მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ენტონი გორდონი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია

ენტონი გორდონი ჩემპიონთა ლიგის ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია

მოკლედ
UEFA-მ ენტონი გორდონი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის საუკეთესო ფეხბურთელობის ოთხ კანდიდატს შორის დაასახელა. ინგლისელის კონკურენტები კილიან მბაპე, კუჩო ერნანდესი და ანტონიო ნუსა არიან.

ენტონი გორდონი ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში “ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი გმირი იყო. ინგლისელმა შემტევმა “საბაჰთან” სტუმრად 4-1 მოგებულ შეხვედრაში კატალონიელთა პირველი ორი გოლი გაიტანა.

გორდონი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, UEFA-მ კი ის ტურის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს ოთხ კანდიდატს შორის შეიყვანა.

ინგლისელის კონკურენტები არიან:

  • კილიან მბაპე (რეალ მადრიდი) – დუბლი პსვ-სთან;
  • კუჩო ერნანდესი (ბეტისი) – დუბლი ბრატისლავის სლოვანთან;
  • ანტონიო ნუსა (ლაიფციგი) – დუბლი ლანსთან.

გამარჯვებულს გულშემატკივრები UEFA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ხმის მიცემით გამოავლენენ.

გორდონს ბაქოში თამაში განსაკუთრებით კარგად გამოსდის. გასულ სეზონში ინგლისელმა “ნიუკასლის” მაისურით “ყარაბაღს” ოთხი გოლი გაუტანა. “საბაჰთან” შესრულებული დუბლის შემდეგ კი სოციალურ ქსელში დაწერა:

“ბაქო მომწონს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Rivaldo80
    Rivaldo80 ვეტერანი
    schedule 26 ნოე 2026, 17:16

    გორდონს რატო აკრიტიკებენ ეგეც გაუგებარია თავის საქმეს აკეთებს გოლეადორი და ნეიმარი არადროს ყოფილა და არც იქნება.

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 ნოე 2026, 15:00

    საზიზღარი თამაში იყო, სეტიენის ბარსა გამახსენა, ფერმინმა კიდევ წაუყლევა და მაგრად გადავრჩით თუმცა არც კუნდე აკლებს. გავი კი გასაყიდია, თუ ვინმე წაიყვანს. როგორც კუკურელია არ იყო ბარსას ღირსი მე მგონი გავიც უახლოვდებამაგ ნიშნულს.