workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
კარიმ ადეიემი: აქ ტიტულების მოსაგებად ვარ

კარიმ ადეიემი: აქ ტიტულების მოსაგებად ვარ

კარიმ ადეიემი “ბარსელონას” ფეხბურთელი 2031 წლის ივნისამდე იქნება. ტრანსფერის დადასტურების შემდეგ გერმანელი ფორვარდი კატალონიური კლუბის ახალ მოთამაშედ ოფიციალურად წარადგინეს. პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა, სპორტულ საკითხებში პირველი ვიცე-პრეზიდენტი რაფაელ იუსტე, სპორტული დირექტორი ანდერსონ ლუის დე სოუზა “დეკუ” და სპორტული კომისიის წევრები დაესწრნენ.

ბედნიერი და ამბიციური

მედიასთან პირველი საუბრისას შემტევმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გადმოსვლით ძალიან ბედნიერია. მან თავისი ამბიციებიც მკაფიოდ დააფიქსირა:

“აქ ტიტულების მოსაგებად ვარ. ვფიქრობ, ‘ბარსელონა’ მსოფლიოში საუკეთესო კლუბია თავისი ისტორიით, იმ დიდებული ფეხბურთელებით, რომლებსაც აქ უთამაშიათ და იმ განსაკუთრებული კავშირით, რაც მას კატალონიასთან აქვს. პირველივე დღიდან ვიგრძენი, რომ ეს სრულიად განსხვავებული კლუბია.”

ადეიემიმ გაამხილა, რომ “ბარსელონასთან” კონტრაქტის გაფორმების მთავარი მიზეზი მისი თანამემამულე, ჰანსი ფლიკი იყო:

“მე მას ვესაუბრე და სრულად ვენდობი. მან მითხრა, თუ რა სჭირდება ამ კლუბისთვის და მზად ვარ გავაკეთო ყველაფერი, რაც გუნდს ჩვენი მიზნების მისაღწევად დასჭირდება. ფლიკს შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს, მისთვის, გუნდისა და გულშემატკივრებისთვის ყველაფერს გავიღებ.”

კომფორტულად შეტევის ნებისმიერ პოზიციაზე

კითხვაზე, შეტევის რომელ პოზიციაზე ურჩევნია თამაში, ადეიემიმ განმარტა, რომ მას ფორვარდის სამივე პოზიციაზე უთამაშია და მზადაა ითამაშოს იქ, სადაც გუნდს ყველაზე მეტად დაეხმარება.

“მზად ვარ ყველაფერი გავიღო”, – დასძინა მან.

გერმანელმა ასევე გაამხილა, რომ ფლიკის თქმით, გუნდი ოჯახს ჰგავს და ყველა ერთად მუშაობს. მან აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ვარჯიშების დაწყებას, ახალი თანაგუნდელებისგან სწავლას და “სპოტიფაი კამპ ნოუზე” თამაშს და იმედოვნებს, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს ზეიმისთვის ბევრ მიზეზს მისცემს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 24 ივლ 2026, 11:32
    #7

    დე იონგმა ტრავმა მიიღო…

  • BojanKrkic
    BojanKrkic კულე
    schedule 23 ივლ 2026, 22:04
    #5

    ფრენკი წელს ვეღარ ითამაშებს.. იქნებ მერინო გამოგვყვეს იაფად🥹😂

  • GiorgiM4
    GiorgiM4 ახალბედა
    schedule 23 ივლ 2026, 22:04
    #4

    ეს ძირითადის ფეხბურთელი იქნება და მაგრადაც ითამაშებს

    • Sandro b
      Sandro b ახალბედა
      schedule 24 ივლ 2026, 09:24
      #6

      ვის მაგივრად დადგება?

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 24 ივლ 2026, 13:46
        #8

        ვატყობ არავინ მოყავთ და ლევანდოვსკის ადგილზე გასინჯავს ფლიკი.

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 23 ივლ 2026, 20:43
    #3

    მოკლედ ვინც ამბობთ რომ ფლიკი დაცვის ხაზს დაბლა არ წევს და ამის გამო გასაშვებია ან ამიტო ვუშვებთ გოლებს იუთუბში დასერჩეთ pep left Barca they were never tactically same
    და ნახეთ ფლიკი რა დონის მწვრთნელია უბრალოდ ვიდეოს უყურეთ და მაგრა გაგისწორდებათ

  • G.O.A.T
    Luak ახალბედა
    schedule 23 ივლ 2026, 20:06
    #2

    Kundes gavushvebdi da poros viyiddi an kundes centrshi gadavwevdi arauxos gavyiddi ds poros davitrevdi es iqneba yvelaze magari markvneba flangistvis, meore shemtxvevashi dacvistvisac idealiri iqneba

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 23 ივლ 2026, 19:52
    #1

    ოოო კარგიააა. რაკეტაა ტიპი. შეტევამ სისწრაფეებზე უნდს გაარღვიოს წესით ნებისმიერი.