ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “ბარსელონამ” ბაქოში “საბაჰი” ანგარიშით 4-1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ჰანსი ფლიკი შედეგით უფრო კმაყოფილი იყო, ვიდრე გუნდის თამაშით. გერმანელმა სპეციალისტმა პირველ ტაიმში დაშვებულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება და მეორე ნახევარში თამაშის ინტენსივობის გაზრდა დადებითად შეაფასა.
როტაცია და გუნდის თამაში
ფეხბურთელებისთვის, რომლებიც რეგულარულად არ თამაშობენ, მარტივი არ ყოფილა. მეტოქეს დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ერთადერთი უარყოფითი მხარე გაშვებული გოლის დროს დაშვებული შეცდომებია. ასე თამაში არ გვინდა. მეორე ტაიმი უფრო მომეწონა ინტენსივობისა და გოლების გამო.
პედრისა და დანი ოლმოს შეცვლა
ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი. პედრის 45 წუთი უნდა ეთამაშა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართებოდა შეხვედრა. შესვენებაზე ოლმო უნდა შემოსულიყო და მასაც მხოლოდ ერთი ტაიმი ეთამაშა.
ფლიკმა აღნიშნა, რომ ორივე ფეხბურთელისა და მთლიანად გუნდის თამაშით, ინდივიდუალური შეცდომების მიუხედავად, ძალიან კმაყოფილია.
რა თქმა უნდა, უკეთ თამაში შეგვიძლია, მაგრამ კმაყოფილი ვარ.
ალეხანდრო ბალდეს თამაში და ტრავმა
ბალდე მიმდინარე სეზონში პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, თუმცა ესპანელ მცველს მოედნის დატოვება ტრავმის გამო მოუწია. ფეხბურთელს დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები ბარსელონაში ჩაუტარდება.
ჯერ არ ვიცით, როგორია მისი მდგომარეობა. ხვალამდე უნდა მოვიცადოთ. ბალდესთვის მარტივი არაა, როდესაც ცოტა სათამაშო დრო აქვს და შემდეგ ასეთ მატჩში უწევს თამაში. მან კარგად იმუშავა.
გაბრიელ ჟეზუსი
მისთვის მარტივი არაა, როდესაც კონკურენციას რაფინიას უწევს. გაბრიელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვარჯიშებზე ყოველთვის კონცენტრირებულია, მომწონს მისი ხარისხი და ყოველთვის პოზიტიურადაა განწყობილი. მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ზოგჯერ შესაძლოა ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდეს.
ფლიკმა ჟეზუსის მიერ მცირე სათამაშო დროის მიუხედავად 5 გოლის გატანას ფანტასტიკური შედეგი უწოდა.
წლის ბოლომდე კიდევ 7 თამაში დაგვრჩა და მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა, რომლებიც შედარებით ნაკლებს თამაშობენ, თავი კარგად წარმოაჩინონ.
ბაქო და მეტოქის შეფასება
სიმართლე რომ გითხრათ, მხოლოდ სასტუმრო ვნახე, მაგრამ აქ ძალიან კეთილგანწყობილი ხალხია. ბაქოში მესამედ ვარ. აქ ნაკრებთან ერთადაც ჩამოვსულვარ. ვხედავ პროგრესს და იმას, თუ როგორ განვითარდა ყველაფერი. გარდა ამისა, “საბაჰი” ჩემპიონთა ლიგაზე, მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირზე თამაშობს. ისინი კარგად მუშაობენ, მათ მწვრთნელს კი გაბედული საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. გარკვეულ მომენტებში გაგვიჭირდა.




გასაგებია ფეხბურთელების დაზოგვა უნდოდა რთული კალენდრის გამო, მაგრამ არც ასე თამაში არ შეიძლება. მეტოქეს პირველ ტაიმში მუხლები უკანკალებდა, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ფლიკს ღია კარის დღე ქონდა და კომბინაციების დალაგებაც დაიწყეს ჩვენ საჯარიმოში. ეგ კი არა დაწეულ დაცვასაც უპოვეს გასაღები და რამდენჯერ სცადეს და გამოუვიდათ კიდეც მეკარესთან მარტო დარჩენა. ეს რო ასე გვიშვრება ატლეტიკო და რეალი რას გვიზამენ. ლიგაზე აღარც ვლაპარაკობ.
არადა მაგრად მაინტერესებს დაწეული დაცვით თამაში უბრალოდ არ შეუძლია თუ არ უნდა. აგერ არსენალი თამაშობს, პსჟ ეც როცა საჭიროა და არც პრესინგს აკლდება რამეს და არც არაფერს. არსენალი კარგი მარა ლუის ენრიკეს თუ შეუძლია ბაიერნს ისე ჩაუკეტოს თამაში რო ოლისე კეინ დიასს ბურთი არ დაანახოს, უკნიდან ეთამაშოს დაწეული დაცვით, იგივეს ფლიკი რატო არ აკეთებს ხანდახან მაინც? გასაგებია ჰაკიმის და მენდეშის დონის მცველები არ გვყავს მარა კუნდე არაუხო კრისტიანსენი ბალდეთი ხავი გოლს არ უშვებდა. მარტინი კიდე ფლიკის გაცენტრალურმცველებული კაცია და სხვას ვერავის დააბრალებს ვერაფერს როცა ბასტონი დაიწუნა მარტინის გამო. მახსოვს ბენფიკასთან 1/8 ფინალში კუბარსი რო გაგვიგდეს უკან ჩაჯდა გუნდი, მაგრად დაუდგა და მომენტი არ შეაქმნევინა ბენფიკას, მხოლოდ ნახევარმომენტები და 0-1 იც მოვუგეთ. რატო არ შეიძლება ასე თამაში თუნდაც ატლეტიკოსთან რომელსაც თუ არ გაუხსენი ზონები გოლს ისე ვერ გაგიტანს? შარშან 2 ტურნირიდან გამოგვაგდო ზუსტად ფლიკის გაშლილი (ფეხების) სტილის გამო
კმაყოფილი რითი ხარ ვერ გავიგე. სოფლის გუნდი გიტანს გოლს და გიქმნის მომენტებს. ტაქტიკური მონახაზი არ გაგაჩნია. ბოლო ორი თამაში ითამაშე ერთი ცენტრალური მცველით და ისიც მოედნის ცენტრში გყავს აწეული. ინტერის მერე ჭკუა რატო ვერ ისწავლა ამ კაცმა ვერ გავიგე. გრანდებთან მაინც დააყენოს წესიერად ეს დაცვა. ჯერ რა მცველები გვყავს და ესკიდევ ფსიქოლოგიურად დედებსუხნავს.