სეზონის პროგნოზები

სეზონის პროგნოზები

სეზონის წინ ცნობილი გამოცემები პროგნოზებს აქვეყნებენ, ვინ იქნება ჩემპიონი, ვინ რამდენი ტიტულით დაასრულებს, რომელ მწვრთნელს მოისვრიან ყველაზე სწრაფად და ა.შ. ამჯერად ესპანელებს თავი არ შეუწუხებიათ, სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ არც დაწყებამდე და არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პროგნოზი არ გაკეთებულა, არადა საინტერესო საქმეა, სეზონის ბოლოს გადახედავ საკუთარ პროგნოზებს და ნახავ, რა გამართლდა და რა – არა.

რადგან “ბარსამანიას” მწერლებს საქმე თავზე აყრიათ და მხოლოდ მე აღმოვჩნდი მოცლილი, მარტო შევუდგები ამ საინტერესო საქმეს, კომენტარებში კი ყველას შეუძლია თავის აზრი გამოთქვას, სეზონის ბოლოს, ის კომენტარებიც გამოქვეყნდება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ნაჩვენებ შედეგთან.

ვინ მოიგებს ლა ლიგას?

მემგონი, რომ დიდი დეჟა ვუ გველის წინ, სანდრო როსელმა დავიდ ვილა შეტენა “ატლეტიკოს”, ხოლო ბართომეუმ სუარესი, როგორ მთავრდება ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ბევრის იმედი მაქვს, იქნებ იმ წელივით ბოლო ტურამდე მივიდეს საქმე და მერე გაგვიმართლოს, მაშინ არ გაგვიმართლა, რადგან VAR არ იყო და მესის გოლი გაგვიუქმეს, ახლა კი ვნახოთ რა იქნება, მთავარი ფავორიტი “ატლეტიკოა”, რადგან “ბარსა” და “რეალი” ახალ პროექტს საჭიროებენ.

მესის ეპოქაში უიშვიათესი მოვლენაა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ლა ლიგას ყოველთვის დიდი კრიზისის შედეგად ვკარგავთ, ახლა კი კრიზისული პერიოდი სრულდება. როგორც იქნა გვშორდება კაცი, რომელსაც “ბარსას” დაცემა უკავშირდება. ამ სეზონშივე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა და ახალი სისხლიც მოვა.

ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, “ბარსა” როგორც წესი, მომდევნო წელსვე იბრუნებს ლა ლიგის ტიტულს. კუმანის “ბარსელონა” სეტიენის “ბარსაზე” ბევრად ორგანიზებული და დალაგებული გუნდია.

ამავე დროს, “ბარსას” პრაგმატიზმიც ეტყობა, რაც მცირე დოზით მაინც, ყოველთვის საჭიროა. კუმანმა მიზანს მიაღწია და გუნდი გაახალგაზრდავდა, მართალია სასურველი ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეძლო, მაგრამ ახალგაზრდები მზად არიან.

რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?

გვარდიოლამ სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები მოიტანა და მაქსიმალიზმი ნორმად აქცია. ლუის ენრიკემ სადებიუტო სეზონში “ტრიპლეტი” მოიგო, მერე ორი თასიც მიამატა და მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება დააკლდა გვარდიოლას მიღწევამდე.

ასეთი დიდი დებიუტანტები გვყოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც ასე მოხდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდი გაახალგაზრდავდა, მაგრამ ასაკი მაინც პრობლემაა, ეს კი სეზონის ბოლოს გამოიჩენს ხოლმე თავს, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნება ახალი ენერგია საჭირო.

გარდა ამისა, ცუდი მენეჯმენტის კვალი “ბარსას” ჯერ კიდევ ეტყობა. გუნდი ვარსკვლავებს ვერ იყენებს, რადგან არასწორი კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, თუ თამაშობენ სარგებელი ვერ მოაქვთ, თუ არ ითამაშებენ სიტუაცია დაიძაბება, რადგან ვარსკვლავი სკამზე, ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. მე კი არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს გუნდს, სადაც რომელიმე ფეხბურთელი ტვირთივით აწევს ძირითად შემადგენლობას.

ლიგის მერვედფინალების დრო რომ მოაღწევს, უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ეს ამბავი. კუმანი კი ახალი პრეზიდენტების არჩევანი არ ყოფილა, ერთი გვარდიოლას ექაჩებოდა, მეორე კი ჩავის ეძახდა, კუმანს კი ყველა შემთხვევაში გაგდებას უპირებდა. ასეთ ვითარებაში მშვიდად მუშაობა რთულია.

საუკეთესო ტრანსფერი

პედრი, დესტი, ტრინკაუ, პიანიჩი.

ჩემი ხმა სერჟინიოს! წესით და რიგით ყველაზე მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. წინა ტურში ვნახეთ, რომ მარცხნივაც მოუწევს ხოლმე თამაში, ეს, შესაძლოა ალბას ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო მოხდეს. ხოლო მარჯვენა ფლანგზე, მგონია, რომ ამ სეზონშივე მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

იმდენი ხანია კარგი მარჯვენა მცველი არ გვინახავს, რომ მხარდაჭერაც დიდი ექნება. დესტის ტრანსფერი არ ჰგავს სხვა ტრანსფერებს, ეს არ არის მორიგი “ბრმა ტრანსფერი”, როცა ვერავის გაუგია ფეხბურთელი რატომ მოდის გუნდში, სად უნდა ითამაშოს, ან როგორ უნდა შეძლოს გუნდთან ადაპტირება. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრა გვაქვს, როგორც სათამაშო ფილოსოფიაში, ისე ინდივიდუალურ ოსტატობაში, რომელიც “ბარსას” დონეს შეეფერება.

ძალიან მომწონს პედრიც და ტრინკაუც, პიანიჩმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს უნარი “ბარსას” დამატებითი სარგებელი მოუტანოს, მაგალითად ბურთის ჩაჭრაში და ართმევაში ორივე საყრდენს სჯობია, არც პირველი პასი დაეწუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დესტი იქნება ჩემი ფავორიტი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

იქნებ უფრო კარგი კითხვა ყოფილიყო – “სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი”? აბა, მესიზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს?! არავინ იცის სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა. მისი დარჩენის შანსები იზრდება, რადგან ბართომეუ ამ სეზონშივე მოგვცილდება, გვარდიოლა კი “სიტიში”, შესაძლოა აღარც დახვდეს, ამიტომ სადღა უნდა წავიდეს?!

სტარტი ცოტა მძიმე აქვს, გასაგებ მიზეზთა გამო, რთული დღეები გამოიარა, ვარჯიში გვიან დაიწყო, სუარესი აღარ ჰყავს გვერდით და ბევრი ცუდი სიტყვაც მოისმინა, რამაც ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ მესი მაინც მესია. ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ “პიჩიჩის” ჩაიდებს ჯიბეში. ასე მგონია.

მოტივაცია კი არ უნდა მოაკლდეს, მისი მთავარი მოტივატორი ისევ ჩვენს გზაზე აღმოჩნდა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვიხტა და ძალიან მაგარი თამაშები რომ გველის, ფაქტია.

სეზონის იმედგაცრუება

მაგალითად, სერჟი რობერტო ვერანაირად ვერ გახდება სეზონის იმედგაცრუება, რადგან მისი იმედი არც არასდროს გვქონია. ეს “ჯილდო” უნდა ერგოს ფეხბურთელს, რომელსაც ან ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ან დიდი მოლოდინი გვაქვს, ასეთები კი კლუბში მრავლად არიან.

პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, უსმან დემბელეს კვლავ აქვს შანსი სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდეს, რადგან “ბარსას” ფანები საკმაოდ დიდ სიჯიუტეში არიან მხილებულნი და მაინც სჯერათ ფრანგი გარემარბის. სჯერათ და ეიმედებათ. ერთგულებაც ასეთი უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ფანებიც აქვე არიან, მაგრამ იმედით აღსავსე ქომაგის დავიწყება არ ივარგებს.

კარგი შანსი აქვს ფრენკი დე იონგსაც, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია. ის ტერ შტეგენთან ერთად, მომავალი “ბარსას” მთავარი საძირკველია, მომავალ “ბარსაში” მესის შემდგომი “ბარსა” იგულისხმება. ფრენკი ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად უნდა იქცეს, მაგრამ საქმე ვერ მიდის კარგად. მისი კრიტიკოსები მომრავლდნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თავის ცნობილი სიზუსტეც კი ვერ აჩვენა ბოლო შეხვედრებში.

იმედგაცრუებად, შესაძლოა იქცნენ ახალმოსული ფეხბურთელები, რადგან ახალი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ელიან. თუმცა, ვარსკვლავური სტატუსით არც ერთი არ მოსულა.

ჩემი ხმა კი ანტუანს ეკუთვნის. ისევ იმას ვფიქრობ, რასაც მის მოსვლამდე ვფიქრობდი. მსგავსი სტილის ფეხბურთელი არაფერში გჭირდება, როცა მესი გყავს გუნდში. კუმანმა სეზონის წინ თავი გამოიდო, გრიზმანმა თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოსო და მარჯვენა გარემარბად გაამწესა. აგერ დეშამმაც თქვა, ანტუანი “ბარსაში” არ არის ბედნიერიო, ეს ხომ ჩვენც ვიცით?! ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარგი თამაშებიც ექნება, აი რომ გაფიქრებინებს გაიხსნა და ათამაშდაო, მაგრამ არა მგონია სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს.

იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რა სჭირს გრიზმანს, პედროს მაგალითი გამოგვადგება. გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია, შეუდარებლად მაღალი დონის, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა ტაქტიკას, ზუსტად ის ჭანჭიკი იყო, რომელიც “ბარსას” ერგებოდა, გრიზმანი კი ვერ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაღალი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ასეთი სპორტია, გუნდური თამაშია, მხოლოდ ის, რომ ვიღაცაზე მაგარი ხარ, “ბარსასთვის” საკმარისი არ არის.

საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი მივიღე:

  • ლა ლიგა – ბოლო ტურამდე ბრძოლა “ატლეტიკოსთან” 
  • 2? ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი
  • საუკეთესო ტრანსფერი – დესტი
  • საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
  • სეზონის იმედგაცრუება – გრიზმანი

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (132)

  • Barca for life
    17 აგვ 2021, 21:36

    ლა ლიგა – რეალი
    ტიტულები – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – დეპაი
    იმედგაცრუება – აგუერო
    საუკეთესო ფეხბურთელი – დეპაი
    საუკეთესო ბომბარდირი – დეპაი
    საუკეთესო მეპასე – დე იონგი
    საუკეთესო ვეტერანი – პიკე
    საუკეთესო ახალგაზრდა – არაუხო
    უჩლ – ისევ მერვედფინალი

  • ნოე
    17 აგვ 2021, 21:25

    ლა ლიგა – ატლეტიკო
    ტიტული-1
    საუკეთესო ტრანსფერი- დეპაი
    იმედგაცრუება- აგუერო
    საუკეთესო ფეხბურთელი- დეპაი
    ბომბარდირი-ბრეითვეიტი
    მეპასე-გრიზმანი
    ვეტერანი-ბუსკეტსი
    ახალგაზრდა-პედრი

  • Norman Bates
    17 აგვ 2021, 21:20

    მესის გარეშე გუნდი უკეთეს სეზონს ჩაატარებს, ვიდრე რომ დარჩენილიყო. მესის მოწყენილი და მოჟამული სახე გადამწყვეტ მატჩებში სხვებზეც გადამდები იყო. ეხლა იძულებულნი იქნებიან ერთი ადგილი აწიონ და მოედნის ყოველი მეტრისთვის იბრძოლონ

  • gecheche
    17 აგვ 2021, 21:08

    ფეოლა ძაან პესიმუსტყრადაა განწყობილი და ჩემი აზრით ლა ლიგის მოგება თავისუფლად შეუძლია გუნდს და რეალს საერთოდ არც განვიხილავ კონკურენტად ერთადერთი ანჩელოტის ფაქტორს თუ არ ჩავთვლით და ასევე ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მაინც გავალთ

  • LM10TheLegend
    17 აგვ 2021, 21:07

    ლალიგას უეჭველი ვიგებთ

  • Anti-madridistaaa
    17 აგვ 2021, 20:59

    არ ვეთანხმები ავტორს თითქმის არაფერში

  • Zura Gviniashvili
    17 აგვ 2021, 20:49

    ვერ ვხვდები ლა ლიგაში რატომ არ აქვს ბარსას შანსი .. მე კიდე მგონია რომ წინა წელთან შედარებით ეხლა უფრო უკეთესები იქნებიან და ვფიქრობ ლალიგასაც აიღებს. ლიგისთვის რესურსი არ ეყოფათ რადგან 8 ფინალში ან 4 ფინალში ვინმე მოსტრი მანქანა გადაეყრება და გადაგვივლიან მაგრამ მაინც დაველოდოთ რაიქნება.. ერთი შარშან კუმანისგან რაც დავინახე ის იყო რომ გადამწყვეტ თამაშებში ყველგან ჩაფლავდა რაც ძალიან დიდი მინუსია და ეხლაც თუ მასე გააკეთა ალბათ 8 ფინალიდანაც გამოგვთიშავენ

  • nika 54
    17 აგვ 2021, 20:30

    თუ ბრეითვეიტი არ დაიტრამვა, ყველა ტიტული ბარსასია.

  • Vito Kharshiladze
    17 აგვ 2021, 20:25

    არის სიმართლე შენს აზრებში მაგრამ მე უფრო სოპტიმისტურად მინდა უყურო ამ სეზონს და ცოტა ტიტულებს და გოლებს წავუმატებ

  • azulgerana
    17 აგვ 2021, 20:11

    რეალი მოიგებს სავარაუდოდ

  • Norman Bates
    17 აგვ 2021, 20:10

    ლა ლიგა – ბარსელონა
    ტიტულები – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – დეპაი
    იმედგაცრუება – აგუერო
    საუკეთესო ფეხბურთელი – დე იონგი
    საუკეთესო ბომბარდირი – გრიზმანი
    საუკეთესო მეპასე – დეპაი
    საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი
    საუკეთესო ახალგაზრდა – გარსია

  • Memphis Depay
    17 აგვ 2021, 20:09

    ფეოლა, აი ზუსტად იგივეს ვფიქრობ ყველა საკითხში თითქმის რასაც შენ, ძაან დიდი პატივისცემა საინტერესო სტატიებისთვის, საიტს უფრო მრავალფეროვანს ხდის ეს ყველაფერი.

  • Albicelecte
    07 ოქტ 2020, 19:20

    მაინც ვფიქრობ, რომ ყველაფერი თამაშის სანახაობრიობაზე და კლასიკოზე იქნება დამოკიდებული

    ბარსა მაშინ დებს ლიგას, როდესაც დაფრინავს, უმართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაზე ღირსეულია
    განა ის, რომ კლასიკოში დიდი ანგარიშით გხ****ბენ, იკავებ 3-4 ადგილს ლა ლიგაზე, მერე ლიგაზე შენს გუნდში თამაშობს კაშაი ან ჯუნეთ ჩაქირი, რომელიც MVP -ც ხდება და დე ფაქტო საუკეთესო მცველიც და თავდამსხმელიც 😃 😂 🙉
    ამ დროს გყავს რამოსი, რომელსაც ჟიუ-ჯიცუსა და ძიუდოს მტკივნეულ ილეთზე მსაჯისგან კურთხევა აქვს 😱
    არა ბატონებო, ბარსა არაა მხოლოდ ტიტულის ხამი და ყველაფრის მკადრებელი გუნდი
    ის მეტია, ვიდრე კლუბი

  • Pirat❤️💙
    07 ოქტ 2020, 19:14

    ჩემი აზრით ყველაფერ მოვიგებთ პიანიჩი არის საუკეთესო ტრანსფერი რათქმაუნდა მესი საუკეთესოა და იმედგაცრუება გრიზმანი იმედია მალე დაგვტოვებ ბართომეუ და ამ ზამთარშივე გავყიდით გრიზმანს სარფიანად

  • Gaucho86
    07 ოქტ 2020, 17:37

    ოპტიმიზმი და მომავლის იმედი კარგია,მაგრამ გავიხსენოთ წარსული:ბარსელონა,რომელიც სეზონში ყველა ტიტულისათვის იბრძოდა და წარმატებასაც აღწევდა,ყველაზე მაგარი და მეწყერივით შეუჩერებელი იყო.გზად ყველას და ყველაფერს ანადგურებდბენ.იყო ერთი-ორი მოულოდნელობა შედარებით სუსტ გუნდებთან,მაგრამ გრანდებთან დომინაცია იგრძნობოდა.რთულია იმაზე საუბარი,რა იქნება სეზონის ბოლოს,მაგრამ სევილიასთან მატჩი უკეთესის მოლოდინის სურვილს მიტოვებს.რაც შეეხება ტიტულებს,ლა ლიგა და კოპა დელრეი არ უნდა დავთმოთ.სეზონის საუკეთესო შენაძენი უფრო დესტი მგონია,აი იმედგაცრუება კი გრიზმანთან ასოცირდება ჩემში.საუკეთესო ბევრი იქნება (იმედია),რადგან მხოლოდ გუნდური თამაშით დავდებთ შედეგებს.წარმატებები ბიჭებს ❤️

  • Albicelecte
    07 ოქტ 2020, 17:31

    რაღაცით 2008-09 სეზონს შეიძლება მივამსგავსოთ… (ოღონდ რაღაცით)
    2008 დაცვის ცენტრში გამოჩნდა ახალი სახე(პიკე) 2020 – არაუხო
    2008-ში მარჯვება ფლანგზე მოვიდა ალვეში 2020 – დესტი
    2008 წელს სათადარიგოდ მოიყვანეს მშრომელი, უჩინარი კეიტა 2020-ში პიანიჩი
    2008 წელს ფსონი გაკეთდა მესიზე, როგორც ახალ შეტევის ლიდერზე (იყვნენ გუნდში ანრი,ეტოო და ა.შ.). 2020 წელს ძირითადში მეტი დრო მიეცა ანსუს, როგორც მომავლის ბარსას შეტევის ლიდერი, ისე კეთდება ფსონი

    თუმცა შუა ხაზი… აქ სურათი განსხვავებულია, რადგან 2008-09 სეზონში შუა ხაზზე მხოლოდ ბუსკეტსი მოვიდა, დანარჩენი ის რესურსი გამოიყენა პეპმა, ვინც დახვდა
    აქ მიდიან არტური,რაკიტიჩი,ვიდალი და ძველებიდან რჩება ბუსი-ფრენკი, გამოდის, რომ შუა ხაზის გადაწყობა და მოხოდვაა მთავარი საკითხი?!?!?!?!

    ლა ლიგის მოგება მაინც რეალური მგონია, მაგრამ რაც შეეხება ლიგას, ვნახოთ, ლიგას ბარსა მაშინ იგებს, როდესაც მთელი სეზონი ფავორიტია და შესაფერის თამაშშს აჩვენებს,
    მადრიდული და ჩელსური სეზონის სტილით უბრალოდ გაორიცხულია წარმატება
    1992,2006,2009,2011 და 2015 წლებში ლა ლიგა დაიდო და რეალიც მიწასთან იქნა გასწორებული

    ანუ ლოგიკა მარტივია, ანადგურებ მტერს? გაქვს ყველაფრის მოგების შანსი
    ლიგაზე ფიასკო დაანონსებული იყო მაშინ, როდესაც სეტიენმა კლასიკო პირწმინდად წააგო

    თავს ვიმშვიდებდით და ხავსს ვეჭიდებოდით, მაგრამ პასუხი გაეცა ყველაფერს ბავარიასთან

    იგივეს გახსენება შემიძლია 1999-2000 სეზონში, როდესაც გუნდმა ლიგაზე ჯამში 45 ბურთი გაიტანა და მაინც, 1/2 ფინალში ვალენსიამ მოისროლა?!
    რა მოხდა? კლასიკო 0:3 გაზაფხულზე ხომ? გუნდი ფსიქოლოგიურად დიდ მატჩებში გამარჯვებისათვის მზად არ იყო და ეს დაეტყო, თუმცა მაშინ მაინც კრიზისიდან გამოსვის და აღმასვლის პერიოდი იყო

    გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას, თუ როგორ მოახერხებს კუმანი რეალის მიწასთან გასწორებას და ლა ლიგის დამაჯერებლად მოგებას

    მსაჯები და ფერდერაცია ამ დროს საუკეთესო ფორმაში არიან, არაფერი დაეწუნებათ, შესაბამისად, საქქმე გაჭირდება

  • Andria
    07 ოქტ 2020, 17:24

    რავი მესი მგონი წასვლაზე საერთოდ არუნდა ფიქრობდეს . გინდ დარჩეს პეპი სიტიში გინდ არა არ უნდა წავიდეს ერთი ფულისტი გუნდია რომელიც სწორად ვერ ხარჯავს ფულს დღევანდელი გადმოსახედიდან 100 სტაბილური გუნდი არარის არცერთი ბაიერნის გარდა რომელმაც წააგო მაგრამ დღეისთვის ყველაზე ძლიერი გუნდია მაგრამ მესი რომ ბაიერნში არ გადავა ეგ ასიანია ჩემი აზრით ბარსაში უნდა დარჩეს და თაობა მესისთან გამოიცვალოს ისე რო ეს აშკარად ვერ ვიგრძნოთ აი ისე როგორც რეალმა უცებ წავიდა რონალდო და რეალი კიდე ადგას ახალი ერას გზას და 2-3 სეზონი კიდე არაფერი იქნება განსაკუთრებული რეალში ასე ვფიქრობ. უნდა დარჩეს და დარჩება კიდეც ბარსა კარგ გზას ადგას და ამას მესიც ხედავს ჯობია ეს ძალიან მაგარი ისტორია ბარსაში დასრულდეს და კარიერა აქ დაასრულოს და არაამქვეყნიური გაცილება მოუწყონ ეს იქნება სწორი ❤️

  • პავლოვიჩი56
    07 ოქტ 2020, 17:22

    ძირითადად კარგია…ცოტა ზედმეტი ოპტიმიზმია.

  • Frenkie de Jong 21
    07 ოქტ 2020, 16:39

    ლა ლიგა – I ადგილი
    3 ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი და ჩემპ ლიგა გუნდი კარგ გზას ადგას და არავინ იცის როგორ და რამდენად სწრაფად ათამაშდება ამიტომ იმედს ვიტოვებ რო ლიგაზე გაგვაოცებენ და მოულოდნელს{ამ გადმოსახედიდან}მოსალოდნელად აქცევენ
    საუკეთესო ტრანსფერი – დესტი როგორც იქნა ისეთი ფეხბურთელი მოიყვანეს ვინც გუნდს ჭირდება და რაც მთავარი იმ ხლამ რობერტოს დაიფრენენ მცველობიდან
    საუკეთესო ფეხბურთელი – ფატი ( მესი ყველა დროის საუკეთესო იყო არის და იქნება)
    სეზონის იმედგაცრუება – ხო აქ რთულია პასუხი გრიზმანიც და დემბელეც არამარტო სეზონის არამედ ყველა დროის ერთ ერთი ტოპ იმედ გაცრუებაა მაგრამ თუ მაინც ამ სეზონს ვიტყით გრიზმანი

  • DyBaLa21
    07 ოქტ 2020, 16:01

    ლალიგა პირველი ადგილი
    ტიტული 3 სუპერთასი ესპანეთის ლალიგა და კოპა, ჩემპიონთა ლიგიდან ნახევარფინაში გამოვვარდებით ან მოვიგებთ
    საუკეთესო ტრანსფერი ტრინკაიუ ან დესტი, უფრო დესტი
    სეზონის ფეხბირთელი კოუტინიო იქნება მარა მესის მისცემენ
    იმედგაცრუება ყველა ფრანგი, ლენგლეს გარდა