მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა ცდილობს, ფერმინმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშოს

ბარსელონა ცდილობს, ფერმინმა ატლეტიკოს წინააღმდეგ ითამაშოს

მოკლედ
"ბარსელონა" ფერმინ ლოპესის ორმატჩიანი დისკვალიფიკაციის შემცირებას აღარ ითხოვს. კატალონიური კლუბი ცდილობს, ფეხბურთელმა სასჯელი "დეპორტივოსა" და "სელტასთან" შეხვედრებში მოიხადოს და "ატლეტიკოს" წინააღმდეგ ითამაშოს.

“ბარსელონა” ფერმინ ლოპესის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტს მიმართავს. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ჟოან პოკის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი სასჯელის ხანგრძლივობას აღარ გაასაჩივრებს და მხოლოდ იმ მატჩების შეცვლას მოითხოვს, რომლებშიც ფეხბურთელმა დისკვალიფიკაცია უნდა მოიხადოს.

“ბარსელონას” არგუმენტი ისაა, რომ 2 დეკემბერს “ატლეტიკოსთან” გასამართი შეხვედრა ლა ლიგის 23-ე ტურის ეგიდით ტარდება და ესპანეთის სუპერ თასის თებერვალში ჩატარების გამო გადმოიწია.

კატალონიური კლუბის პოზიციით, ფერმინმა სასჯელი კალენდრით გათვალისწინებული მომდევნო ორი ტურის შეხვედრებში უნდა მოიხადოს.

თუ სააპელაციო კომიტეტი “ბარსელონას” მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ესპანელი ნახევარმცველი მე-14 ტურში “დეპორტივოსთან” და მე-15 ტურში, 5 დეკემბერს, “სელტასთან” ვერ ითამაშებს, “ატლეტიკოსთან” შეხვედრაში კი ჰანსი ფლიკის განკარგულებაში იქნება.

შეგახსენებთ, რომ ფერმინ ლოპესმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია “ვილიარეალთან” შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათის გამო მიიღო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • Don_Andresito
    Don_Andresito ლეგენდა
    schedule 26 ნოე 2026, 14:07

    სისულელეა. ეგ რო დაგვიკმაყოფილონ კიდეც პერესის მთელი მოდგმა კიდევ 60 000 იან საჩივრების გვერდს მოამზადებს. როდრი ხო ბრუნდება? ხოდა დააყენოს პედრი როდრი ფრენკი და სულ არ გვინდა ფერმინი. თან ძაან რაღაცნაირ ფორმაშია. მოედანზე უამრავ შეცდომას უშვებს, უამრავ არაზუსტ პასს აკეთებს მარა გოლები მაინც გააქვს. აქ ერთ რამეს მივხვდი, იმიტო კი არაა ესეთი შედეგიანი რო ტოპ ფეხბურთელია (ძალიან მაგარი ბიჭია და მაგრადაც მიყვარს) უბრალოდ სათამაშო სტილი გვაქვს ესეთი, ძაან შემტევი ნომინალური 9 ის გარეშე და უთვალავი მომენტი ექნება. ქიმიაც აქვს იამალთან. წარმომიდგენია მაგ პოზიციაზე ბარსაში პასი რო თამაშობდეს ბელინგემზე ლაპარაკიც აღარ მაქვს სეზონში 25 გოლზე ავა. ბარსას აღზრდილი ფეხბურთელისთვის მეტისმეტად ბევრი წუნი აქვს ფერმინს

    • ☠️•Spooky•☠️
      ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
      schedule 26 ნოე 2026, 15:58

      გეთანხმები 100%-ით. ლარგი ბიჭია,ამ სტილის მებრძოლი რიკაშეტი უნდა გვყავდეს სკამზე მაგრამ იმენა ჩვენი კაცი მაინც ვერაა რა. ოლმო ბევრად მირჩევნია,თუნდაც ნაკლები შედეგიანობის ხარჯზე,მაგას რო ტრავმები არ აწუხებდეს ჩემთვის საუკეთესო ფლეიმეიქერია დღეს. მომავლისთვის ასე 3-4 წელში კიდე ძირითადისთვის ნიკოზე უნდა გაიწიონ. იყოს ფერმინაც გუნდში და ოლმო კი იქნება 32 ის და დაგვემშვიდობებოდა.ფაბრე თუ მოვიდა მაგ ბიჭის მოყვანა არც ისე დიდი პრობლემა იქნება,იქ მესი დაებაზრება და ეგაა. მთავარია განაგრძოს ასე თამაში და დიდ გუნდში არ ჩაქრეს.ბელინგემს ახლაც ჯიბეში ისვამს მე რო მკითხოს კაცმა,გინდ ინტელექტით გინდ კლასით.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 26 ნოე 2026, 13:07

    რიჟა ბაზარია,
    უბრალოდ უნდა გამოვიდეთ და გადავირტყათ ეგ ჟანგიანი ნაჯახები

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 26 ნოე 2026, 12:35

    ტყუილად იღლიან თავს სადაც ლევანამ ცხვირზე მიიდო ხელი და 3 4 თამაშით დასაჯეს იქ ფერმინს ვინ შეუმცირებს ან რა თქვა ესეთი😀