სეზონის პროგნოზები

სეზონის პროგნოზები

სეზონის წინ ცნობილი გამოცემები პროგნოზებს აქვეყნებენ, ვინ იქნება ჩემპიონი, ვინ რამდენი ტიტულით დაასრულებს, რომელ მწვრთნელს მოისვრიან ყველაზე სწრაფად და ა.შ. ამჯერად ესპანელებს თავი არ შეუწუხებიათ, სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ არც დაწყებამდე და არც სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ, პროგნოზი არ გაკეთებულა, არადა საინტერესო საქმეა, სეზონის ბოლოს გადახედავ საკუთარ პროგნოზებს და ნახავ, რა გამართლდა და რა – არა.

რადგან “ბარსამანიას” მწერლებს საქმე თავზე აყრიათ და მხოლოდ მე აღმოვჩნდი მოცლილი, მარტო შევუდგები ამ საინტერესო საქმეს, კომენტარებში კი ყველას შეუძლია თავის აზრი გამოთქვას, სეზონის ბოლოს, ის კომენტარებიც გამოქვეყნდება, რომელიც ყველაზე ახლოს იქნება ნაჩვენებ შედეგთან.

ვინ მოიგებს ლა ლიგას?

მემგონი, რომ დიდი დეჟა ვუ გველის წინ, სანდრო როსელმა დავიდ ვილა შეტენა “ატლეტიკოს”, ხოლო ბართომეუმ სუარესი, როგორ მთავრდება ეს ამბავი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ მაინც ბევრის იმედი მაქვს, იქნებ იმ წელივით ბოლო ტურამდე მივიდეს საქმე და მერე გაგვიმართლოს, მაშინ არ გაგვიმართლა, რადგან VAR არ იყო და მესის გოლი გაგვიუქმეს, ახლა კი ვნახოთ რა იქნება, მთავარი ფავორიტი “ატლეტიკოა”, რადგან “ბარსა” და “რეალი” ახალ პროექტს საჭიროებენ.

მესის ეპოქაში უიშვიათესი მოვლენაა, რომ “ბარსამ” ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ლა ლიგას ყოველთვის დიდი კრიზისის შედეგად ვკარგავთ, ახლა კი კრიზისული პერიოდი სრულდება. როგორც იქნა გვშორდება კაცი, რომელსაც “ბარსას” დაცემა უკავშირდება. ამ სეზონშივე, ადრე თუ გვიან, აუცილებლად წავა და ახალი სისხლიც მოვა.

ისიც სათქმელია, რომ დაკარგული ჩემპიონობის შემდეგ, “ბარსა” როგორც წესი, მომდევნო წელსვე იბრუნებს ლა ლიგის ტიტულს. კუმანის “ბარსელონა” სეტიენის “ბარსაზე” ბევრად ორგანიზებული და დალაგებული გუნდია.

ამავე დროს, “ბარსას” პრაგმატიზმიც ეტყობა, რაც მცირე დოზით მაინც, ყოველთვის საჭიროა. კუმანმა მიზანს მიაღწია და გუნდი გაახალგაზრდავდა, მართალია სასურველი ტრანსფერებიდან მხოლოდ ერთის განხორციელება შეძლო, მაგრამ ახალგაზრდები მზად არიან.

რამდენი ტიტულით დაასრულებს “ბარსა” სეზონს?

გვარდიოლამ სადებიუტო სეზონში ყველაფერი მოიგო. ფეხბურთში რევოლუციური ცვლილებები მოიტანა და მაქსიმალიზმი ნორმად აქცია. ლუის ენრიკემ სადებიუტო სეზონში “ტრიპლეტი” მოიგო, მერე ორი თასიც მიამატა და მხოლოდ ესპანეთის სუპერ თასის მოგება დააკლდა გვარდიოლას მიღწევამდე.

ასეთი დიდი დებიუტანტები გვყოლია, მაგრამ არ მგონია, რომ ახლაც ასე მოხდეს. როგორც ზემოთ აღვნიშნე, გუნდი გაახალგაზრდავდა, მაგრამ ასაკი მაინც პრობლემაა, ეს კი სეზონის ბოლოს გამოიჩენს ხოლმე თავს, ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად იქნება ახალი ენერგია საჭირო.

გარდა ამისა, ცუდი მენეჯმენტის კვალი “ბარსას” ჯერ კიდევ ეტყობა. გუნდი ვარსკვლავებს ვერ იყენებს, რადგან არასწორი კრიტერიუმებით მოხდა მათი შერჩევა, თუ თამაშობენ სარგებელი ვერ მოაქვთ, თუ არ ითამაშებენ სიტუაცია დაიძაბება, რადგან ვარსკვლავი სკამზე, ყოველთვის კონფლიქტით სრულდება. მე კი არ მახსოვს ჩემპიონთა ლიგა მოეგოს გუნდს, სადაც რომელიმე ფეხბურთელი ტვირთივით აწევს ძირითად შემადგენლობას.

ლიგის მერვედფინალების დრო რომ მოაღწევს, უკვე ახალი პრეზიდენტი გვეყოლება, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს ეს ამბავი. კუმანი კი ახალი პრეზიდენტების არჩევანი არ ყოფილა, ერთი გვარდიოლას ექაჩებოდა, მეორე კი ჩავის ეძახდა, კუმანს კი ყველა შემთხვევაში გაგდებას უპირებდა. ასეთ ვითარებაში მშვიდად მუშაობა რთულია.

საუკეთესო ტრანსფერი

პედრი, დესტი, ტრინკაუ, პიანიჩი.

ჩემი ხმა სერჟინიოს! წესით და რიგით ყველაზე მეტი სათამაშო დრო უნდა მიიღოს. წინა ტურში ვნახეთ, რომ მარცხნივაც მოუწევს ხოლმე თამაში, ეს, შესაძლოა ალბას ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო მოხდეს. ხოლო მარჯვენა ფლანგზე, მგონია, რომ ამ სეზონშივე მოიპოვებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში.

იმდენი ხანია კარგი მარჯვენა მცველი არ გვინახავს, რომ მხარდაჭერაც დიდი ექნება. დესტის ტრანსფერი არ ჰგავს სხვა ტრანსფერებს, ეს არ არის მორიგი “ბრმა ტრანსფერი”, როცა ვერავის გაუგია ფეხბურთელი რატომ მოდის გუნდში, სად უნდა ითამაშოს, ან როგორ უნდა შეძლოს გუნდთან ადაპტირება. ამ შემთხვევაში სრული თანხვედრა გვაქვს, როგორც სათამაშო ფილოსოფიაში, ისე ინდივიდუალურ ოსტატობაში, რომელიც “ბარსას” დონეს შეეფერება.

ძალიან მომწონს პედრიც და ტრინკაუც, პიანიჩმაც უკვე გვაჩვენა, რომ აქვს უნარი “ბარსას” დამატებითი სარგებელი მოუტანოს, მაგალითად ბურთის ჩაჭრაში და ართმევაში ორივე საყრდენს სჯობია, არც პირველი პასი დაეწუნება, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დესტი იქნება ჩემი ფავორიტი.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

იქნებ უფრო კარგი კითხვა ყოფილიყო – “სეზონის მეორე საუკეთესო ფეხბურთელი”? აბა, მესიზე უკეთ ვინ უნდა ითამაშოს?! არავინ იცის სეზონის ბოლოს დარჩება თუ არა. მისი დარჩენის შანსები იზრდება, რადგან ბართომეუ ამ სეზონშივე მოგვცილდება, გვარდიოლა კი “სიტიში”, შესაძლოა აღარც დახვდეს, ამიტომ სადღა უნდა წავიდეს?!

სტარტი ცოტა მძიმე აქვს, გასაგებ მიზეზთა გამო, რთული დღეები გამოიარა, ვარჯიში გვიან დაიწყო, სუარესი აღარ ჰყავს გვერდით და ბევრი ცუდი სიტყვაც მოისმინა, რამაც ძალიან დაწყვიტა გული, მაგრამ მესი მაინც მესია. ნელ-ნელა მოუმატებს და მორიგ “პიჩიჩის” ჩაიდებს ჯიბეში. ასე მგონია.

მოტივაცია კი არ უნდა მოაკლდეს, მისი მთავარი მოტივატორი ისევ ჩვენს გზაზე აღმოჩნდა, პირდაპირ ჯგუფურ ეტაპზე ჩაგვიხტა და ძალიან მაგარი თამაშები რომ გველის, ფაქტია.

სეზონის იმედგაცრუება

მაგალითად, სერჟი რობერტო ვერანაირად ვერ გახდება სეზონის იმედგაცრუება, რადგან მისი იმედი არც არასდროს გვქონია. ეს “ჯილდო” უნდა ერგოს ფეხბურთელს, რომელსაც ან ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ან დიდი მოლოდინი გვაქვს, ასეთები კი კლუბში მრავლად არიან.

პარადოქსია, მაგრამ მიუხედავად უამრავი იმედგაცრუებისა, უსმან დემბელეს კვლავ აქვს შანსი სეზონის მთავარი იმედგაცრუება გახდეს, რადგან “ბარსას” ფანები საკმაოდ დიდ სიჯიუტეში არიან მხილებულნი და მაინც სჯერათ ფრანგი გარემარბის. სჯერათ და ეიმედებათ. ერთგულებაც ასეთი უნდა. რა თქმა უნდა, ძალიან გაბრაზებული ფანებიც აქვე არიან, მაგრამ იმედით აღსავსე ქომაგის დავიწყება არ ივარგებს.

კარგი შანსი აქვს ფრენკი დე იონგსაც, რადგან მოლოდინი ძალიან დიდია. ის ტერ შტეგენთან ერთად, მომავალი “ბარსას” მთავარი საძირკველია, მომავალ “ბარსაში” მესის შემდგომი “ბარსა” იგულისხმება. ფრენკი ლიდერად უნდა ჩამოყალიბდეს, კლუბის ერთ-ერთ ლეგენდად უნდა იქცეს, მაგრამ საქმე ვერ მიდის კარგად. მისი კრიტიკოსები მომრავლდნენ, რაც გასაკვირი სულაც არ არის, თავის ცნობილი სიზუსტეც კი ვერ აჩვენა ბოლო შეხვედრებში.

იმედგაცრუებად, შესაძლოა იქცნენ ახალმოსული ფეხბურთელები, რადგან ახალი ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ელიან. თუმცა, ვარსკვლავური სტატუსით არც ერთი არ მოსულა.

ჩემი ხმა კი ანტუანს ეკუთვნის. ისევ იმას ვფიქრობ, რასაც მის მოსვლამდე ვფიქრობდი. მსგავსი სტილის ფეხბურთელი არაფერში გჭირდება, როცა მესი გყავს გუნდში. კუმანმა სეზონის წინ თავი გამოიდო, გრიზმანმა თავის პოზიციაზე უნდა ითამაშოსო და მარჯვენა გარემარბად გაამწესა. აგერ დეშამმაც თქვა, ანტუანი “ბარსაში” არ არის ბედნიერიო, ეს ხომ ჩვენც ვიცით?! ვხედავთ. რა თქმა უნდა, კარგი თამაშებიც ექნება, აი რომ გაფიქრებინებს გაიხსნა და ათამაშდაო, მაგრამ არა მგონია სტაბილურად მაღალ დონეზე ითამაშოს.

იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ რა სჭირს გრიზმანს, პედროს მაგალითი გამოგვადგება. გრიზმანი ბევრად მაღალი დონის ფეხბურთელია, შეუდარებლად მაღალი დონის, მაგრამ პედრო იდეალურად ერგებოდა ტაქტიკას, ზუსტად ის ჭანჭიკი იყო, რომელიც “ბარსას” ერგებოდა, გრიზმანი კი ვერ ერგება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მაღალი შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელია. ასეთი სპორტია, გუნდური თამაშია, მხოლოდ ის, რომ ვიღაცაზე მაგარი ხარ, “ბარსასთვის” საკმარისი არ არის.

საბოლოო ჯამში, ასეთი სურათი მივიღე:

  • ლა ლიგა – ბოლო ტურამდე ბრძოლა “ატლეტიკოსთან” 
  • 2? ტიტული – ლა ლიგა, კოპა დელ რეი
  • საუკეთესო ტრანსფერი – დესტი
  • საუკეთესო ფეხბურთელი – მესი
  • სეზონის იმედგაცრუება – გრიზმანი

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (132)

  • La Pulga10
    05 სექ 2024, 19:25

    ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
    რამდენი ტიტული – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
    იმედგაცრუება – დე იონგი
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი – იამალი

    რატომ გგონიათ,რომ ლა ლიგას დავთმობთ? კლასიკო,რომ მოვიგოთ ეხლა უკვე ჩემპიონობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

  • Visca barca
    05 სექ 2024, 19:22

    ლა ლიგის ჩემპიონი- ბარსა
    რამდენი ტიტული- 2
    საუკეთესო ტრანსფერი- ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი- პედრი
    იმედგაცრუება- ფატი
    საუკეთესო ვეტერანი- ლევანდოვსკი
    საუკეთესო ახალგაზრდა- იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი- ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი- იამალი

  • JustBarcaLover
    05 სექ 2024, 19:10

    ლა ლიგის ჩემპიონი – რეალი
    რამდენი ტიტული – 1 ან კოპა დელ რეი ან კიდე სუპერ კოპა
    საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
    იმედგაცრუება – ანსუ ფატი
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანა
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანა
    საუკეთესო ასისტენტი – იამალი
    რატომღაც მგონია რომ ის ბო*ის გაგდებული რეალი ფორმას აკრიფავს და მოიგებს ლა ლიგას

  • Flying Dutchman
    05 სექ 2024, 18:29

    ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
    რამდენი ტიტული – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
    იმედგაცრუება – ანსუ ფატი
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი – იამალი
    (ივნისში ვნახავ ამ კომენტარს ისევ)

  • Pirat❤️💙
    05 სექ 2024, 18:28

    ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა"
    რამდენი ტიტული – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – პედრი
    იმედგაცრუება – ფატი
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – პედრი / იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი – იამალი

  • Levani
    05 სექ 2024, 18:18

    Ლალიგას მოვიგებთ მგონია რეალს დრო დაშჭირდება რო შეთამაშდეს ბომბარდირი რაფინია მგონია რო გახდება ასევე მგონია რო სუპერ თასიდან ან კოპადან ერათერთს გამოვკრავთ ხელს

  • BarCa7
    05 სექ 2024, 18:14

    ლა ლიგის ჩემპიონი – ბარსა
    რამდენი ტიტული – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – იამალი
    იმედგაცრუება – არაუხო
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი – რაფინია
    აღმოჩენა რატომ აკლია? – კასადო

  • C.PC5
    05 სექ 2024, 18:10

    ლა ლიგის ჩემპიონი – "ბარსა" (ფლიკის იმედი მაქვს)
    რამდენი ტიტული – 2 (ლალიგა და სუპერთასი)
    საუკეთესო ტრანსფერი – ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – რაფინია(ისეთი სტარტი აქვს რო არაა გამორიცხული)
    იმედგაცრუება – ფატი(იმედია ფლიკი მოხოდავს, მაგრამ უფრო დიდი მოლოდინია რომ ვერ დაიბრუნოს ძველი ფორმა)
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი – იამალი

    ველოდი ამ სტატიას, რა ვიყიდე და რა ჩამოვიდას გავს სეზონის ბოლოს რომ გადავხედავთ ხოლმე. მე რაც ჩამოვწერე ალბათ ეჭვშესატანი რაფინიას საუკეთესოობა ყველაზე მეტად, მაგრამ მოსვლიდან დღემდე იმდენად შემაცვლევინა წარმოდგენა თავის თავზე რომ არ გამიკვირდება ამ სეზონში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს გადამწყვეტ მომენტებში, შარშან პეესჟესთან შეხვედრა მაგალითი იყო ამის, წელსაც შესანიშნავად იწყებს, თუ ტრავმები არ შეაწუხებს გააგრძელებს კიდევაც ალბათ კარგად გამოსვლას, სპეციალურად არ ვამბობ იამალს, ჯერ მაინც ბავშვია, ისეთი შედეგიანი ჯერ მაინც ვერაა როგორც "დიდი ბიჭები" და ამაში ასისტებს და გოლებს არ ვგულისხმობ მარტო, ორთაბრძოლების მოგება, პრესინგზე 90+ წუთი დაუღლელად სირბილი და დაცვის დახმარება ფლიკის გუნდში უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია, იამალს ჯერ მაინც არ აქვს ის რესურსი რომ ეს ყველაფერი მთელი მატჩი აკეთოს, თორე მაგის ერთი მომენტი ჯობია ხოლმე რაფინიას მთელ კარიერას. ორი ტიტულის იმედი კიდე იმიტო მაქვს რო მაგარი სეზონი იხოდება ლალიგაში, საკმაოდ საინტერესო საყურებელი იქნება, ატლეტიკოც ისე აიწყო რომ მაგ გუნდს უნდა ქონდეს პრეტენზიები ტიტულებზე, რეალიც შეთამაშდება კიბატონო და დაიწყებენ კარგად თამაშს, მაგრამ როდის გვაშნებდა მაგათი გალაქტიკოები?! იყიდონ ვინც უნდა როცა ყოველთვის ვზრდით იამალის მსგავს ტალანტებს, ჩვენები თავის საქმეს გააკეთებენ და ფლიკის იმედი უნდა გვქონდეს, შეიძლება ახლა მაგარ სისულელედ ჩანს მაგრამ სტარტი კარგი გვაქვს და რატომაც არა თუ პროგნოზია 2 ან მეტ ტიტულს ვიტყვი.

  • Neymar
    05 სექ 2024, 18:07

    ლა ლიგა – ბარსა
    ტიტული – 2 კოპა და ლა ლიგა
    საუკეთესო ტრანსფერი – რა თქმა უნდა ოლმო
    საუკეთესო ფეხბურთელი – რაფინია
    იმედგაცრუება – არაუხო
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანგოლსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – Baby GOAT
    ბომბარდირი – ლევანგოლსკი
    ასისტენტი – რაფინია

  • jigliga
    05 სექ 2024, 18:05

    magrad mainteresebs darvixs tu miscems satamasho dros

  • Don_Andresito
    05 სექ 2024, 17:54

    ლა ლიგა – რეალი. ამ რესურსით ვერ გავუქაჩავთ. შეთამაშდებიან შემტევები და მიაწყობენ მოგებებს (სამწუხაროდ).
    ტიტული – 1, თასი ალბათ
    ტრანსფერი – ოლმო, სხვა არავინ გვიყიდია
    ფეხბურთელი – იამალი
    იმედგაცრუება – არაუხო. მგონია რო ისევ აჭრილი იქნება და ინიგოს ვერ ამოაგდებს. იფიქროს ფულებზე და ნახავს რაც მოუვა
    ვეტერანი – ლევა
    თინეიჯერი – იამალი. ბერნალს ვიტყოდი მარა დაიმტვრა. კუბარსი მცველია მაინც.
    ბომბარდირი – ლევა
    ასისტენტი – იამალი

  • nika 54
    04 სექ 2023, 20:13

    თუ დააკვირდებით, ლაპორტას მოსვლის შემდეგ გუნდი იცლება გაუგებარი, გუნდთან შეუთავსებელი ფეხბურთელებისგან.მაგრამ უბედურება ის არის, რო სვარკას მაინც ვუყურებთ, და 1 ბურთის გატანის შემდეგ უკვე დაცვაშია გუნდია მთელი შემადგენლობით.

  • LBJ23 LM10
    04 სექ 2023, 16:49

    ჩემპიონი-ბარსა
    ტიტული-3(ლა ლიგა,კოპა,სუპერ კოპა)ჩემპიონთა ლიგა-ნახევარფინალი
    საუკეთესო ტრანსფერი-კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი-დე იონგი
    იმედგაცრუება-რაფინია
    საუკეთესო ვეტერანი-გიუნდოგანი
    საუკეთესო თინეიჯერი-იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი-ლევანდოვსკი
    საუკეთესო ასისტენტი-გიუნდოგანი

  • tornike27
    03 სექ 2023, 17:32

    ჩემპიონი-ბარსა
    ტიტული-3(ჩ/ლიგის ნახევარფინალი)
    საუკეთესო ტრანსფერი-კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი-დე იონგი
    იმედგაცრუება-რაფინია
    საუკეთესო ვეტერანი-ლევანა
    საუკეთესო თინეიჯერი-იამალი-ფერმინი
    საუკეთესო ბომბარდირი-ლევანა
    საუკეთესო ასისტენტი-გიუნდოგანი.

    ჩემი აზრით რაფინიას ფატი დაემართება,16 წლის ბიჭთან კონკურენციის შეეშინდება და როგორც ფატი კარგავდა ბურთს უაზროდ ეგრე მოუვა,კარში დაიწყებს უაზროდ დარტყმას,პასებს არ გააკეთებს და ასეთ სისულელეებს გააკეთებს.ასევე საუკეთესო თინეიჯერი ფერმინ ლოპეზიც შეიძლება გახდეს ძაან მაგარი ბიჭი ჩანს და ვნახოთ რამოხდება.

  • suxaaa
    03 სექ 2023, 13:38

    ციტატა: pavlovichi56
    ტიტული არ იქნება.
    ატლეტიკოც კარგ ფორმაშია.
    მესის ჩრდილი- ლაქა კი არა…ლაპორტა -სუპერ ლიგის ავტორები -ტებასი-+ესპანეთ-დასავლეთის პოლიტიკოსები ყველა ყელამდე ქიქში დარჩებიან.
    მესი- ბარსა ,სუპერ ლიგას და კატალონიის დამოუკიდებლობას შეეწირენ.


    😀 😀 😀 რეალი იგებს ყველაფერს ხომ

  • mari
    03 სექ 2023, 07:42

    ციტატა: Barca for life
    ჩემპიონი – ბარსა
    რამდენი ტიტული – 3
    საუკეთესო ტრანსფერი – კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი – დე იონგი
    იმედგაცრუება – ლევანა
    საუკეთესო ვეტერანი – გიუნდო
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ფერანი
    საუკეთესო ასისტენტი – იამალი


    heart_eyes თქვენს ვარიანტს ვეთანხმები 99%-ით..:დდდ
    ის 1% ტიტულებია, რაღაც არ მგონია რომ ეგრევე შიდა ტრებლი დადონ!
    სეზონის ბოლოს ლევანდოვსკი არაბებში უნდა წავიდეს, ეხლაც უნდა გაეშვათ, მაგრამ სავარაუდოდ ვერ გაუბედეს..ისე, ლაპორტამ მესი გაუშვა და მასთან შედარებით ვინაა ლევანდოვსკი!!!

  • pavlovichi56
    03 სექ 2023, 02:24

    ტიტული არ იქნება.
    ატლეტიკოც კარგ ფორმაშია.
    მესის ჩრდილი- ლაქა კი არა…ლაპორტა -სუპერ ლიგის ავტორები -ტებასი-+ესპანეთ-დასავლეთის პოლიტიკოსები ყველა ყელამდე ქიქში დარჩებიან.
    მესი- ბარსა ,სუპერ ლიგას და კატალონიის დამოუკიდებლობას შეეწირენ.

  • Bus-5-quets
    03 სექ 2023, 00:52

    ჩემპიონი – "ბარსა"
    რამდენი ტიტული – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – კანსელუ
    საუკეთესო ფეხბურთელი – დე იონგი
    იმედგაცრუება – ინიგო
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი – გიუნდოგანი

  • MSN G.O.A.T
    03 სექ 2023, 00:37

    ლა ლიგა – ბარსელონა
    ტიტული – 2
    ტრანსფერი – რომეუ
    საუკეთესო ფეხბურთელი – არაუხო
    იმედგაცრუება – იმედია არავინ
    ვეტერანი – გუნდოგანი
    თინეიჯერი – იამალი
    ბომბარდირი – ლევანა
    ასისტენტი – იამალი

  • Rick Sanchez
    02 სექ 2023, 23:50

    ჩემპიონი – "ბარსა"
    რამდენი ტიტული – 2
    საუკეთესო ტრანსფერი – გიუნდოგანი
    საუკეთესო ფეხბურთელი – დე იონგი
    იმედგაცრუება – ინიგო
    საუკეთესო ვეტერანი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო თინეიჯერი – იამალი
    საუკეთესო ბომბარდირი – ლევანდოვსკი
    საუკეთესო აისტენტი – რაფინია

    იმედგაცრუებაზე ბევრი ვიფიქრე. წესით ისეთი შემადგენლობა გვყავს, ვისი იმედიც გვაქვს ძალიან პატარა შანსია ვერ ითამაშოს და ვინც დაბალ დონეს დადებს იმის იმედი ისედაც არ გვაქვს.