მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 21:45

საბაჰი

საბაჰი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ვინ შეცვლის იამალს? ფლიკის სამი ალტერნატივა

ვინ შეცვლის იამალს? ფლიკის სამი ალტერნატივა

მატჩის დრო: 25 ნოემბერი, 21:45
მოკლედ
ლამინ იამალის არყოფნაში ჰანსი ფლიკს მარჯვენა ფლანგზე რამდენიმე არჩევანი აქვს. მიმდინარე სეზონში გერმანელი სპეციალისტი ამ პოზიციაზე ყველაზე ხშირად რაფინიას, ფერმინ ლოპესსა და კარიმ ადეიემის იყენებდა.

“ბარსელონას” 19 წლის ვარსკვლავი ლამინ იამალი ჩემპიონთა ლიგაზე “საბაჰთან” გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. Mundo Deportivo-მ გააანალიზა, ვის ანდობდა ჰანსი ფლიკი მიმდინარე სეზონში მარჯვენა ფლანგს იამალის შეცვლის შემდეგ.

2026/27 წლების სეზონში ფლიკმა ლამინი ოთხჯერ შეცვალა, ოთხივეჯერ ლა ლიგაში.

“ელჩესთან” სეზონის პირველ შეხვედრაში (5-0) იამალისა და კარიმ ადეიემის ნაცვლად მოედანზე დანი ოლმო და ენტონი გორდონი შევიდნენ. გორდონმა მარცხენა ფლანგი დაიკავა, ფერმინ ლოპესმა კი მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა. მე-80 წუთზე რაფინიას ნაცვლად ჟოაუ კანსელუ ჩაერთო თამაშში და მარჯვენა შემტევის ფუნქცია პორტუგალიელმა შეითავსა.

“ლევანტესთან” (4-2) ფლიკმა 66-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა, რის შემდეგაც ფერმინმა ცენტრფორვარდის პოზიციაზე გადაინაცვლა, ოლმომ მის უკან ითამაშა, რაფინიამ კი შეხვედრა მარჯვენა ფლანგზე დაასრულა.

“ბეტისთან” (5-2) იამალი 70-ე წუთზე პირდაპირ რაფინიამ შეცვალა, შეტევის ცენტრში კი გაბრიელ ჟეზუსი თამაშობდა. ერიკ გარსიას ტრავმის გამო ათი ფეხბურთელით დარჩენილ კატალონიელებს მატჩის ბოლო წუთებში მარჯვენა ფლანგზე მუდმივად არცერთი მოთამაშე არ ჰყოლიათ, თუმცა ამ ზონაში პერიოდულად დანი ოლმო ჩნდებოდა.

“ალავესთან” (6-1) იამალის ნაცვლად 74-ე წუთზე მოედანზე ენტონი გორდონი შევიდა. ინგლისელმა მარცხენა ფლანგზე ითამაშა, მარჯვნივ კი ადეიემიმ გადაინაცვლა.

ამ გამოცდილების გათვალისწინებით, “საბაჰთან” შეხვედრაში იამალის შემცვლელად სამი მთავარი კანდიდატი ფერმინი, ადეიემი და რაფინია არიან. თუ ფლიკი არჩევანს ბრაზილიელზე შეაჩერებს, შეტევის ცენტრში, სავარაუდოდ, გაბრიელ ჟეზუსს ვიხილავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Ronaldinio
    Ronaldinio ახალბედა
    schedule 25 ნოე 2026, 13:54

    ერთადერთი ფეხბურთელია ბელინგემი ვისაც ჩვენთან წამოვიყვანდი რეალიდან ძალიან მაგარია

  • cruyff9
    cruyff9 ლეგენდა
    schedule 25 ნოე 2026, 12:21

    აუ ბელინგემზე რა პიარი მოდის იმენა რა😂😂მე მაგ პროფილის ნახევარმცველები არ მევასება და შემტევად ვარგა კიბატონო😅😅აეხა ვხვდები ზიდანიც რო ეგრე იყო გაპიარებული და ჩემს გრძელს ჯობს ინიესტას!!!!ისევე როგორც ეგ აყლაყუდა ვერ ჯობს პედრის!!

    • nika 54
      nika 54 ლეგენდა
      schedule 25 ნოე 2026, 12:29

      ზეიმი აქვთ რემონტადა გავაკეთეთო, ეს მგონი პირველი 5 გოლია ბოლო 3 წელში და ლამის გაგიჟდნენ.

    • iniesta888
      iniesta888 გულშემატკივარი
      schedule 25 ნოე 2026, 15:56

      არც ზიდანი ჯობია ინიესტას და არც პირიქით, გემოვნების ამბავია

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 25 ნოე 2026, 17:24

      100% ით ძმაო, ცარიელი რეკლამაა ეგ ყველაფერი. რეკლამის ხარჯზე ჩანდნენ რეალის ფეხბურთელები სხვებზე მეტნი თორე მოედანზე საერთოდ სხვა რამ ხდებოდა. ზიდანი ძალიან მევასებოდა და ძაან დონე იყო კიი მარა უფრო რეკლამის ხარჯზე. ჯერ იყო და 98 წლის ფინალზე გააღმერთეს იმ სექტამ რომელსაც ეგ თამაში და საერთოდ ეგ ტურნირი არ უნახავს. არაფერი ტურნირი არ ქონია და ფინალში დუბლით დაიწყო მაგის პიარი. მერე რეალში პერესმა გააგრძელა, 3-4 კომპანია მუშაობდა ზიდანის იმიჯზე. ტიპს 2003 წლიდან 2006 წლამდე საშინელი კრიზისი ქონდა, ლა ლიგის თამაშებს აგდებდა, ლიგიდან 1/8 ფინალში ვარდებოდა და კატასტროფა იყო მოედანზე. რონალდინიოს გამოჩენამ საერთოდ გააქრო, მარა მერე იმ პიარკამპანიამ რომელსაც მილიონებს უხდიდნენ ურჩიეს შედარებით მოკლე ტურნირისთვის მსოფლიოსთვის მომზადებულიყო, კარგი 5 თამაში ჩაეტარებინა და წასულიყო ფეხბურთიდან რო კარგად დაემახსოვრებინათ. და ეგრეც გააკეთა. როცა რონალდინიო სრულიად პირიქით მოიქცა, კარიერის ბოლო დროს ტარებაში გახარჯა. ინიესტა კიდე ტოპ თამაშების მამა იყო, ტრამვები თუ არ ქონდა სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშობდა და საერთოდ არაფრით ნაკლები არაა ზიდანზე. გვარდიოლას შეფასებას გავიმეორებ რაც ინიესტაზე თქვა, ის არ იქცევს პრესის ყურადღებას, არ იკეთებს ტატუებს, არ იღებავს თმებს და პრესისთვის არაა საინტერესოო. არ იხდიდა ფულს პიარში და არც ვინმესთვის თავის ჩარტყმით იწევდა მარკებს. მეც პირადად ინიესტა მირჩევნია ყველა ნახევარმცველს ვინც მინახავს. თორე ისე კიი გემოვნების საკითხდია, ვიღაცას ზიდანი ურჩევნია (ძირითადად გაუნათლებელ სექტას რომელსაც მარტო 2006 წლის ბრაზილიასთან მომენტები აქვს ნანახი) ვიღაცას ხავი და ვიღაცას სკოულზი. ჩესნად რო გითხრა ზიდანზე წინ მე მოდრიჩსაც ვაყენებ. ეგ კაცი იყო და არის პროფესიონალიზმის მაგალითი და ამდენი სეზონი არ ჩაუგდია რამდენიც ზიდანმა ჩააგდო. უბრალოდ ყველა ჩაგდებულ თამაშში ერთი ჰაილაითს დებდა და მერე მაგას ჭრიდნენ და აუუ ზიდანიიი კიოდნენ სექტა მადრიდისტები. ეგრეა ბელინგემიც. ძაან კარგი საყურებელია მაგისი თამაში მარა იმის ნახევარს არ აკეთებს რასაც პედრი. პედრი თამაშს ქმნის, ბურთი ამოაქ, ართმევებს აკეთებს, ზონებს შორის პასებს ჭრის, ტემპს აკონტროლებს. მაგის დანახვას ცოდნა უნდა. ბელინგემს ეგ ყველაფერი არ შეუძლია მარა მერე ერთ ბენგერს გაიტანს ან ბურთს გადაატარებს ფეხებს და ექსტაზში ვარდებიან სექტა ფანები. ჯუდზე 100 ჯერ სასარგებლო კროოსი იყო მარა არ მახსოვს კროოსზე ესე ელაპარაკათ იმიტო რო შეუმჩნეველი გენიოსი იყო მოედანზე. ზუსტად ტონის წასვლის მერე ვეღარ იგებენ ტიტულებს. ბარსასთან ბელინგემმა იმენა ჩააგდო თამაში, 2 ჯერ გავიდა 1-1 ზე და პასი ვერ გააკეთა, ბურთი დაკარგა ცენტრში 4-5 ჯერ. მერე ფეხები გადაატარა ბურთს და ეგ პასი ჯესუს უნდა ჩაეჭრა ქათამი რო არ იყოს. გავიდა გოლი და გააღმერთეს. აწი რომც მოისაქმოს მოედანზე მივარდებიან და დასუნავენ ტიპები და შანელიაო იტყვიან. გაუმარჯოს ღმერთმა კარგი საყურებელი ფეხბურთელია მარა პედრის ფასი მოედანზე სხვაა.