სეზონის წინ ცნობილი გამოცემები პროგნოზებს აქვეყნებენ, ვინ იქნება ჩემპიონი, ვინ რამდენი ტიტულით დაასრულებს, რომელ მწვრთნელს მოისვრიან ყველაზე სწრაფად და ა.შ. ამჯერად ესპანელებს თავი არ შეუწუხებიათ, სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ არც დაწყებამდე და არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პროგნოზი არ გაკეთებულა, არადა საინტერესო საქმეა, სეზონის ბოლოს გადახედავ საკუთარ პროგნოზებს და ნახავ, რა გამართლდა და რა – არა.
რადგან “ბარსამანიას” მწერლებს საქმე თავზე აყრიათ და მხოლოდ მე აღმოვჩნდი მოცლილი, მარტო შევუდგები ამ საინტერესო საქმეს, კომენტარებში კი ყველას შეუძლია თავის აზრი გამოთქვას, სეზონის ბოლოს, ის კომენტარებიც გამოქვეყნდება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ნაჩვენებ შედეგთან.
ვინ მოიგებს ლა ლიგას?
მემგონი, რომ დიდი დეჟა ვუ გველის წინ, სანდრო როსელმა დავიდ ვილა შეტენა “ატლეტიკოს”, ხოლო ბართომეუმ სუარესი, როგორ მთავრდება ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ბევრის იმედი მაქვს, იქნებ იმ წელივით ბოლო ტურამდე მივიდეს საქმე და მერე გაგვიმართლოს, მაშინ არ გაგვიმართლა, რადგან VAR არ იყო და მესის გოლი გაგვიუქმეს, ახლა კი ვნახოთ რა იქნება, მთავარი ფავორიტი “ატლეტიკოა”, რადგან “ბარსა” და “რეალი” ახალ პროექტს საჭიროებენ.
მესის ეპოქაში უიშვიათესი მოვლენაა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ლა ლიგას ყოველთვის დიდი კრიზისის შედეგად ვკარგავთ, ახლა კი კრიზისული პერიოდი სრულდება. როგორც იქნა გვშორდება კაცი, რომელსაც “ბარსას” დაცემა უკავშირდება. ამ სეზონშივე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა და ახალი სისხლიც მოვა.
ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, “ბარსა” როგორც წესი, მომდევნო წელსვე იბრუნებს ლა ლიგის ტიტულს. კუმანის “ბარსელონა” სეტიენის “ბარსაზე” ბევრად ორგანიზებული და დალაგებული გუნდია.
ამავე დროს, “ბარსას” პრაგმატიზმიც ეტყობა, რაც მცირე დოზით მაინც, ყოველთვის საჭიროა. კუმანმა მიზანს მიაღწია და გუნდი გაახალგაზრდავდა, მართალია სასურველი ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეძლო, მაგრამ ახალგაზრდები მზად არიან.
რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?
გვარდიოლამ სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები მოიტანა და მაქსიმალიზმი ნორმად აქცია. ლუის ენრიკემ სადებიუტო სეზონში “ტრიპლეტი” მოიგო, მერე ორი თასიც მიამატა და მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება დააკლდა გვარდიოლას მიღწევამდე.
ასეთი დიდი დებიუტანტები გვყოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც ასე მოხდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდი გაახალგაზრდავდა, მაგრამ ასაკი მაინც პრობლემაა, ეს კი სეზონის ბოლოს გამოიჩენს ხოლმე თავს, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნება ახალი ენერგია საჭირო.
გარდა ამისა, ცუდი მენეჯმენტის კვალი “ბარსას” ჯერ კიდევ ეტყობა. გუნდი ვარსკვლავებს ვერ იყენებს, რადგან არასწორი კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, თუ თამაშობენ სარგებელი ვერ მოაქვთ, თუ არ ითამაშებენ სიტუაცია დაიძაბება, რადგან ვარსკვლავი სკამზე, ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. მე კი არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს გუნდს, სადაც რომელიმე ფეხბურთელი ტვირთივით აწევს ძირითად შემადგენლობას.
ლიგის მერვედფინალების დრო რომ მოაღწევს, უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ეს ამბავი. კუმანი კი ახალი პრეზიდენტების არჩევანი არ ყოფილა, ერთი გვარდიოლას ექაჩებოდა, მეორე კი ჩავის ეძახდა, კუმანს კი ყველა შემთხვევაში გაგდებას უპირებდა. ასეთ ვითარებაში მშვიდად მუშაობა რთულია.
საუკეთესო ტრანსფერი
პედრი, დესტი, ტრინკაუ, პიანიჩი.
ჩემი ხმა სერჟინიოს! წესით და რიგით ყველაზე მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. წინა ტურში ვნახეთ, რომ მარცხნივაც მოუწევს ხოლმე თამაში, ეს, შესაძლოა ალბას ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო მოხდეს. ხოლო მარჯვენა ფლანგზე, მგონია, რომ ამ სეზონშივე მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
იმდენი ხანია კარგი მარჯვენა მცველი არ გვინახავს, რომ მხარდაჭერაც დიდი ექნება. დესტის ტრანსფერი არ ჰგავს სხვა ტრანსფერებს, ეს არ არის მორიგი “ბრმა ტრანსფერი”, როცა ვერავის გაუგია ფეხბურთელი რატომ მოდის გუნდში, სად უნდა ითამაშოს, ან როგორ უნდა შეძლოს გუნდთან ადაპტირება. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრა გვაქვს, როგორც სათამაშო ფილოსოფიაში, ისე ინდივიდუალურ ოსტატობაში, რომელიც “ბარსას” დონეს შეეფერება.
ძალიან მომწონს პედრიც და ტრინკაუც, პიანიჩმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს უნარი “ბარსას” დამატებითი სარგებელი მოუტანოს, მაგალითად ბურთის ჩაჭრაში და ართმევაში ორივე საყრდენს სჯობია, არც პირველი პასი დაეწუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დესტი იქნება ჩემი ფავორიტი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
იქნებ უფრო კარგი კითხვა ყოფილიყო – “სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი”? აბა, მესიზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს?! არავინ იცის სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა. მისი დარჩენის შანსები იზრდება, რადგან ბართომეუ ამ სეზონშივე მოგვცილდება, გვარდიოლა კი “სიტიში”, შესაძლოა აღარც დახვდეს, ამიტომ სადღა უნდა წავიდეს?!
სტარტი ცოტა მძიმე აქვს, გასაგებ მიზეზთა გამო, რთული დღეები გამოიარა, ვარჯიში გვიან დაიწყო, სუარესი აღარ ჰყავს გვერდით და ბევრი ცუდი სიტყვაც მოისმინა, რამაც ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ მესი მაინც მესია. ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ “პიჩიჩის” ჩაიდებს ჯიბეში. ასე მგონია.
მოტივაცია კი არ უნდა მოაკლდეს, მისი მთავარი მოტივატორი ისევ ჩვენს გზაზე აღმოჩნდა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვიხტა და ძალიან მაგარი თამაშები რომ გველის, ფაქტია.
სეზონის იმედგაცრუება
მაგალითად, სერჟი რობერტო ვერანაირად ვერ გახდება სეზონის იმედგაცრუება, რადგან მისი იმედი არც არასდროს გვქონია. ეს “ჯილდო” უნდა ერგოს ფეხბურთელს, რომელსაც ან ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ან დიდი მოლოდინი გვაქვს, ასეთები კი კლუბში მრავლად არიან.
პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, უსმან დემბელეს კვლავ აქვს შანსი სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდეს, რადგან “ბარსას” ფანები საკმაოდ დიდ სიჯიუტეში არიან მხილებულნი და მაინც სჯერათ ფრანგი გარემარბის. სჯერათ და ეიმედებათ. ერთგულებაც ასეთი უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ფანებიც აქვე არიან, მაგრამ იმედით აღსავსე ქომაგის დავიწყება არ ივარგებს.
კარგი შანსი აქვს ფრენკი დე იონგსაც, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია. ის ტერ შტეგენთან ერთად, მომავალი “ბარსას” მთავარი საძირკველია, მომავალ “ბარსაში” მესის შემდგომი “ბარსა” იგულისხმება. ფრენკი ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად უნდა იქცეს, მაგრამ საქმე ვერ მიდის კარგად. მისი კრიტიკოსები მომრავლდნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თავის ცნობილი სიზუსტეც კი ვერ აჩვენა ბოლო შეხვედრებში.
იმედგაცრუებად, შესაძლოა იქცნენ ახალმოსული ფეხბურთელები, რადგან ახალი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ელიან. თუმცა, ვარსკვლავური სტატუსით არც ერთი არ მოსულა.
ჩემი ხმა კი ანტუანს ეკუთვნის. ისევ იმას ვფიქრობ, რასაც მის მოსვლამდე ვფიქრობდი. მსგავსი სტილის ფეხბურთელი არაფერში გჭირდება, როცა მესი გყავს გუნდში. კუმანმა სეზონის წინ თავი გამოიდო, გრიზმანმა თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოსო და მარჯვენა გარემარბად გაამწესა. აგერ დეშამმაც თქვა, ანტუანი “ბარსაში” არ არის ბედნიერიო, ეს ხომ ჩვენც ვიცით?! ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარგი თამაშებიც ექნება, აი რომ გაფიქრებინებს გაიხსნა და ათამაშდაო, მაგრამ არა მგონია სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს.
იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რა სჭირს გრიზმანს, პედროს მაგალითი გამოგვადგება. გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია, შეუდარებლად მაღალი დონის, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა ტაქტიკას, ზუსტად ის ჭანჭიკი იყო, რომელიც “ბარსას” ერგებოდა, გრიზმანი კი ვერ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაღალი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ასეთი სპორტია, გუნდური თამაშია, მხოლოდ ის, რომ ვიღაცაზე მაგარი ხარ, “ბარსასთვის” საკმარისი არ არის.
საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი მივიღე:
- ლა ლიგა – ბოლო ტურამდე ბრძოლა “ატლეტიკოსთან”
- 2? ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი
- საუკეთესო ტრანსფერი – დესტი
- საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
- სეზონის იმედგაცრუება – გრიზმანი
ვინ მოოგებს ლა ლიგას-ბარსა
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს-2
საუკეთესო ტრანსფერი-ლევანდოვსკი
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი-ლევანდოვსკი
სეზონის იმედგაცრუება-დე იონგი
საუკეთესო ვეტერანი-ბუსკეცი
საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი
საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი-რაფინია
ინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – ტრიპლეტი
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. დემბელე ხომ თავიდან დამივატეთ ეგრე გამოვიდა?(თუ არა მაშინ რაფინია)
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – არავინ 🙂
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე
საუკეთესო ტვინი(მე დავამატებ ესეთ ნომინაციას და აქ მოდით იყოს) -ხავი
ზედმეტად პოზიტიური პროგნოზი გამომიგივა დაე ასე იყოს
იშვიათად ცდები ფეოლა და იმედია წელსაც გაარტყავ, ორი ტიტული მეორადი ნაწილებით აწყობილი ახლადშექმნილი გუნდისთვის იდეალური იქნება. თუმცა არც "მადა ჭამაში მოდის" ფაქტორს გამოვრიცხავთ.
Suxa გავის მაგივრად დემბელე უნდა დამეწერა. შემეშალა🤦♂️🤦♂️
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – 2 (ლა ლიგა, კოპა)
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. Კუნდე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – ფერან ტორესი.
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე.
ჩემი აზრით
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – ტრებლს დავდებთ ხავიმ თუარ მიქარა რამე😂
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – ფერანი იმედი ამის მაინც არუნდა გვქონეს წესით
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე.
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – სამით. (ლა ლიგა, კოპა, სუპერთასი).
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. რაფინია.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – კესი.
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე.
1. ვინ მოიგებს ლა ლიგას? – ბარსა.
2. რამდენი ტიტულით დაასრულებს
სეზონს? – ორით. (ლა ლიგა, კოპა).
3. საუკეთესო ტრანსფერი –
ლევანდოვსკი.
4. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი –
ლევანდოვსკი.
5. სეზონის იმედგაცრუება – ფრენკი.
6. საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
7. საუკეთესო ახალგაზრდა – ფატი, თუ
აღარ დაიტრავმა და სისტემატურად
ითამაშა, თუ არადა პედრი.
8. საუკეთესო ბომბარდირი –
ლევანდოვსკი.
9. საუკეთესო ასისტენტი – რაფინია.
ლა ლიგას მოიგებს: ბარსა
სადაც კუმანის დროს დანგრეული გუნდით გვქონდა შანსი და წინა წელს ისევ კუმანის მიერ ჩაგდებული პირველი წრის გამო ჩამოვრჩით რეალს, ამჯერად წესით ხელს ვეღარაფერი შეგვიშლის.
ბარსა სეზონს დაასრულებს 2 ტიტულით: (1. ლა ლიგა, 2. ან კოპა ან სუპერკოპა)
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე 3. რაფინია
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – 1. ლევანა 2. პედრი 3. არაუხო
სეზონის იმედგაცრუება – 1. ტორესი 2. კესი 3. დემბელე
საუკეთესო ვეტერანი – შტეგენი
საუკეთესო ახალგაზრდა – 1. პედრი 2. გავი 3. ფატი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი (ულაპარაკოდ)
საუკეთესო ასისტენტი – 1. დემბელე 2. რაფინია 3. პედრი
და აქვე დავამატებდი:
სეზონის აღმოჩენა – 1. ბალდე 2. გარსია
კი მაგრამ თუ თქვენ გავის საუკეთესო ასისტენტად მიიჩნევთ, მაშინ რატომღა იქნება ეს ბიჭი სეზონის იმედგაცრუება, ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებაა..
რავიცი მე ისევ პესიმისტურად ვარ განწყობილი
ლა ლიგას მოიგებს: რეალი
ბარსა სეზონს დაასრულებს 1 ტიტულით: (სუპერთასი იქნება)
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. რაფინია
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – პედრი
სეზონის იმედგაცრუება – გავი და ფერან ტორესი (ოღონდ ამისგან არც ველი არაფერს)
საუკეთესო ვეტერანი – ვერცერთი ვეღარ ითამაშებს მაღალ დონეზე მაგრამ ბუსკეთსი მაინც საჭიროა
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი საუკეთესო მგონია და ახალგაზრდა ბალდე იყოს
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე
ლა ლიგას ბარსა მოიგებს
სამი ტიტულით დაასრულებს სეზონს (ლა ლიგა,კოპა,სუპერთასი) და ჩ.ლ. ნახევარფინალში გავალთ
საუკეთესო ტრანსფერი:1.ლევანდოვსკი 2.კუნდე
საუკეთესო ფეხბურთელი:ლევანდოვსკი
იმედგაცრუება:კესი ან ფერანი
საუკეთესო ვეტერანი:შტეგენი
საუკეთესო ახალგაზრდა:პედრი
საუკეთესო ბომბარდირი:ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი:დემბელე ან პედრი
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – სამით. (ლა ლიგა, კოპა,სუპერკოპა).
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. კესიე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – კუნდე (ძალიან დიდი იმედიმაქ რო ვცდები)
საუკეთესო ვეტერანი – არცერთი
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – რაფინია
ვერ დაგეთანხმები 1. ფრენკი დეიონგი ამ სეზონში აუცილებლად ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და იმედგაცრუება უფრო ფრანკ კესი , 2. ასისტენტი დემბელე პირდაპირ და დარწმუნებით ვერანაირად რაფინიას გაცილებით დიდი შანსი აქვს გააჩნია ვინ რამდენს ითამაშებს და ლევანდოვსკი გარდა გოლებისა ასისტებშიც მაგარ შედეგს დადებს, 3. ბარსას ლიგაზეც ექნება ფრიტენზია :), 4. ბუსკეცის საუკეთესოობა არსად გაიშვას აწი თუნდაც ვეტერანებში ..
ტოტული 1 ალბათ. ჯერ სტაბილურები არ ვართ ამიტომ კოპას თუ შევწვდებით. აი ღმერთმა ნუ ქნას ევროპის ლიგაზე თუ მოვხვდით ორამდე გაიზრდება მარა მგონი გავალთ ჯგუფიდან. მეორე საუკეთესო რაფინია იქნება, იმედგაცრუება ტორესი. დანარჩენში გეთანხმები
ტიტული : 2 , ლალიგა და კოპა
საუკეთესო ტრანსფერი : 1)ლევანა , 2)კუნდე
საუკეთესო ფეხბურთელი : ლევანა
სეზონის იმედგაცრუება , გინება , ნერვების მოშლა : დემბელე
საუკეთესო ვეტერანი : შტეგენი
საუკეთესო ახალგაზრდა : პედრიტო
ბომბარდირი : ლევანა
ასისტენტი : რაფინია
შეუსაბამო რამე გიწერია ჩემი აზრით თუ იმედგაცრუება გავი. გიწერია მაშინ საუკეთესო ასისტენტი გავი როგორღა გამოდის? და თუ გავი გახდა საუკეთესო ასისტენტი და სეოზონში მაგდენი ასისტი მიითვალა რო საეკეთესო ასისტი გახდა გუნდის მაშინ იმედგაცრუება რანაირად გამოდის?
ესპანეთის ჩემპიონი – ბარსა; ტიტულები-2 საუკეთესო ტრანსფერი – 1.ლევანდოვსკი, 2. კუნდე; საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი; სეზონის იმედგაცრუება – ფერან ტორესი; საუკეთესო ვეტერანი – შტეგენი; საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი; ბომბარდირი – ლევანდოვსკი; საუკეთესო ასისტენტი – დემბელე.
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – სამი. (ლა ლიგა, კოპა, სუპერთასი). ჩ,ლ ნახევარფინალი
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. კუნდე.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – ფრენკი.
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – რაფინია.
ლა ლიგა – ბარსა
სეზონს დავასრულებთ 3 ტიტულით-ლალიგა კოპა და სუპერთასი
საუკეთესო ტრანსფერები-1 ლევი 2 კუნდე
საუკეთესო ფეხბურთელი-ლევანდოვსკი
სეზონის იმედგაცრუება-გავი
საუკეთესო ვეტერანი-ბუსკეცი
საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი
საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი-დემბელე