ჩემპიონთა ლიგის ლიგის ეტაპის მე-5 ტურში “ბარსელონა” ბაქოს ეწვია და ადგილობრივი “საბაჰი” ანგარიშით 4-1 დაამარცხა.
ჰანსი ფლიკმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება განახორციელა. ლამინ იამალის არყოფნაში კატალონიელთა შეტევის სამეული კარიმ ადეიემიმ, გაბრიელ ჟეზუსმა და ენტონი გორდონმა შეადგინეს.
მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და ერთ ეპიზოდში ბურთი ძელსაც გაარტყეს. ანგარიში 31-ე წუთზე გორდონმა გახსნა, ინგლისელის მეორე გოლი კი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.
შესვენების შემდეგ კატალონიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 51-ე წუთზე გორდონმა დუბლი შეასრულა, 55-ე წუთზე თავი ადეიემიმ გამოიჩინა, მე-60 წუთზე კი გაბრიელ ჟეზუსმა გაიტანა. მასპინძლებმა ერთადერთი გოლი 63-ე წუთზე გაიტანეს.
გამარჯვება ალეხანდრო ბალდეს ტრავმამ დაჩრდილა. ესპანელს მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. შეხვედრის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა ახალგაზრდა ალექს კამპოსის პირველ გუნდში დებიუტი იყო.
“ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და 12 ქულა დააგროვა.




არ შემიძლია არ შევაქო ეს ბიჭი რამდენს დარბის 10-ჯერ გაიქცევა 20-ჯერ გაიქცევა და ბოლოს მაინც მეტოქე იღლება რა რაც არ უნდა იყოს.🔥
მადრიდისტა ბიძინა ბარათაშვილს ვინც კომენტატორობა დააბრალა მაგის ….
რა უბედურება ჭირს ამ ქართველ კომენტატორებს. რომ უსმენ შეიძლება დაგეძინოს, ან ჭორაობენ მონოტონური ხმით, ან სარკაზმულად ლანძღავენ ვინმეს და თუ რომელიმე გუნდის ფანები არიან ვერც მალავენ . არაბ კომენტატორს უკეთ მოვუსმენ ვიდრე ამათ.
აუშენის ყ**** უნდა ნახო იუთუბზე რომ ლაივებს რთავს ნოდარ ტიპი ამბობს რომ ატლეტიკო ბილბაუს ფანი ვარო და კომენტარებში გამოვტეხე რომ თურმე რეალ მადრიდის ვითომ დაყოფილი ფანი ყოფილა 😂😂😂 ვერ ვიჯერებდი რომ ტიპი რომელიც რაულის გადამკვდარი შემატკივარია იმას რეალმადრიდი არ მოსწონს იქამდე მოვუშალე ნერვები სანამ არ აღიარა ყვირილით რომ ყოფილი მადრიდისტაა ანუ ტიპმა ესპანეთის ჩემპიონატი რომ მოიგეს ერთი არა აღნიშნა რომ აი ეს ბიჭები მალადეც კატალონიელები არიან და აი მანდ ჩავაჭირე ბაენას ბალეშიკობდა და კუკურელიას ამათმა მოიგეს მსოფლიო ჩემპიონატიო 🤣
სანდრო ცნობილაძე არ მოგწონთ? რაც ადრე მიუქარია უკვე ანეკდოტებათ დადის თუნდაც მთელი ტაიმი რო ეგონა საქართველო იგებდა და თურმე პორტუგალია იყო წინ. ეხლა მეორე ტაიმის შუაში ვიღაცის დასვენებაზე რო დაიწყო ლაპარაკი ოლმო დაასახელა, მაგის შემოყვანა შეიძლებაო, ამბობს ფეხბურთელზე რომელიც მეორე ტაიმის დაწყებისას შემოვიდა. ანუ ნახევარი საათი თამაშობდა კაცი და ამას ზაპასში ეგონა. და ეს ისტორიის მოგონებებიც რა თემაა, თუ სადმე რამე გაუგიათ ფეხბურთში უნდა მოყვნენ და ბოლოს რაზე ვიცინე? ბარსამანია რო ჰგონია წაკითხული და ის რეკორდები რო ჩამოთვალა ბარსას შორეულ მგზავრობებზე.