მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 21:45

საბაჰი

საბაჰი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
საბაჰის მწვრთნელი: ბარსელონასთან სათამაშოდ ფეხბურთელებს მოტივაცია არ სჭირდებათ

საბაჰის მწვრთნელი: ბარსელონასთან სათამაშოდ ფეხბურთელებს მოტივაცია არ სჭირდებათ

მატჩის დრო: 25 ნოემბერი, 21:45
მოკლედ
"საბაჰის" მთავარი მწვრთნელი ვალდას დამბრაუსკასი "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ აცხადებს, რომ მისმა გუნდმა მეტოქის მიმართ შიში არ უნდა გამოავლინოს და ისტორიული შესაძლებლობით უნდა ისარგებლოს. ლიეტუველმა სპეციალისტმა ლამინ იამალის არყოფნაზეც ისაუბრა.

“საბაჰის” მთავარი მწვრთნელი ვალდას დამბრაუსკასი მიიჩნევს, რომ “ბარსელონასთან” დადებითი შედეგის მისაღწევად შესაძლოა ფეხბურთელების შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენაც კი საკმარისი არ აღმოჩნდეს. ლიეტუველი სპეციალისტი საკუთარი გუნდის შესაძლებლობებს კარგად აცნობიერებს, თუმცა მიაჩნია, რომ მისმა ფეხბურთელებმა მეტოქის მიმართ შიში არ უნდა გამოავლინონ.

დამბრაუსკასმა ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე შემდეგი კომენტარები გააკეთა:

ბარსელონასთან დაპირისპირება

“მატჩით სიამოვნება უნდა მივიღოთ. ვიცით, რომ ბევრ გუნდს არ ეძლევა ესპანეთის ჩემპიონთან თამაშის შესაძლებლობა, მწვრთნელისთვის კი მსოფლიოს საუკეთესო გუნდთან დაპირისპირება იშვიათი მოვლენაა. უნდა გვჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების და ერთმანეთს უნდა ვენდობოდეთ. შიში არ უნდა გამოვავლინოთ, რადგან ეს ჩვენთვის შესაძლებლობაა”.

ლამინ იამალის არყოფნა

“გული მწყდება “საბაჰის” გულშემატკივრების გამო. ლამინი მსოფლიო ფეხბურთის სიმბოლო და ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველა მატჩში თამაში შეუძლებელია.

“ბარსელონას” მწვრთნელისთვის ეს პრობლემა არ არის, რადგან მას ფართო შემადგენლობა ჰყავს მსოფლიო ვარსკვლავებით, ესპანეთის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებით. მას ბევრი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ლამინის შეცვლა შეუძლიათ. რა თქმა უნდა, გსურს, საუკეთესოებს დაუპირისპირდე, მაგრამ თითოეული მათგანი დიდი ვარსკვლავია”.

ფეხბურთელების მოტივაცია

“თუ “ბარსელონასთან” სათამაშოდ ფეხბურთელების მოტივირება გჭირდება, ესე იგი, გუნდში არასწორი ფეხბურთელები გყავს. ვის სჭირდება დამატებითი მოტივაცია ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოდ? მწვრთნელებისთვის ასეთი მატჩებისთვის მომზადება ყველაზე მარტივია. ყველა ჯანმრთელია, ყველა კარგ ფორმაშია, ყველას თამაში სურს… “ბარსელონასთან”, “მანჩესტერ იუნაიტედთან”, “რეალ მადრიდთან” დაპირისპირების წინ მწვრთნელის საქმე ყველაზე მარტივია”.

მატჩის მნიშვნელობა

“ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი არ არის, რადგან ბევრი ისეთი თამაში არსებობს, რომელშიც წინსვლისთვის აუცილებლად უნდა გაიმარჯვო. ამ მატჩში ჩვენგან არაფერს ელიან. უბრალოდ, თამაშით სიამოვნება უნდა მივიღოთ და მაქსიმალურად კარგად ვითამაშოთ.

შესაძლოა, მაქსიმუმის გაკეთებაც კი საკმარისი არ აღმოჩნდეს. საკუთარი ძალების, შესაძლებლობებისა და რწმენის ფარგლებს უნდა გავცდეთ”.

დამბრაუსკასის თქმით, “ბარსელონას” კარში გოლის გატანა მისი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 25 ნოე 2026, 12:52

    ისტორიის დაწერას აპირებს? დაერხა ლივაკოვიჩს.