სეზონის წინ ცნობილი გამოცემები პროგნოზებს აქვეყნებენ, ვინ იქნება ჩემპიონი, ვინ რამდენი ტიტულით დაასრულებს, რომელ მწვრთნელს მოისვრიან ყველაზე სწრაფად და ა.შ. ამჯერად ესპანელებს თავი არ შეუწუხებიათ, სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ არც დაწყებამდე და არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პროგნოზი არ გაკეთებულა, არადა საინტერესო საქმეა, სეზონის ბოლოს გადახედავ საკუთარ პროგნოზებს და ნახავ, რა გამართლდა და რა – არა.
რადგან “ბარსამანიას” მწერლებს საქმე თავზე აყრიათ და მხოლოდ მე აღმოვჩნდი მოცლილი, მარტო შევუდგები ამ საინტერესო საქმეს, კომენტარებში კი ყველას შეუძლია თავის აზრი გამოთქვას, სეზონის ბოლოს, ის კომენტარებიც გამოქვეყნდება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ნაჩვენებ შედეგთან.
ვინ მოიგებს ლა ლიგას?
მემგონი, რომ დიდი დეჟა ვუ გველის წინ, სანდრო როსელმა დავიდ ვილა შეტენა “ატლეტიკოს”, ხოლო ბართომეუმ სუარესი, როგორ მთავრდება ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ბევრის იმედი მაქვს, იქნებ იმ წელივით ბოლო ტურამდე მივიდეს საქმე და მერე გაგვიმართლოს, მაშინ არ გაგვიმართლა, რადგან VAR არ იყო და მესის გოლი გაგვიუქმეს, ახლა კი ვნახოთ რა იქნება, მთავარი ფავორიტი “ატლეტიკოა”, რადგან “ბარსა” და “რეალი” ახალ პროექტს საჭიროებენ.
მესის ეპოქაში უიშვიათესი მოვლენაა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ლა ლიგას ყოველთვის დიდი კრიზისის შედეგად ვკარგავთ, ახლა კი კრიზისული პერიოდი სრულდება. როგორც იქნა გვშორდება კაცი, რომელსაც “ბარსას” დაცემა უკავშირდება. ამ სეზონშივე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა და ახალი სისხლიც მოვა.
ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, “ბარსა” როგორც წესი, მომდევნო წელსვე იბრუნებს ლა ლიგის ტიტულს. კუმანის “ბარსელონა” სეტიენის “ბარსაზე” ბევრად ორგანიზებული და დალაგებული გუნდია.
ამავე დროს, “ბარსას” პრაგმატიზმიც ეტყობა, რაც მცირე დოზით მაინც, ყოველთვის საჭიროა. კუმანმა მიზანს მიაღწია და გუნდი გაახალგაზრდავდა, მართალია სასურველი ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეძლო, მაგრამ ახალგაზრდები მზად არიან.
რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?
გვარდიოლამ სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები მოიტანა და მაქსიმალიზმი ნორმად აქცია. ლუის ენრიკემ სადებიუტო სეზონში “ტრიპლეტი” მოიგო, მერე ორი თასიც მიამატა და მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება დააკლდა გვარდიოლას მიღწევამდე.
ასეთი დიდი დებიუტანტები გვყოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც ასე მოხდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდი გაახალგაზრდავდა, მაგრამ ასაკი მაინც პრობლემაა, ეს კი სეზონის ბოლოს გამოიჩენს ხოლმე თავს, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნება ახალი ენერგია საჭირო.
გარდა ამისა, ცუდი მენეჯმენტის კვალი “ბარსას” ჯერ კიდევ ეტყობა. გუნდი ვარსკვლავებს ვერ იყენებს, რადგან არასწორი კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, თუ თამაშობენ სარგებელი ვერ მოაქვთ, თუ არ ითამაშებენ სიტუაცია დაიძაბება, რადგან ვარსკვლავი სკამზე, ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. მე კი არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს გუნდს, სადაც რომელიმე ფეხბურთელი ტვირთივით აწევს ძირითად შემადგენლობას.
ლიგის მერვედფინალების დრო რომ მოაღწევს, უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ეს ამბავი. კუმანი კი ახალი პრეზიდენტების არჩევანი არ ყოფილა, ერთი გვარდიოლას ექაჩებოდა, მეორე კი ჩავის ეძახდა, კუმანს კი ყველა შემთხვევაში გაგდებას უპირებდა. ასეთ ვითარებაში მშვიდად მუშაობა რთულია.
საუკეთესო ტრანსფერი
პედრი, დესტი, ტრინკაუ, პიანიჩი.
ჩემი ხმა სერჟინიოს! წესით და რიგით ყველაზე მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. წინა ტურში ვნახეთ, რომ მარცხნივაც მოუწევს ხოლმე თამაში, ეს, შესაძლოა ალბას ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო მოხდეს. ხოლო მარჯვენა ფლანგზე, მგონია, რომ ამ სეზონშივე მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.
იმდენი ხანია კარგი მარჯვენა მცველი არ გვინახავს, რომ მხარდაჭერაც დიდი ექნება. დესტის ტრანსფერი არ ჰგავს სხვა ტრანსფერებს, ეს არ არის მორიგი “ბრმა ტრანსფერი”, როცა ვერავის გაუგია ფეხბურთელი რატომ მოდის გუნდში, სად უნდა ითამაშოს, ან როგორ უნდა შეძლოს გუნდთან ადაპტირება. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრა გვაქვს, როგორც სათამაშო ფილოსოფიაში, ისე ინდივიდუალურ ოსტატობაში, რომელიც “ბარსას” დონეს შეეფერება.
ძალიან მომწონს პედრიც და ტრინკაუც, პიანიჩმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს უნარი “ბარსას” დამატებითი სარგებელი მოუტანოს, მაგალითად ბურთის ჩაჭრაში და ართმევაში ორივე საყრდენს სჯობია, არც პირველი პასი დაეწუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დესტი იქნება ჩემი ფავორიტი.
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი
იქნებ უფრო კარგი კითხვა ყოფილიყო – “სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი”? აბა, მესიზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს?! არავინ იცის სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა. მისი დარჩენის შანსები იზრდება, რადგან ბართომეუ ამ სეზონშივე მოგვცილდება, გვარდიოლა კი “სიტიში”, შესაძლოა აღარც დახვდეს, ამიტომ სადღა უნდა წავიდეს?!
სტარტი ცოტა მძიმე აქვს, გასაგებ მიზეზთა გამო, რთული დღეები გამოიარა, ვარჯიში გვიან დაიწყო, სუარესი აღარ ჰყავს გვერდით და ბევრი ცუდი სიტყვაც მოისმინა, რამაც ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ მესი მაინც მესია. ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ “პიჩიჩის” ჩაიდებს ჯიბეში. ასე მგონია.
მოტივაცია კი არ უნდა მოაკლდეს, მისი მთავარი მოტივატორი ისევ ჩვენს გზაზე აღმოჩნდა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვიხტა და ძალიან მაგარი თამაშები რომ გველის, ფაქტია.
სეზონის იმედგაცრუება
მაგალითად, სერჟი რობერტო ვერანაირად ვერ გახდება სეზონის იმედგაცრუება, რადგან მისი იმედი არც არასდროს გვქონია. ეს “ჯილდო” უნდა ერგოს ფეხბურთელს, რომელსაც ან ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ან დიდი მოლოდინი გვაქვს, ასეთები კი კლუბში მრავლად არიან.
პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, უსმან დემბელეს კვლავ აქვს შანსი სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდეს, რადგან “ბარსას” ფანები საკმაოდ დიდ სიჯიუტეში არიან მხილებულნი და მაინც სჯერათ ფრანგი გარემარბის. სჯერათ და ეიმედებათ. ერთგულებაც ასეთი უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ფანებიც აქვე არიან, მაგრამ იმედით აღსავსე ქომაგის დავიწყება არ ივარგებს.
კარგი შანსი აქვს ფრენკი დე იონგსაც, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია. ის ტერ შტეგენთან ერთად, მომავალი “ბარსას” მთავარი საძირკველია, მომავალ “ბარსაში” მესის შემდგომი “ბარსა” იგულისხმება. ფრენკი ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად უნდა იქცეს, მაგრამ საქმე ვერ მიდის კარგად. მისი კრიტიკოსები მომრავლდნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თავის ცნობილი სიზუსტეც კი ვერ აჩვენა ბოლო შეხვედრებში.
იმედგაცრუებად, შესაძლოა იქცნენ ახალმოსული ფეხბურთელები, რადგან ახალი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ელიან. თუმცა, ვარსკვლავური სტატუსით არც ერთი არ მოსულა.
ჩემი ხმა კი ანტუანს ეკუთვნის. ისევ იმას ვფიქრობ, რასაც მის მოსვლამდე ვფიქრობდი. მსგავსი სტილის ფეხბურთელი არაფერში გჭირდება, როცა მესი გყავს გუნდში. კუმანმა სეზონის წინ თავი გამოიდო, გრიზმანმა თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოსო და მარჯვენა გარემარბად გაამწესა. აგერ დეშამმაც თქვა, ანტუანი “ბარსაში” არ არის ბედნიერიო, ეს ხომ ჩვენც ვიცით?! ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარგი თამაშებიც ექნება, აი რომ გაფიქრებინებს გაიხსნა და ათამაშდაო, მაგრამ არა მგონია სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს.
იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რა სჭირს გრიზმანს, პედროს მაგალითი გამოგვადგება. გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია, შეუდარებლად მაღალი დონის, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა ტაქტიკას, ზუსტად ის ჭანჭიკი იყო, რომელიც “ბარსას” ერგებოდა, გრიზმანი კი ვერ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაღალი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ასეთი სპორტია, გუნდური თამაშია, მხოლოდ ის, რომ ვიღაცაზე მაგარი ხარ, “ბარსასთვის” საკმარისი არ არის.
საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი მივიღე:
- ლა ლიგა – ბოლო ტურამდე ბრძოლა “ატლეტიკოსთან”
- 2? ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი
- საუკეთესო ტრანსფერი – დესტი
- საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
- სეზონის იმედგაცრუება – გრიზმანი
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – ბარსელონა
სეზონის ტიტული – 3
საუკეთესო ტრანსფერი – 1)კუნდე 2)ლევანდოვსკი
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – პედრი
სეზონის იმედგაცრუება – ფატი
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე
ლა ლიგას მოიგებს-ბარსა
სეზონს დავასრულებს 3 ტიტულით
(ლა ლიგა, კოპა, სუპერ თასი)
საუკეთესო ტრანსფერი-1.ლევანდოვსკი 2.კუნდე
საუკეთესო ფეხბურთელი-ლევანდოვსკი
სეზონის იმედგაცრუება-კრისტენსენი
საუკეთესო ვეტერანი-ბუსკეცი
საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი
საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
საუკეთესო ასისტენტი-რაფინია
ასე მგონია რო ბარსა ლა ლიგას ვერ მოიგებს. მარა 1 ტიტულს მოიგებს. საუკეთესო ტრანსფერი 1. ლევანდოვსკი 2. კუნდე. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ლევანდოვსკი. იმედგაცრუება გავი. რატომღაც ასე მგონია. საუკეთესო ვეტერანი ბუსკეცი. საუკეთესო ახალგაზრდა პედრი. ბომბარდირი ლევანდოვსკი და ასისტენტი გავი
ვინ მოიგებს ლა ლიგას? – "ბარსა".
რამდენი ტიტულით დაასრულებს სეზონს? – ერთი (ლა ლიგა).
საუკეთესო ტრანსფერი – 1. ლევანდოვსკი, 2. რაფინია
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ლევანდოვსკი.
სეზონის იმედგაცრუება – ფერან ტორესი.
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეტსი.
საუკეთესო ახალგაზრდა – ფატი.
საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი.
საუკეთესო ასისტენტი – დემბელე.
ლალიგას : ბარსა
ტიტული : 3
საუკეთესო ტრანსფერი: დეპაი
იმედგაცრუება : აგუერო და პედრი
საუკეთესო ფეხბურთელი: დეიონგი
საუკეთესო ბომბარდირი: დეპაი
საუკეთესო მეპასე: გრიზმანი
საუკეთესო ვეტერანი: ბუსი
საუკეთესო ახალგაზრდა : არაუხო ან გარსია
ლა ლიგას მოიგებს – ბარსელონა
რამდენ ტიტულს მოიგებს „ბარსა“? -ვერც ერთს
საუკეთესო ტრანსფერი – დეპაი
სეზონის იმედგაცრუება – ლაპორტა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი – ფატი
საუკეთესო ბომბარდირი – დეპაი
საუკეთესო მეპასე – დე იონგი
საუკეთესო ვეტერანი – ბუსკეცი
საუკეთესო ახალგაზრდა – ფატი
ვფიქრობ აგუერო არ გახდება იმედგაცრუება. მინიმუმ 20 გოლს ველოდები მისგან ამ სეზონში. იმედია კუმანი ათამაშებს ხშირად
ლა ლიგას მოიგებს – ბარსელონა.
ტიტული – 2.
საუკეთესო ტრანსფერი – დეპაი.
საუკეთესო მეპასე – გრიზმანი.
იმედგაცრუება – დემბელე.
საუკეთესო ფეხბურთელი – დე იონგი.
საუკეთესო ბომბარდირი – დეპაი.
საუკეთესო ვეტერანი – ალბა.
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი.
რამდენი შიდა ჩემპიონატი აქვს ანჩელოტის კარიერაში მოგებული?
კარლო ანჩელოტის მწვრთნელის რანგში შიდა ჩემპიონატებში მოგებული აქვს : მილანთან 2003/2004 (ამასთანავე მილანთან ერთად მოგებული აქვს : იტალიის თასი 2002/2003 იტალიის სუპერთასი 2004 ჩემპიონთა ლიგა 2002/2003 , 2006/2007 ევროპის სუპერთასი 2003 , 2007 …..ჩელსისთან ერთად : ინგლისის ჩემპიონი 2009/2010 ინგლისის თასი 2009/2010 ინგლისის სუპერთასი 2009 ….პსჟ-თან ერთად საფრანგეთის ჩემპიონი 2012/2013 …..ბავარიასთან ერთად ბუნდესლიგა 2016/2017 ….მადრიდის რეალთან ერთად : ჩემპიონთა ლიგა 2013/2014 , კოპა დელ რეი 2013/2014 , ევროპის სუპერთასი 2014, საკლუბო (კლუბებს შორი) მსოფლიო ჩემპიონი 2014 ….ევროპის 5 წამყვანი ქვეყნის (ინგლისი, ესპანეთი , გერმანია. იტალია ,საფრანგეთი) ჩემპიონატიდან მოგებული აქვს 4 ესპანეთი არა აქვს მოგებული მაგრამ რეალთან ერთად ჩემპიიონთა ლიგა აქვს მოგებული 2013/2014 ….ხისთავას რა აქვს მოგებული მწვრთნელის რანგში დავწერო ?
Futbol Club Barcelona,
ვაი…დღესდღეობით საუკეთესო მცველია ბარსას შემადგენლობაში.მიკროტალღურ ღუმელში უყურებ ფეხბურთს?
რამდენი შიდა ჩემპიონატი აქვს ანჩელოტის კარიერაში მოგებული?
gio-rakitich,
ლიგა ბევრი რამის გამოა გამორიცხული.
ლა ლიგას არ გამოვრიცხავ, უბრალოდ ჩემპიონობაზე თავს არ ვდებ.
ლიგა რატოა გამორიცხული ესეთი პესიმიზმი არ შეიძლება,ამხელა ისტორიის მქონე გუნდისთვის ლიგის მოგება რატოა გამორიცხული იქნება როგორ ათამაშდეს გუნდი,გასაგებია რომ ფანტაზიის სფეროა მარა ესე ჩამოწერაც არ შეიძლება.
არ ვადარებ ჩელსის მოგებული ლიგა სხვა ფენომენია საერთოდ სხვა ფეხბურთი ითამაშეს თუმცა სეზონის დასაწყისში ვერავინ იფიქრებდა რო ლიგას დადებდა მაგრამ დადეს.
ფეხბურთში ყველაფერი ხდება.
აბა რატომ უყურებ მაშინ თამაშს თუ არანაირი იმედი არ გაქვს? უყურებ და გულშემატკივრობ რომ მოიგოს შენმა გუნდმა და ამდროს იცი რომ არანაირი შანსი არ აქვს მოგების?
ვერ გავრისკავ ვერაფრის თქმას 😂💙❤️ დასაცინი არ გავხდე ბოლოს 😄💙❤️
ლალიგა-მემგონი მოვიგებთ😂
სეზონის საუკეთესო-დეიონგი❤️
ბომბარდირი-დეპაი
ასისტენტი-დეიონგი
იმედგაცრუება-ემერსონი(აქ იმედია ვცდები).პ.ს აგუეროს იმედი ისედაც არ მაქვს.
საუკეთესო ახალგაზრდა- დემირი ან ფატი😘😂
საუკეთესო ვეტერანი-იასნად პიკე❤️💪
ტიტულები-სულ ორი, სუპერთასი და ლალიგა.
ლა ლიგა – ბარსელონა
ტიტულები – 2:ლა ლიგა და კოპა დელ რეი
საუკეთესო ტრანსფერი – დეპაი
იმედგაცრუება – აგუერო
საუკეთესო ფეხბურთელი – დეპაი
საუკეთესო ბომბარდირი – დეპაი
საუკეთესო მეპასე – დე იონგი
საუკეთესო ვეტერანი – პიკე
საუკეთესო ახალგაზრდა – პედრი
ლა ლიგა-ატლეტიკო.
ტიტულები- 2.
საუკეთესო ტრანსფერი-დეპაი.
იმედგაცრუება-აგუერო.
საუკეთესო ფეხბურთელი-დე იონგი(დროა უკვე)
საუკეთესო ბომბარდირი-დეპაი.
საუკეთესო მეპასე-დე იონგი.
საუკეთესო ვეტერანი-პიკე.
საუკეთესო ახალგაზრდა-პედრი.
რეალს მეტი შანსი აქვს ლა ლიგის მოგების ! რატომ ? პასუხი : ანჩელოტი
მაგარი პროგნოზებია ძმაო
რთულია პროგნოზი, არ ვიცით ფატი როგორი დაბრუნდება და პედრი შეძლებს თუ არა საერთოდ ფეხზე დგომას, არამცთუ სირბილს!
ლა ლიგა – ატლეტიკო
ტიტულები – ალბათ ისევ ესპ. თასი
საუკეთესო ტრანსფერი – დეპაი
იმედგაცრუება – უმტიტი
საუკეთესო ფეხბურთელი – დე იონგი
საუკეთესო ბომბარდირი – აგუერო
საუკეთესო მეპასე – დე იონგი
საუკეთესო ვეტერანი – პიკე
საუკეთესო ახალგაზრდა – არაუხო
უჩლ – 1/4 ფინალი