდგომარეობა ძალიან გაგვირთულა. ამის მიუხედავად, არ დავნებებულვართ. ვულოცავ “ბარსელონას”. დადებით მხარეებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება და წინსვლა განვაგრძოთ.”

ლიეტუველმა სპეციალისტმა ასეთი შეხვედრების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

“ფეხბურთელებისთვის სწორედ ესაა ის, რისი გაკეთებაც ყოველკვირეულად გვინდა – სავსე სტადიონზე, მრავალრიცხოვანი გულშემატკივრის წინაშე თამაში. ასეთი მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია. მესმის, რომ დღეს ხალხის უმეტესობა “ბარსელონას” სანახავად მოვიდა, ამიტომ ვფიქრობ, ასეთი თამაშით კმაყოფილები უნდა იყვნენ.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 26 ნოე 2026, 16:37

    ვისაც არ გინდა კითხო პრემიერ ლიგა არის ნ1 რითი? გადახედეთ ცხრილს ვინ იკავებს მოწინავე პოზიციებს ცალკე უეფა ერთი პერიოდი ესპანეთის იყო სულ.ფულის გარდა არაფერი ჩემპიონატი არაა ძველი სერია ა რომ იყო იმის ნახევარსაც ვერ დებენ