მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გაბრიელ ჟეზუსი: უკეთ თამაში შემიძლია

გაბრიელ ჟეზუსი: უკეთ თამაში შემიძლია

მოკლედ
"ბარსელონას" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა "საბაჰთან" გამარჯვების შემდეგ საკუთარ თამაშზე, სათამაშო დროის ნაკლებობასა და რაფინიასთან კონკურენციაზე ისაუბრა.

“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგაზე ბაქოში “საბაჰი” ანგარიშით 4-1 დაამარცხა და შინ 3 ქულით ბრუნდება. კატალონიური გუნდის ისტორიაში ყველაზე შორეულ ევროპულ გასვლით მატჩში ენტონი გორდონმა, კარიმ ადეიემიმ და გაბრიელ ჟეზუსმა ჰანსი ფლიკის მიერ მიცემული შანსით ისარგებლეს და გოლები გაიტანეს.

მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა Movistar-თან ისაუბრა. ჟეზუსი გატანილი გოლით კმაყოფილია, თუმცა აღიარებს, რომ უკეთ თამაში შეუძლია.

“ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით ისეთი გუნდების წინააღმდეგ, რომლებსაც “ბარსელონასთან” დაპირისპირება დამატებით მოტივაციას აძლევს. აქ თამაში ადვილი არაა. ამას ემატება შემადგენლობაში ცვლილებები და იმ ფეხბურთელების თამაში, რომლებსაც რეგულარულად არ უწევთ მოედანზე გასვლა. ეს ყველასთვის რთულია. გავიმარჯვეთ და გატანილი გოლით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა საკუთარი თამაშით – არც ისე. მე ცხრიანი ვარ, ყოველთვის მიყვარს გოლების გატანა და იმედი მაქვს, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებ.”

“ბარსელონას” მატჩის დასაწყისში გაუჭირდა, რაც ჟეზუსმა ფეხბურთელების სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობითაც ახსნა.

“როდესაც იმ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობ, რომლებსაც ბევრი სათამაშო დრო არ აქვთ, მატჩის დროს გამოსავლის პოვნა უფრო რთულია. დასაწყისში გაგვიჭირდა, თუმცა მეტოქეს დიდი პატივისცემით მოვეკიდეთ. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ეს კი თამაშის ნაწილია.”

“არსენალის” ყოფილმა თავდამსხმელმა გუნდში საკუთარ მდგომარეობასა და რაფინიასთან კონკურენციაზეც ისაუბრა.

“ჩვენ “ბარსელონაში” იმისთვის ვართ, რომ გუნდი უკეთესი გავხადოთ. პირადად მე მესმის ჩემი მდგომარეობა და ვცდილობ, მას შევეგუო. ვარჯიში და უთამაშებლობა რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ხალხი შეიძლება სხვაგვარად ფიქრობდეს. ყოველთვის მინდა თამაში, მაგრამ რაფინია შესანიშნავ ფორმაშია და ვერაფერს ვიტყვი. მხოლოდ საკუთარი შანსის მოლოდინი დამრჩენია.”

საუბრის ბოლოს ჟეზუსი კვლავ გუნდში საკუთარ როლს შეეხო.

“გოლის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის გაკეთება ყოველთვის მსურს. მე “ბარსელონას” ცხრიანი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული როლი მაქვს, მინდა, კვლავ მივიღო შანსები და სათამაშო დრო, რათა კარგად ვითამაშო. დღეს შესაძლოა საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენე, მაგრამ გოლის გატანა შევძელი.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 26 ნოე 2026, 15:30

    უკეთ ადრე თამაშობდი. უფრო კარგად შემოდიოდი ეხლა ეტყობა მთელი გუნდის მთქნარება გადაედო და ამანაც დაიძინა მინდორზე.

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 26 ნოე 2026, 11:58

    ეს ბიჭი იფრო მეტ დროს იმსახურებს

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 26 ნოე 2026, 03:28

    10 მილიონად მშვენიერი იგროკი დავიმატეთ,იმდენი ტრავმებიც არ აქვს რაც ბოლოს არსენალში. ესეთ თამაშებში აუცილებლად უნდა დაასვენოს შემტევები. გორდონს უნდა კიდე დასვენება,პსჟ-სთან ლამის მოკვდა და არც მის მერე დაუსვენია. პედრი კაი ქნა რო გაიყვანა ერთი ტაიმის მერე მარა არაა საკმარისი,მომავალ თამაშზეც ადრე უნდა შეცვალოს,არ უნდა გადაგვეწვას. კუნდეს დაბრუნება კარგია,დღეს კარგი იყო და იმედია შევა ფორმაში. ოლმოც დაბრუნდა,ფრენკიც. მალე სხვებიც შემოგვემატებიან და ბევრად უკეთ შევბერავთ. ერთი მცველი გვაღირსონ ამ ზამთარს და დიდი შანსია ლიგაზე გავიწიოთ. ლივერპული დიდი ვერაფერი,ბაუერნს კეინი დაემტვრა,პსჟ მომაკვდინებელი სისტემაა მარა ლამის ნახევარი გუნდი გამოაკლდა. სიტი ვერაფერი. არსენალია ერთი აპასნი მეტოქე და რეალი,იქვე ატლეტიკო ლიგის პონტში. მაგათთან სამივესთან ნარავნი შეგვიძლია ამ შემადგენლობითაც. ფლიკმა სიჯიუტეს მოეშვას,რესურსები გადაანაწილოს და კაი მცველი მოითხოვოს. წელს დიდი შანსი გვაქ გუნდიც კაი ხანია შეთამაშებული და გამოცდილია.

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 26 ნოე 2026, 03:18

    უკეთ არა ის, გაბრიელ ხესუსისი ხარ რაა ნუ გავიწყდება რომ უკანასკნელი შემცვლილი ხარ ყველა ჩაშლილი ტრანსფერის უკან დგეხარ